x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
უცნაური მიზეზები, რის გამოც მსახიობები როლებზე დაამტკიცეს

ფილმის ქასთინგი ყოველთვის გრძელი და დამღლელია. არის შემთხვევები, როდესაც სცენარისტები უბრალოდ რომელიმე მსახიობისთვს წერენ სპეციალურად სცენარს და უპრობლემოდ არგებენ, სხვებს კი როლის მისაღებად შრომა სჭორდებათ... ან უბრალოდ იღბალი.

1. ბენ აფლეკი და მისი ღიმილი.

დევიდ ფინჩერი ყოველთვის ცნობილი იყო ფილმებისთვის მსახიობების არჩევის დროს სკრუპულოზურობით, მაგრამ ზოგჯერ ეს ყველაფერი შემთხვევითობის დამსახურებაცაა. რეჟისორის თქმით, ბენ აფლეკს მისი ღიმილი დაეხმარა ფილმის Gone Girl როლის მიღებაში. ”ფილმში არის ერთი სცენა, სადაც ჟურნალისტები სთხოვენ ქმარს, დაკარგული ქალის მეუღლის ფოტოს გვერდით დადგეს და ის უაზროდ იღიმება. “მე დავგუგლე და აღმოვაჩინე აფლეკის 50-მდე სურათი, გადაღებული საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც ის იღიმება ზუსტად ისე, როგორც ეს ეპიზოდი მოითხოვდა ", - თქვა ფინჩერმა.image

2. ჯენიფერ ლოურენსი და დაუბანელი თავი

ჯენიფერ ლოურენსმა ფილმში პირველი მთავარი როლი ძირითადად იმის გამო მიიღო, რომ მთელი კვირა თავი არ დაიბანა და გასაუბრებაზე გრიპიანი მივიდა. ეს იმიჯი სეეფერებოდა ზუსტად 17 წლის გოგონას ღარიბი ოჯახიდან. ლოურენსს იმდენად სურდა როლის მიღება, რომ თავი სპეციალურად არ დაიბანა 1 კვირის მანძილზე. ნიუ იორკში ჩაფრინდა, გაიარა ფეხით 13 კვარტალი და ქასთინგზე მაკიაჟის გარეშე ყოვლად მოუწესრიგებელი მივიდა.image

3. ქეით უინსლეტი და მისი ზედმეტი მონდომება

ტიტიანიკამდე მსახიობი ნაკლებად ცნობილი იყო, როლის მისაღებად კი დასჭირდა მიზანმიმართულობა. მან აგენტის საშუალებით ჯეიმს კამერონის ტელეფონის ნომერი გაიგო და ხშირად ურეკავდა და არწმუნებდა, როლი მისთვის მიეცათ. ერთხელ ვარდების ბუკეტიც გაუგზავნა წერილით “თქვენი როუზისგან". მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ქცევებით მსახიობი ზღვარს გადავიდა, როლი მაინც მიიღო.image

4. ემა უოტსონი და მისი ლაქლაქი

ჰარი პოტერის სერიებისთვის მსახიბებს დიდი ხნის განმავლობაში არჩევდნენ. ყველაზე მეტი დრო კი ჰერმიონ გრეინჯერის არჩევას მოანდომეს. ეს პერსონაჟი ისეტი უნდა ყოფილიყო, რომ ყველას მოსწონებოდა, ამიტომ საქმეში ჯოან როულინგიც ჩაერთო. 10 წლის ემა უოტსონი მასტან შეხვედრის დროს განუწყვეტლივ საუბრობდა ისე, რომ მწერალს ხმა არ ამოაღებინა. სწორედ აქ მიხვდა როულინგი, რომ იდეალური ჰერმიონ გრეინჯერი იპოვა.image

5. ჯეიმს მაიკლ ტაილერი და მისი ბარმენობის ცოდნა

საქმე იმასია, რომ მსახიობი ერთადერთი იყო, ვინც ყავის აპარატის გამოყენება იცოდა, ასე რომ, სერიალ “მეგობრებში" განტერის როლიც ასე მიიღო.image

6. კრის ჰემსვორტი და მისი სიმაღლე

მსახიობმა როლი “შურისმაძიებლებში" მარტივი ხრიკით მიიღო. შემქმნელებმა თორის სიმაღლეზე ზღვარი 185 სანტიმეტრი დააწესეს, რათა სხვა მსახიობები მასთან შედარებით ძალიან დაბლები არ გამოჩენილიყვნენ. კრისის სიმაღლე კი 190 სანტიმეტრია, ამიტომ, მან სიმათლის შესახებ იცრუა და ქასთინგზეც დახრილი დადიოდა.image

7. სოფი ტერნერი და მისი გამომწერების რაოდენობა

შეუძლია მსახიობს როლი იმის გამო მიიღოს, რომ ინსტარგამზე მეტი გამომწერი ჰყავს? როგორც ჩანს კი. “სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავმა აღიარა, რომ ერთ-ერთ როლზე სწორედ იმიტომ დაამტკიცეს, რომ ინსტაგრამზე სხვებზე მეტი გამომწერები ჰყავდა.image


0
389
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0