x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
უამრავი მეგობარი მყავს ლგბტ მაგრამ ამ პრაიდზე არავინ მიდის და არც ითხოვს კიდევ ზემოდან!
image

პროდიუსერი ნატო დუმბაძე „თბილისი პრაიდის“ კვირეულს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:




„ყველაფერს გაგების დონეზე ვიგებ, ფულიც რომ გადახდილია და ვალდებულებაც რომ აქვს ამ არასამთავრობოებს, გრანტებსაც რომ ელიან თბილისი პრაიდ ზეიმზე გასაგებია, მაგრამ კვირეული რა არის? რა კვირეული? თხრობაც ხომ არ შედის ნეტა ამ კვირეულში? თვიური არ უნდათ? ვინ რას უშლით, ვინ ავიწროვებთ, რას ფრონცქობენ, რას ითხოვენ… მართლა ადამიანი არ მინახავს მე პირადად გადავიწროვებული ან შევიწროვებული, კარგით რა მართლა რა! ეს უკვე მიზანმიმართულ პროვოკაციას ჰგავს! წაიღეს რა ტვინი ! ოღონდ არა იმათმა ვისი ზეიმიც არის, იმათმა ვინც ვითომ იცავს! უამრავი მეგობარი მყავს ლგბტ მაგრამ ამ პრაიდზე არავინ მიდის და არც ითხოვს კიდევ ზემოდან!"


imageშეგახსენებთ, TBILISI PRIDE 2021 -ის ფარგლებში 1-ლიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში ღირსების კვირეული ტარდება. 5 ივლისს რუსთაველის მეტროსთან საღამოს 18 საათზე დაგეგმილია მსვლელობა- "ღირსების მარში"სოლიდარობისთვის.


image

"ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვჭირდება, ხმამაღლა ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე. გვჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა!
ჩვენ გვჯერა, რომ გამოსავალი სოლიდარობაშია! ამიტომ, ქვიარ თემის წევრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ხმამაღლა და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ გამოვდივართ სოლიდარობისთვის!" ნათქვამია განცხადებაში.
პარალელურად, ჰომოფობიური ჯგუფები “პრაიდის” ჩაშლით იმუქრებიან.ამის გარდა საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც საელჩოებს მიმართავს მხარი არ დაუჭიროს "თბილისი პრაიდს".
" მივმართავთ ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და ვთხოვთ, თავი შეიკავონ “თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან."-ნათქვამია განცხადებაში



0
441
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
441
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0