x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
7 ველური და შემზარავი ფაქტი აზიის ქვეყნების შესახებ, რომელიც თმას ყალყზე დაგიყენებთ
image


აზიის ქვეყნები ტექნოლოგიების თვალსაზრისით, და არა მხოლოდ დანარჩენ მსოფლიოს წინ ერთი ნაბიჯით უსწრებენ, თუმცა აზიელთა ზოგიერთმა ტრადიციამ და წეს - ჩვეულებამ შესაძლოა ევროპელები და ამერიკელები შოკში ჩააგდონ. დღეს მსურს მოგიყვეთ აზიის ქვეყნების ყველაზე გიჟური ფაქტების შესახებ, რომელთა დაჯერებაც კი რთულია.





1. ჯადოქრებზე ნადირობა


image


საუდის არაბეთში ჯადოქრობაში ეჭვმიტანილი პირის სიკვდილით დასჯა შეუძლიათ. დიახ, XXI საუკუნეში ხელისუფლებას და საზოგადოებას ჯინებისა და ზოგიერთი ადამიანის ჯადოსნური შესაძლებლობების მტკიცედ სჯერა. გაგიკვირდებათ და, ამ ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე რელიგიურ და ჩაკეტილ ქვეყანაში ბოლო 5 წლის განმავლობაში რამდენიმე სიკვდილით დასჯაც კი დაფიქსირდა.



2. მონობა


image


სამხრეთ კორეაში, სინანის ოლქში, არის ნაკვეთები, სადაც ადგილობრივები მარილს მოიპოვებენ. პლანტაციებში მომუშავე ადამიანებს იქ მართლაც მონებად თვლიან. ისინი ცუდად იკვებებიან, გამუდმებით ფიზიკურ ძალადობას განიცდიან და დღედაღამ მუშაობენ. ზოგიერთი მათგანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირიც კია. ყველაზე უარესი კი ამ ისტორიაში ის გახლავთ რომ პოლიცია ამ ყოველივეს ხელს უწყობს და ახალისებს.




3. ქალწულობის გაყიდვა


image


კამბოჯაში სიღარიბე ოჯახებს თავიანთი გოგონების ქალიშვილობის გაყიდვისკენ უბიძგებს, რაც ქვეყანაში ფარულად ხორციელდება, ხელდაუკარებელი გოგონას მომსახურება 800-დან 4000 $ - მდე მერყეობს.





4. დელფინების დახოცვა


image


ძნელი დასაჯერებელია, რომ ისეთ წარმატებულ ქვეყანაში, როგორიც იაპონიაა მე -17 საუკუნიდან დღემდე ასეულ ათასობით დელფინს კლავენ. მართალია მათ ამ ქმედებას მთელი მსოფლიო აპროტესტებს, თუმცა ასეთია ქვეყნის პოლიტიკა.





5. იძულებითი სტერილიზაცია


image


უზბეკეთში ქალებს ქვეყანაში შობადობის რეგულირების მიზნით იძულებით სტერილიზაციას უტარებენ.




6. ქალწულობის შემოწმება


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ინდონეზიაში მხოლოდ ქალიშვილ გოგონებს შეუძლიათ პოლიციაში მუშაობის დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცედურა თითოეული მათგანისთვის საკმაოდ უსიამოვნო და შეურაცხმყოფელია, ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ამ გზით შესაძლებელია პოლიციაში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების თავიდან აცილება.






7. მოზარდთა ბორდელები


image


ბანგლადეშში ტოტალური სიღარიბის გამო, ნათესავები 12-14 წლის გოგონებს ბორდელებში ყიდიან. გოგონებს არანაირი უფლებები არ აქვთ და გარეთაც კი ვერ გადიან. 5 წლის შემდეგ, მათ უკვე თავად შეუძლიათ როგორც კლიენტების არჩევა, ასევე ბორდელის ტერიტორიის დატოვებაც, რასაც ყველა ვერ რისკავს.













0
1369
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1369