x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ზურა ყიფშიძის ოჯახს ემუქრებიან - რა წერია მუქარის წერილში
image



მსახიობ ზურა ყიფშიძის ოჯახი 5 წელია ფინანსურ მაქინაციებში მოხვდა. ცნობილია, რომ ყველაფერი 1996 წლიდან დაიწყო, როდესაც ოჯახის ახლობელმა მსახიობის ცოლის, ლელა გოცირიძის და მისი დის ბინა ბიზნესისთვის იქირავა.

ამას ბინის ჩადება მოჰყვა, გადაუხდელი კრედიტის გამო კი ბინა აუცქიონის წესით გაიყიდა. შედეგად ყიფშიძეების ოჯახს ბიზნესისგან სარგებლის ნაცვლად ბანკის მიერ უცხოელზე მიყიდული ბინის საბუთი შერჩა ხელში.

.


უძრავი ქონების დაბრუნებისათვის ყველაზე აქტიურად მათი ქალიშვილი ლენუკა ყიფშიძე იბრძვის, რომელიც ჟურნალ „სარკეს“ ამ სამწუხარო ისტორიას უყვება.

.

- შევაგროვეთ თანხა, რომელიც უცხოელს აქვს ჩვენს სახლში გადახდილი და იმედია, აიღებს ფულს და დაგვიბრუნებს. ჯერჯერობით მუქარის და ზეწოლის ქვეშ ვართ. ბოლოს მოგვივიდა მუქარის წერილი, გადმოგვეცით სახლი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს წესით დაგაკისრებთ უამრავ ჯარიმასო.

.

არადა იყო დრო, როდესაც წამოვიდა მოლაპარაკებებზე. შემოგვთავაზა, თუ სამ დღეში მივუტანდით ამ სახლში გადახდილ 120 ათას დოლარს (სახლის საბაზრო ფასი 500 ათას დოლარამდეა), პრეტენზია არ ექნებოდა. ეგონა, ვერ შევძლებდით. როდესაც ფულით მივიდნენ, ყველაფერი ჩაშალა. ისეთი სტრესი მიიღეს ჩემმა მშობლებმა, მეგონა, გული გაუსკდებოდათ.

.

– ამ საქმეში ყველაზე დიდი შეცდომა სად დაუშვით?

– ბევრი ტყუილი, თაღლითობა იყო. ბინა ქირით გადავეცით მეგობარს კომპანიისთვის და ყოველთვიური შემოსავალი უნდა მიგვეღო. მოვტყუვდით და ხელი მოვაწერეთ არა გაქირავების ხელშეკრულებას, არამედ ბანკში ბინის ჩადების დოკუმენტს.

.

ამ სახლით გამოტანილი 120 ათასი დოლარი, თვალითაც არ გვინახავს. საბოლოოდ სახლი აუქციონზე ისე გაყიდეს, არ ვიცოდით. იყო უამრავი ტყუილი, დაპირება. ისე ჩანს, რომ ამ სახლის გარშემო ვიღაცის ინტერესია.


.

“ვერ ვი­ტან სა­ჯა­როდ რა­ღა­ცე­ე­ბის გან­ხილ­ვას… პირ­ველ რიგ­ში, მინ­და, ეს ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ზე კარ­გად და ჯან­მრთე­ლად მყავ­დეს. სამ­წუ­ხა­როა, რომ ვი­ღაც-ვი­ღა­ცებს ძა­ლი­ან შე­ე­შა­ლათ ზუ­რას­თან და ჩვენს ოჯახ­თან. არ იმ­სა­ხუ­რებს არა­ნა­ი­რად. არა ­უ­შავს, ყვე­ლა აგებს პა­სუხს. ღმერ­თი ხე­დავს, ვინ ვინ არის და მი­ი­ღებს ყვე­ლა ამის გამო”, – ეს პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსა­ხი­ობ ზურა ყიფ­ში­ძის ქა­ლიშ­ვილ­მა ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძემ ჯერ კიდევ 2018 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც გა­ირ­კვა, მსა­ხი­ო­ბის ოჯახ­მა ბინა და­კარ­გა.

.

ლენუკა ყიფშიძე:

– გუ­დი­აშ­ვილ­ზე გვქონ­და სახ­ლი, რო­მე­ლიც დე­და­ჩე­მის და დე­ი­და­ჩე­მის სა­კუთ­რე­ბაა. სამი წლის წინ, ეს სახ­ლი ქი­რით გა­და­ვე­ცით ჩვენს მე­გო­ბარს კომ­პა­ნი­ის­თვის, ყო­ველ­თვი­უ­რად უნდ გა­და­ე­ხა­დათ თან­ხა, სა­ბუ­თე­ბი გა­ვა­ფორ­მეთ, მაგ­რამ სიჩ­ქა­რე­ში მოგ­ვა­ტყუ­ეს და თურ­მე კი არ გა­ვა­ქი­რა­ვეთ ეს სახ­ლი ბან­კში ჩა­ვუ­დეთ ამ კომ­პა­ნი­ას.

– მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­გი­ყი­დეს?

– ზუ­რას ამ ამ­ბავს არ ვე­უბ­ნე­ბო­დით, მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი ვცდი­ლობ­დით, ად­ვო­კა­ტე­ბით და სხვა­დას­ხვა გზე­ბით სახ­ლი ისევ ჩვენ დაგ­ვებ­რუ­ნე­ბი­ნა. და­გეგ­მი­ლი გვქონ­და სას­ტუმ­როს გახ­სნა, ერ­თა­დერ­თი ქო­ნე­ბა ეს გაგ­ვაჩ­ნდა და ამა­ზე ვამ­ყა­რებ­დით იმე­დებს.

/

სა­ბო­ლო­ოდ სახ­ლი აუქ­ცი­ონ­ზე ისე გა­ყი­დეს, არც ვი­ცო­დით, ბანკსაც ვთხო­ვეთ გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა, სა­ერ­თოდ და­კარ­გვას ვარ­ჩი­ეთ გაგ­ვე­ყი­და, კლი­ენ­ტიც გვყავ­და და მი­ზე­რუ­ლი თან­ხა მა­ინც დაგ­ვრჩე­ბო­და, მაგ­რამ 6 სექ­ტემ­ბერს დაგ­ვი­რე­კა ვი­ღაც გო­გომ და გვი­თხრა, სახ­ლი და­ცა­ლე­თო.

,

ბან­კში 120.000 დო­ლა­რად იყო ჩა­დე­ბუ­ლი, 115 ათა­სად გა­ი­ყი­და და აქეთ გვე­უბ­ნე­ბი­ან, 5.000 მო­ი­ტა­ნეთ, თო­რემ რაც გაქვთ იმა­საც და­გი­ყა­და­ღებ­თო. რა უნდა ვთქვა არ ვიცი, ფული თუ არ გაქვს, არა­ვინ არ ხარ ამ ქვე­ყა­ნა­ში.

0
985
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
985
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0