x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ხატია სიჭინავა ქმრის ქალებში "გაგულავებას" ტრენაჟორს უწოდებს და არა ღალატს
imageყოფილი მოჭიდავე რამაზ ნოზაძე თბილისელებთან მიცემულ ინტერვიუში საკმაოდ ინტიმურ კითხვას, "არის თუ არა მართლაც მამაკაცებისთვის „გასატეხი“, როდესაც მეგობრებთან ერთად საზღვარგარეთ მიდის და ქალებთან გართობაზე მხოლოდ ის ამბობს უარს", გულწრფელად პასუხობს:


"ალბათ, ცოტა უხეშად ჟღერს, მაგრამ მე ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, თუ კაცი უცხოეთში არის წასული, იქ მეგობრები დახვდნენ, საქმეები გააკეთეს და მერე ნასვამები სადღაც „საგულაოდ“ წავიდნენ. არის დაწესებულებები, სადაც მიხვალ და ქალის პრობლემა არ იქნება. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ შენ სხვა ქალი გიყვარდება და იმასთან ყოფნა გინდება. უხეშად რომ ვთქვათ, ხატიას სიტყვებს გავიმეორებ, ტრენაჟორი დაარქვა ამ მომენტს. ტრენაჟორზე რომ ივარჯიშო, ეს ხომ არ გამოდის შენი ცოლისადმი სიყვარულის ღალატი? ეს მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა. შესაძლოა, არც გინდოდეს არაფერი, მაგრამ დალიოთ ბიჭებმა და გართობას ესეც მოჰყვეს – ეს არ ნიშნავს, რომ შენს შეყვარებულ ადამიანს უღალატე. ეს მხოლოდ იმ მომენტში მოხდა, ხომ არ გრძელდება. არის შემთხვევები, როცა ღრმად შედიან და უკვე საყვარლების თემა მოდის, ცოლსაც დაშორებიან ამ მიზეზით – ეს უკვე მარაზმში გადადის, თუმცა უცხოეთში გართობა ღალატად ნამდვილად არ მიმაჩნია“.


ამ მოსაზრების მიუხედავად რამაზ ნოძაძე დასძენს:

„ძალიან მომთმენი ადამიანი ვარ და არ მინდა, პატარა ხინჯიც მქონდეს გულში. საზღვარგარეთ რომ ვარ, თუნდაც ნასვამ მდგომარეობაში, ვცდილობ, რაღაცებს არ ავყვე და ჩემს ოჯახზე ვიფიქრო, ამიტომ მსგავს გართობაზე უარს ვამბობ…“



შეგახსენებთ, ცნობილმა ტიტულოვანმა მოჭიდავემ ბერძნულ-რომაულ სტილში რამაზ ნოზაძემ და ტელეწამყვანმა ხატია სიჭინავამ 2009 წელს გაიცნეს ერთმანეთი, ორი წლის შემდეგ წყვილი ოფიციალურად დაქორწინდა, მათ ოთხი შვილი ჰყავთ, სამი გოგონა და ერთი ვაჟი, რომელიც ცოტა ხნის წინ შეეძინათ.

0
528
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
528
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0