x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ცნობილი ადამიანების ძალიან უცნაური ფობიები- ამას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდით

image
ფობიების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად აბსურდულია უმეტესი მათგანი, მაგალითად, როგორიცაა იხვების გამოკიდების შიში (როდესაც რეალურად ისინი ნანახიც არ გყავთ), ბუშტების შიში, წამლების შიში, რომელიმე ფერის შიში და ა. შ. წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს, რომლებიც ფობიების სიმცირეს ასევე არ უჩივიან:


ოპრა უინფრი

ამერიკელ ტელეწამყვანს წარმოიდგინეთ და საღეჭი რეზინის ფობია აქვს. იმის შმჩნევა, თუ როგორ ათამაშებს ვიღაც საღეჭ რეზინს ყბებში ტელეწამყვანს ისტერიკაში აგდებს. ამიტომ, ოპრას შოუზე აკრძალულია საღეჭი რეზინის შეტანა, რომ აღარაფერი ვთქვათ ალბათ ბუშტების გაბერვაზე.image

ალბერტ ჰიჩკოკი

საშინელებათა ჟანრის “მამას" წარმოუდგენლად ეშინია კვერცხის, დიახ, ჩვეულებრივი კვერცხის. ინტერვიუშიც კი ახსენ, რომ გვამის გვერდით უფრო ურჩევნია იყოს, ვიდრე გატეხილი კვერცხის გვერდით.image

კრისტინა რიჩი

მსახიობი ბოტანოფობიით იტანჯება, რაც დედამიწაზე მოსახლეობის მხოლოდ 3 %-ს აქვს. ეს არის ოთახცის ყვავილების შიში, როდესაც მათ ბინძურებად და სახიფათოებად თვლი.image

ჯორჯ ვაშინგტონი

აშშ-ს პირველ პრეზიდენტს ცოცხლად დამარხვის შიში ჰქონდა. თავის ანდერძში ისიც კი დაწერა, რომ 3 დღე არ დაემარხათ, რათა სიცოცხლის ყველანაირი ნიშანი გამოერიცხათ.image

სტეფანი კინანი

სტეფანი ვერ იტანს საჭმელზე საუბრის მოსმენას, ოთახიდან გადის მაშინაც კი, როდესაც ტელევიზორში რომელიმე პროდუქტის რეკლამა გადის.image

პამელა ანდერსონი

ამერიკელ სექს-სიმბოლოს წარმოიდგინეთ და სარკეების ეშინია. მის სახლში ღია სარკეს ვერ ნახავთ, მსახიობი ტელევიზორის ეკრანზეც კი ვერ უყურებს საკუთარ თავს.image

ნიკოლა ტესლა

ცნობილ გამომგონებელს პათოლოგიურად ეშინოდა მარგალიტის და არც ესაუბრებოდა იმ ქალს, ვისაც მარგალიტიანი სამკაული ეკეთა.image

ბილი ბობ ტორნტონი

ჰოლივუდის “ცუდი ბიჭი" და ანჯელინა ჯოლის ყოფილი ქმარი დასანახად ვერ იტანს ანტიკვარულ ავეჯს, რადგან ჰგონია, რომ მათ აჩრდილები დაჰყვბიან თან.image

რიჩარდ ნიკსონი

აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს საავადმტყოფოების ირაციონალური შიში ჰქონდა და სამკურნალოდაც არ მიდიოდა მანამ, სანამ მისმა პირადმა ექიმმა ალტერნატივად სიკვდილი არ დაუსახელა.image

ნიკოლ კიდმანი

მსახიობს არ ეშინია გველების, არც ხვლიკების, რაღაც პერიოდი სახლში თაგვებიც ჰყავდა, თუმცა პანიკა ეწყება თუკი სადმე პეპელა დაინახა.image

0
264
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0