x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ერნესტ ჰემინგუეის თვითმკვლელობიდან 60 წელი გავიდა-საინტერესო ფაქტები

image

60 წლის წინ გარდაიცვალა დიდი ამერიკელი მწერალი, მეოცე საუკუნის უდიდესი კლასიკოსი მწერალი ერნესტ ჰემინგუეი, "მამაკაცური პროზის"სიმბოლო და ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელიც არა მარტო ომზე, სიყვარულზე და ცხოვრებაზე წერდა. არსებობდა ჩვეულებრივი სხვა ჰემინგუეიც, რომელსაც გართობაც შეეძლო, სიურპრიზებიც მოწყობაც და სიგიჟეებიც ჩადენაც, გთავაზობთ რამდენიმე ექსცენტრიულ ისტორიას დიდი მწერლის ცხოვრებიდან, რისთვისაც ნაწილობრივ გამოვიყენე მერი დიბორნის წიგნი-ჰემინგუეის სრული ბიოგრაფია.


image


საკუთარი ნაწარმოების წერის დროს ჰემინგუეი ყველაზე ხშირად მიირთმევდა არაქისის კარაქს და ხახვის ბუტერბროდებს. საერთოდ, მას უყვარდა კარგად ჭამა და საჭმლის მომზადებაც იცოდა. ჰემინგუეიმ ერთხელ გაზეთის სვეტში გამოაქვეყნა ვაშლის ღვეზელის რეცეპტი. დღეს, ფლორიდაში მწერლის მუზეუმში შეგიძლიათ ნახოთ მისი სხვა რეცეპტები, მაგალითად, ჰამბურგერის რეცეპტი.


image

1918 წელს ის ევროპაში გაემგზავრა. იქ მაშინ პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა და ახალგაზრდა მწერალმა გადაწყვითა ბრძოლებში მიეღო მონაწილეობა. თავდაპირველად უარი უთხრეს ომში გაგზავნაზე, რადგან კრივის გაკვეთილებზე თვალი სერიოზულად დაზიანებოდა. ბოლოს მაინც მოახერხა ნებართვის მიღება და 1918 წლის გაზაფხულზე წითელი ჯვრის ავტოკოლონაში ჩაირიცხა, რომელიც იტალიაში მიემგზავრებოდა. მალევე გაამწესეს იტალია-ავსტრიის ფრონტზე, და ორი თვე არც კი გასულიყო, რომ ცეცხლის ხაზზე მოხვდა და მძიმედ დაიჭრა. ყუმბარის ნამსხვრევებს სულ დაეცხრილა, ორასზე მეტი ჭრილობა ჰქონდა. მიუხედავად დიდი ტრავმისა, მაინც მოახერხა დაჭრილი იტალიელი ჯარისკაცი უსაფრთხო ადგილას გადაეყვანა. მაშინვე მილანში გადაიყვანეს და ზედიზედ რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს. ეს ყველაფერი თითქმის ზედმიწევნით არის აღწერილი რომანში „მშვიდობით, იარაღო!“. ჰემინგუეი სამხედრო მამაცობისთვის ორჯერ დააჯილდოვეს იტალიური ორდენებით.

image



ჰოსპიტალში სამკურნალოდ მყოფს ამერიკელი მედდა შეუყვარდა. ათი წლის შემდეგ ეს სასიყვარულო ამბავი, ასევე სამხედრო გამოცდილება დაედო საფუძვლად მის ცნობილ რომანს „მშვიდობით, იარაღო!“

image




ერნესტ ჰემინგუეი პოპულარული იყო ქალებში, მაგრამ ამავე დროს მას არ უყვარდა გვერდით გახედვა. სწორედ ამიტომაც მორიგი ახალი გატაცება უმეტესად ქორწინებით მთავრდებოდა. ამრიგად მწერალი ოთხჯერ იყო დაქორწინებული. პირველ ორ ცოლისგან ჰყავდა სამი ვაჟი.


image



სიცოცხლის განმავლობაში ჰემინგუეი დაავადდა ჯილეხით, მალარიით, კანის კიბოთი და პნევმონიით. იგი გადაურჩა დიაბეტს, ორჯერ ავიაკატასტროფას, თირკმლისა და ელენთის გახეთქვას, ჰეპატიტს, თავის ქალის მოტეხილობას, ზურგის მოტეხილობას და ჰიპერტონიას. მაგრამ საბოლოოდ საკუთარი ხელით მოისწრაფა სიცოცხლე.


image

მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰემინგუეი გრძნობდა, რომ მისი ცხოვრება გარშემორტყმული იყო "შავი ღრუბელით" . მამამისმა, დამ და უმცროსმა ძმამ თავი მოიკლა. შეყვარებულს ჯეინ მეისონს და პარიზელ მეგობარს, მწერალ სკოტ ფიცჯერალდს თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდათ, ხოლო მწერლის ერთ-ერთი პირველი ბიოგრაფი ფანჯარაში გადახტა.

image




მწერალი და კუბის რევოლუციის ლიდერი, ფიდელ კასტრო, ერთად თევზაობდნენ კიდეც. ჰემინგუეი იყო კგბ-ს აგენტი - ეს ცნობილი გახდა კგბ-ს ოფიცრის წყალობით, რომელმაც 90-იანი წლების სტალინის დროინდელი არქივებში წვდომა შეძლო.

