x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე უსაფრთხო დიეტა — 2 კვირაში, – 5 კილოგრამი

კარგი გარეგნობის გამო, ქალბატონები (და არა მარტო) ხშირად მიმართავენ რადიკალურ ზომებს: ხანგრძლივი დიეტა, შიმშილ, იძულებითი ვარჯიში, რასაც ხან ტრამვებიც ერთვის…


image


ამასთან, ყველას არ შეუძლია მკაცრი დიეტის დაცვა და ყოველდღიურად ვარჯიში. და მიზეზი მხოლოდ ნებისყოფა არ არის. არსებობს სხვა ფაქტორებიც, მაგ., ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამუშაო გრაფიკი და ა. შ. ამიტო, მათ, ვინც დიეტას ვერ იცავს და ვერ ვარჯიშობს, კიდევ ერთი გამოსავალი არსებობს – უგლუტენო დიეტა. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს დიეტა არც არის, უფრო ცხოვრების წესია. ხოლო გლუტენი (ლათ. gluten – წებო), რომელიც კვების რაციონიდან უნდა ამოიღოთ, არის რთული ცილა და მას შემკვრელის ფუნქცია აქვს რიგ პროდუქტებში და ამის გამო, მას წებოვანასაც უწოდებენ. შეწებების გარდა, გლუტინს კიდევ ერთი ფუნქცია აქვს – უფრო პრიალას და ელასტიურს ხდის პროდუქტს.

უგლუტენო დიეტა არანაირ ზიანს არ აყენებს ორგანიზმს, უფრო პირიქით –აჯანსაღებს და ასუფთავებს მას. ამ დიეტის დაცვის შემთხვევაში, 2 კვირაში, 5 კგ-ს დაკლება არის შესაძლებელი.

უგლუტენო დიეტა ამერიკელმა კარდეოლოგმა არტურ აგატსტონმა შექმნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც გლუტენზე აქვს ალერგია. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ის ძალიან ეფექტური საშუალებაა ჭარბი წონის მოსაცილებლადაც.

დიეტის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ რაციონიდან სრულად იყოს ამოღებული გლუტენის შემცველი პროდუქტები. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით წებოვანას შეიცავს ხორბალი, ჭვავი, შვრია, ქერი და შესაბამისად, ყველა პროდუქტი, რომლის შემადგენლობაშიც, ეს მარცვლეული შედის.

წონის დაკლების გარდა, როგორც აღვნიშნეთ, დიეტას კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს – ის ორგანიზმს წმენდს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ადამიანს კალორიების დათვლისგან ათავისუფლებს. ქვემოთ წარმოდგენილია გლუტენის შემცველი, ანუ აკრძალული პროდუქტების სია და პრდუქტების სია, რომლებიც ამ ნივთიერებას არ შეიცავს. სიებში ყველა პროდუქტი არ არის დაფიქსირებული და ამის გაკეთება შეუძლებელიც არის, მაგრამ ორიენტირება კვების რაციონის შედგენისას, რთული არ არის. მაგ., აკრძალული პროდუქტების სიაში წერია, რომ არ შეიძლება შოკოლადის კანფეტები გულსართით. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება შოკოლადის ფილა. ასევე არ შეიძლება ნაყინი, მაგრამ თუ მას სახლშო მოამზადეთ, იმ პროდუქტებით, რომელებიც დასაშვები პროდუქტების სიაში შედის, – შეიძლება.


აკრძალური პროდუქტების სია:


პურ-პროდუქტები, მაღალი ხარისხის ფქვილისგან, ნამცხვარი, ორცხობილა;

მაკარონი და მაკარონის ნაწარმი;

სწრაფი კვების პროდუქტები;

ლუდი, ჯინი, ვისკი, არაყი;

კონსერვირებული ბოსტნეული, ხილი, ხორცი;

ბურახი, სუბლიმირებული ყავა, არომატიზირებული ჩაი;

ძეხვ-პროდუქტები, ხორცის ნახევრად მზა პროდუქტები;

თევზის ნახევრად მზა პროდუქტები (კიბორჩხალას ჩხირები, თევზის კოტლეტები საფანელით);

ნაყინი, შოკოლადის კანფეტები გულსართით, ფერადი კარამელი;

გამზადებული სანელებლების ნაკრები, მაიონეზი, კეტჩუბი;

გარდა ამისა, გლუტენს შეიცავს ზოგირთი წამალი და საკვები დანამატი. თუ შეფუთვაზე პროდუქტის შემადგენლობაში არის ქვემოთ მოცემული ინდექსებიდან რომელიმე, ე. ი. მის შემცველობაში გლუტენიც არის.

გლუტენის შემცველი დანამატების ინდექსებია: E150 (E150a, E150b, E150c, E150d), E160, E411, Е636, Е637, E965, E106b, E471, E953. Е1400-დან –Е1500-მდე ყველა ინდექსი.


დიეტის დროს, დაშვებული პროდუქტების სია:


წიწიბურა, სიმინდი, ბრინჯი, ფეტვი

თხილეული, მზესუმზირა

პარკოსნები

ხორცი

თევზი

რძის პროდუქტები

კარტოფილი

უხეშად დაფქული ფქვილის პური

მჭადი

ბოსტნეული, ხილი, ზეთისხილი, მწვანილი

კვერცხი

თაფლი, კაკაოს ფხვნილი, სახლში მომზადებული მურაბა

დიეტის დაცვის ვადა შეზღუდული არ არის და შეგიძლიათ მთელი ცხოვრების მანძილზე უგლუტენო დიეტაზე ანუ ჯანსაღი კვების რაციონზე იყოთ.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. მაღალგანვითარებული ცივილიზაციების კვალი, ჩვენი პლანეტის შორეულ წარსულში
2. ურბანული ჯოჯოხეთი – ჩვენი სამყაროს ბნელი მხარე (22 ფოტო)
3. გადაამაოწმეთ, შეცდომას ხომ არ უშვებთ? — შხაპის მიღების დროს, ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
4. 7 მავნე ჩვევა, რომელიც სასარგებლო გვგონია
5. რატომ წააგო ჰიტლერმა ომი – რას ამბობენ თავად გერმანელები?

6. მონსტრის იშვიათი ფოტოსურათები

0
614
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
614
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0