x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მძარცველს აშკარად შეეშალა მისამართი, გოგონა რომლის გაძარცვასაც ის შეეცადა "UFC"-ის მებრძოლი აღმოჩნდა, შედეგიც სახეზეა

image მძარცველები ხშირად უშვებენ შეცდომას, როცა გარეგნობით აფასებენ მსხვერპლს.
ამ ბრაზილიელ მძარცველსაც აშკარად არ გაუმართლა, რადგან მისი მორიგი მსხვერპლი გოგონა ნაზი აღნაგობის მიუხედავად "UFC"-ის მებრძოლი აღმოჩნდა.
პოლიანა ვიანა საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის წინ ხაპარეპაგუაში (რიო დე ჟანეიროს ერთერთი რაიონი) ტაქსს ელოდებოდა, მან იცოდა რომ მისი რაიონი არცთუ უსაფრთხოა, მაგრამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან ახლოს მყოფს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა რადგან იქვე იმყოფებოდა კორპუსის დაცვის სამსახური. სწორედ ასეთ დროს მიუახლოვდა მას ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც სთხოვა საათის გასასწორებლად პოლიანას მისთვის ზუსტი დრო ეთქვა. გოგონამ ჩანთიდან მობილური ამოიღო და სწორედ ამ დროს ეცა მას ხელებში, თან ერთი ხელი უკან ჰქონდა დამალული: "მან მითხრა არ მეყვირა რადგან ხელში პისტოლეტი ეკავა და ჩუმად გადამეცა მისთვის მობილური და ჩანთიდან ამომეღო საფულეც მისთვის გადასაცემად. რადგან ის ერთი ხელით ცდილობდა ჩემთვის ტელეფონის წართმევას, ხოლო მეორე ხელი უკან ჰქონდა დამალული, გადავწყვიტე მესარგებლა ამ მომენტით, ჩანთა ძირს დავაგდე, და ფეხით სახის არეში მძლავრი დარტყმა მივაყენე მძარცველს, რომელიც ეგრევე წაიქცა. მობილური ჩანთაზე დავდე და მძარცველის ხელი რომელშიც პისტოლეტი უნდა ჰქონოდა მტკივნეული ილეთით გადავუგრიხე, მძარცველს ხელში არა პისტოლეტი არამედ მუყაოსგან გამოჭრილი პისტოლეტის ფორმის მულაჟი აღმოჩნდა.
მძარცველს ხელი გავუშვი, მას გაქცევა არც კი უცდია, როგორც კი ადგა ეგრევე შემომიტია, საპასუხოდ ორიოდეჯერ დავარტყი ისევ სახის არეში, ახალგაზრდა მამაკაცი ისევ დაეცა, წამოვაყენე და იქვე დავსვი სანამ კორპუსის დაცვის მიერ გამოძახებული პოლიცია მოვიდოდა"-განუცხადა გოგონამ ადგილობრივი მასმედიის საშუალებებს მოგვიანებით.
imageimage მძარცველი იმდენად იყო შოკირებული ახალგაზრდა გოგონას მოქმედებით, არც წინააღმდეგობის გაწევა უცდია განმეორებით მოხვედრილი მუშტების შემდეგ და არც გაქცევა.
დაკავებულთან ერთად პოლიანაც წაუყვანეს პოლიციაში ჩვენების მისაჩემად, როგორც აღმოჩნდა მძარცველი ადრეც იყო ნასამართლევი და ახლა უკვე საკმაოდ დიდი ხნით მოუწევს ციხეში ყოფნა.
პოლიანამ კი მარკეტში პროდუქტები შეიძინა, სახლში დაბრუნდა და სადილის მომზადებას მიჰყო ხელი.
"გაძარცვის მცდელობა ადრეც ყოფილა, ძირითადად მობილურის წართმევის მიზნით მესხმოდნენ თავს, ესეც მორიგი მათგანი იყო, მათთვის სამწუხაროდ მძარცველებს აშკარად შეეშალათ მისამართი ჩემთან მიმართებაში"-იხუმრა გოგონამ.
პოლიანა აქ უკვე ოქტაგონზე მოწინააღმდეგეს "უბაგუნებს".
image imageimageimage პოლიანას გარეგნობა მძარცველს მასზე წარმოდგენას ვერ შეუქმნიდა ამ სურათებიდან გამომდინარე.
imageimage
+12







0
708
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
708