მწერალი 1941 წელს გადაიბირეს და აგენტს მიანიჭეს კოდური სახელი "არგო". გასული საუკუნის მთელი 40-იანი წლები ჰემინგუეი ხვდებოდა საბჭოთა აგენტებს ჰავანაში და ლონდონში და "გამოხატავდა დახმარების აქტიურ სურვილს". საბოლოო ჯამში, მისი სარგებელი კგბ-სთვის ძალზე მცირე აღმოჩნდა, რადგან მწერალს არ შეეძლო მიეწოდებინა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ინფორმაცია საბჭოთა მხარისთვის.ამიტომ 50-იან წლებში "არგომ"აგენტის ფუნქცია შეწყვიტა.

image

1949 წელს, როდესაც ჰემინგუეი დიდების მწვერვალზე იმყოფებოდა, გადაწყვიტა წასულიყო ცირკში სამუშაოდ, როგორც მომთვინირებელი. მწერალი ამბობდა, რომ დათვებთან ნათესაური კავშირი ჰქონდა და ირწმუნებოდა კიდეც, რომ ამ მტაცებლებმა ერთხელ მას ხელები აულოკა და სახეზე აკოცა. ის ასევე ამტკიცებდა, რომ ლომებსაც "აწყნარებდა", დინგზე დახვეული გაზეთის დარტმით. ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, მან დიდი კატების ნდობის მოსაპოვებლად კანში ლომების ქონიც შეიზილა, როდესაც აფრიკაში ლომებზე ნადირობის დროს.

image

ცირკის წარმოდგენის აფიშაც კი შემორჩა, სადაც ჰემინგუეის გამოსვლას იუწყებოდა უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი, რათა ენახათ, თუ როგორ შთანთქავენ ლომები ცნობილ მწერალს. ბოლოს და ბოლოს, მომთვინიერებელმა გონსალესმა დაარწმუნა ერნესტი, რომ მას გვერდიდან არ მოშორებოდა. ისინი ერთად გავიდნენ არენაზე. ლომმა თათი ასწია და გონსალოს სკამს დაარტყა და ხელიდან გააგდებინა. მან დაუყოვნებლივ უბრძანა ჰემინგუეის გალიიდან გასულიყო. იგი დაემორჩილა.

image




სიცოცხლის ბოლო წლებში ჰემინგუეს პარანოია დაეწყო- მწერალი დარწმუნებული იყო, რომ მას FBI დასდევდა. განსაკუთრებით ეს შიში გაიზარდა როდჩესტერის მაიოს ფსიქიატრიულ კლინიკაში ყოფნის დროს, სადაც მწერალს ელექტროშოკით "უმკურნალეს". მან კლინიკიდან მეგობარსაც კი დაურეკა და უთხრა, რომ მას უსმენდნენ. მაშინ ჰემინგუეის არავინ დაუჯერა. მწერლის გარდაცვალებიდან მხოლოდ 50 წლის შემდეგ, საიდუმლო ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის ახლად მიღებული კანონის წყალობით, გაირკვა.რომ ჰუვერის ბრძანებით, ჰემინგუეი მართლაც იმყოფებოდა FBI- ის მეთვალყურეობისა და მოსმენების ქვეშ. მათ შორის იმავე ფსიქიატრიულ კლინიკაშიც.

image



1961 წლის 2 ივლისს, მაიოს კლინიკიდან გაწერიდან რამდენიმე დღეში, ჰემინგუეიმ თავი მოიკლა თავისი საყვარელი იარაღით, ისე, რომ მწერალს რაიმე სიკვდილისწინა ბარათი არ დაუტოვებია Vincenzo Bernardelli ამ ორლულიან თოფის მოდელს ახლა "Hemingway" ჰქვია.

image


ერნესტ ჰემინგუეის ჰყავდა საყვარელი კატა, სნოუბოლი, ექვსი თითით, რომელიც მისმა ნაცნობმა გემის კაპიტანმა გადასცა. დღეს სნოუბოლის მინიმუმ ორმოცდაათი შთამომავალი ცხოვრობს ფლორიდაში, ჰემინგუეის მუზეუმში (ექვსი თითი გადაეცა მათ ნახევარს). დღემდე მრავალ თითის მქონე კატებს "ჰემინგუეის კატებს" უწოდებენ.

image

1
391
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
391
  
2021, 14 ივლისი, 23:31
მოგესალმებით სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე - Sexcont.Com
0 1 1