x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"რაო ბიჭებო, დაიწყო შიდა ინტრიგები და ბრძოლა? "- ნახეთ, რას წერს ელისო კილაძე

image


"რაო ბიჭებო, დაიწყო შიდა ინტრიგები და ბრძოლა? მარნის თეთრი კონვერტები ისევ ხოდშია?! " - წერს ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში და მორიგ კულუარულ ინფორმაციას ასაჯაროებს: "ვაა, თამაზაშვილის კლასტერი ასავალ დასავალი და დომენტი იგივე დიტო (ნესტან) ჩუბინიძე როდის მერე გაყოყოჩდა ასე, რომ პირდაპირ გენერალური პროკურორი აირჩია სამიზნედ?! რაო ბიჭებო, დაიწყო შიდა ინტრიგები და ბრძოლა? მარნის თეთრი კონვერტები ისევ ხოდშია?! p.s. დომენტი ჩემი სახელის ხსენება როგორ მთავრდება, თუ არ იცი, თამაზას კითხე წესით უნდა ახსოვდეს..." - წერს ელისო კილაძე. გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარი რედაქტორი საკუთარ ფეისბუქპოსტში ასევე საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელთა კომიტეტის თავმჯდომარეებად და მოადგილეებად სავარაუდო დანიშვნის ფაქტს ეხმაურება და კითხულობს თუ როგორ "პრავდება" თანამდებობების განაწილება გაყალბებულ პარლამენტში: "კაი, შესვლა მიშელის დოკუმენტით და ნიკა მელიას თავისუფლებით გაპრავდა, თანამდებობების განაწილება გაყალბებულ პარლამენტში როგორ პრავდება?! რეფერენდუმზე რაო, ვალიკო?!". შეგახსენებთ, რომ გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო თანამდებობებზე – კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მოადგილეების პოზიციებზე: "სამწუხაროდ, ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს ჩვენ გვინდა საპარლამენტო თანამდებობები. შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ოპოზიციისთვის გარკვეულ თანამდებობებს გულისხმობდა, ჩვენ ამაზე უარი თავშივე განვაცხადეთ. რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების პოზიციას, ეს რაიმე პრივილეგია არაა. ესაა ფორმალური თანამდებობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამაზეც უარს ვამბობთ. მიმართვა ამ საკითხზე იყო ფორმალური. როგორც კი ჩატარდება სხდომები ამ თემაზე, ჩვენ მონაწილეობასაც კი არ მივიღებთ", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.












0
1329
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1329