x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ტუტანხამონის სამარხი: რეტრო ფოტოსურათები საუკუნის აღმოჩენის ადგილიდან

1922 წლის 4 ნოემბერს ეგვიპტეში აღმოაჩინეს ფარაონ ტუტანხამონის საფლავი. საფლავი მდებარეობს მეფეთა ხეობაში და ეს არის ერთადერთი თითქმის ხელუხლებელი სამარხი, რომელიც თავდაპირველი სახით მოევლინა მეცნიერებს, მიუხედავად იმისა, რომ ქურდებმა მისი გაძარცვა ორჯერ სცადეს. სამარხი აღმოაჩინეს 1922 წელს ორმა ინგლისელმა - ეგვიპტოლოგმა ჰოვარდ კარტერმა და მოყვარულმა არქეოლოგმა ლორდ კარნარვონმა. საფლავში ნახეს უამრავი სამკაული, ასევე ოქროს სარკოფაგი ფარაონის მუმიფიცირებული სხეულით.

image

1. 1923 წელი. ლორდი კარნარვონი, რომელმაც დააფინანსა გათხრები, კითხულობს კარტერის სახლის ვერანდაზე მეფეთა ხეობის მახლობლად.

image

კარტერმა გადაწყვიტა ადრე მიტოვებულ გათხრების ადგილზე დაბრუნება. 1922 წლის 4 ნოემბერს მისმა გუნდმა კლდეში ნაკვეთი საფეხური აღმოაჩინა. მეორე დღის ბოლოს მთელი კიბე გაიწმინდა. კარტერმა მაშინვე გაუგზავნა შეტყობინება კარნარვონს და სთხოვა, რაც შეიძლებოდა სწრაფად მისულიყო.

26 ნოემბერს კარტერმა, კარნარვონთან ერთად, კიბის ბოლოს კარის კუთხეში გახსნა მცირე ხვრელი და სანთლით ხელში შიგნით შეიხედა:

”თავიდან ვერაფერი დავინახე, ცხელი ჰაერი გამოვარდა ოთახიდან, რის შედეგადაც სანთლის ალი აინთო, მაგრამ მალევე, როგორც კი თვალებიშუქს შევეჩვიეთ, ნელ-ნელა გამოჩნდა ოთახის დეტალები., უცნაური ცხოველები, ქანდაკებები და ოქრო - ყველგან ბრჭყვიალა ოქრო იყო. ” (ჰოვარდ კარტერი).

არქეოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა ტუტანხამონის საფლავი, ახალგაზრდა მეფე, რომელიც ეგვიპტეს მართავდა ძვ.წ. 1332 წლიდან დაახლოებით 1323 წლამდე.

2. 1925 წლის ნოემბერი. ტუტანხამონის სიკვდილის ნიღაბი.

image
მიუხედავად იმისა, რომ რომ საფლავი ორჯერ მოინახულეს სამარხების მძარცველებმა, ოთახი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. საფლავი სავსე იყო ათასობით ფასდაუდებელი ნივთით, მათ შორის იყო სარკოფაგი ტუტანხამენის მუმიფიცირებული ნაშთით.

3. 4 იანვარი 1924 წელი- ჰოვარდ კარტერი, არტურ კალენდერი და ეგვიპტელი მუშა ხსნიან კარსტუტანჰამონის სარკოფაგის სანახავად.

image
სამარხში თითოეული საგანი საგულდაგულოდ აღწერეს და ჩამოწერეს კატალოგში, ამ პროცესს თითქმის რვა წელი დასჭირდა.

image

ეს ფოტოსურათები The Discovery of King Tut-ის გამოფენაზე იყო, რომელიც 2015 წლის 21 ნოემბერს გაიხსნა.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




















0
473
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
473
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0