x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
უჩვეულო ქორწილი: 2 ამერიკელი გოგონა ცოლად გაჰყვა ერთ ბიჭს
image

კალიფორნიელებმა მოაწყვეს საქორწინო ცერემონია, სადაც იმყოფებოდა 2 პატარძალი და ერთი ნეფე. იმ დროისთვის, როდესაც გოგონებმა თქვეს - "დიახ", აწ უკვე ქმრის ადგილას, ქორწილზე მყოფი ბევრი მამაკაცი ისურვებდა ალბათ ყოფნას.

image

დღესდღეობით, არასტანდარტული ქორწილით ძნელია საზოგადოება გააკვირვო, თუმცაღა, ფაქტია, რომ ამ ქორწილმა თავისი უჩვეულო მდგომარეობით შეძლო როგორც ამერიკელების, ისე სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა ყურადღების დაპყრობა. ორი ცოლი და ერთი ქმარი - ჩვეულებრივი ამბავი არაა, ხომ?


image

35 წლის ვანესა და ჯიმი ერთმანეთს სკოლიდან იცნობდნენ. დიდი ხნის განმავლობაში წყვილი ერთმანეთს ხვდებოდა, სანამ გოგონამ არ აღიარა თავისი ბისექსუალურობა. ამ ფაქტმა ყველაფერი შეცვალა. ჯიმი არ აღუდგა წინ თავისი შეყვარებულის ურთიერთობებს გოგონებთან, და გარკვეული პერიოდის შემდეგ, მისი რჩეულიც გაიცნო - 25 წლის სამმერი.

image

რა თქმა უნდა, ჯიმი არ შეწინაღმდეგებია ბედის ასეთ შემობრუნებას და გულწრფელად შესთავაზა სამმერს ერთად ცხოვრება ვანესასთან ერთად. რატომაც არა? სადაც ერთი, იქაც მეორე, დასაკარგი რა არის, რომ?! არც არაფერი.. სამმერი დათანხმდა და სამეულმა ცხოვრება პოლიამორალურ ურთიერთობაში განაგრძო. ეს ყველაფერი კი გაგრძელდა იქამდე, სანამ გოგონებს გათხოვების სურვილი არ გაუჩნდათ..

image

2019 წლის შემოდგომას, ჯიმიმ ორივე გოგონას სთხოვა ხელი და გამართა არაოფიციალური საქორწინო ცერემონია. ქორწილს დაესწრო სამეულის მრავალწიცხოვანი სამეგობრო, ნათესავები, თუმცა არა ყველა..

image

მაგალითად, ჯიმის მშობლებმა არ გაამართლეს შვილის საქციელი, არჩიეს რა გამოეტოვებინათ მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი დღე. რაც შეეხება ახალგაზრდა პატარძლის, სამმერის, მშობლებს, ისინი არათუ დიდი სიამოვნებით დაესწრნენ ცერემონიას, არამედ, აგრეთვე, გადაწყვიტეს თავადაც შესულიყვნენ პოლიამორალურ ურთიერთობებში.

image

რა თქმა უნდა, ეს ქორწილი იურიდიულად არ გაფორმებულა, ვინაიდან კალიფორნიაში პოლიგამია დაუშვებელია. ამის მიუხედავად, სამეულს თავი ნამდვილ ოჯახად მიაჩნია. თითოეული მათგანი იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში ნათესავები მიიღებენ ამას, როგორც არსებულ ფაქტს და გაიზიარებენ მათ ბედნიერებას, არსებული დაბრკოლებების მიუხედავად.

imageimageimageimageimageimageimageimage














0
802
1-ს მოსწონს
ავტორი:თაზუ
თაზუ
802
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0