x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
გაქცევა ბერლინის კედლიდან მსოფლიოს ყველაზე პატარა მანქანით - როგორ განახორციელეს მეგობრებმა თავზეხელაღებული გეგმა
image


კედლით ორად გაყოფილ გერმანიას, გაქცევის უამრავი ისტორია ახსოვს, ბევრი ტრაგიკული - თავისუფლების წყურვილს 140 ადამიანი ემსხვერპლა, უმეტესობა აღმოსავლეთ გერმანიის საზღვრის დაცვამ მოკლა...


თუმცა, ისტორიამ შემოგვინახა გასაოცრად იღბლიანი გაქცევის ისტორიებიც. სწორედ ერთ-ერთ ასეთზე უნდა გიამბოთ დღეს - გიჟურ გეგმაზე, რომელიც ორმა მეგობარმა ჩაიფიქრა, განახორციელა და თავისუფლებაც მოიპოვა.


ყველაფერი 1962 წელს დაიწყო, როცა მანფრედ კოსტერი აღმოსავლეთ გერმანიის ჯარში გამოიძახეს. კოსტერი პაციფისტი იყო და აღმოსავლეთ გერმანიის პოლიტიკურ წყობას ეწინააღმდეგებოდა, სწორედ ამიტომ გაქცევაზე ფიქრი დაიწყო, თუმცა როგორ შეასრულებდა ამ მეტად რთულ საქმეს, ჯერ არ იცოდა...



კოსტერის მეგობარი კლაუს გუნტერ იაკობი კედლის მეორე მხარეს, დასავლეთ გერმანიაში ცხოვრობდა. კოსტერის ძმა ჰანსიც დასავლეთ გერმანიის მობინადრე იყო და როცა ძმას აღმოსავლეთში ესტუმრა, მანფრედმა მისი ID ბარათით ისარგებლა და ერთი ღამით გადავიდა დასავლეთ ბერლინში მეგობარ იაკობთან. სწორედ მაშინ დაგეგმეს მეგობრებმა გაქცევის წარმოუდგენელი სქემა: მანფრედ კოსტერი აღმოსავლეთ გერმანიიდან კედელს "ისეტათი" - მსოფლიოს ყველაზე პატარა მანქანით გადალახავდა.


image


გეგმა თითქმის აბსურდული იყო, მაგრამ არა კლაუს გუნტერ იაკობისთვის, რომელიც ავტომოყვარული და მექანიკოსი გახლდათ. ის ავტოინსტრუქტორად მუშაობდა და ჰქონდა წვდომა გარაჟსა და ხელსაწყოებზე. პირველ რიგში, იაკობმა მანქანის საბარგულის თარო 10 სანტიმეტრით ისე აამაღლა, რომ ის შეუმჩნეველი ყოფილიყო. ამასთან, მან მანქანას ამოაცალა სათადარიგო საბურავი, ჰაერის ფილტრი, გადააადგილა გამონაბოლქვის მილი და დაუპატარავა ბაკი - ამ ყველაფერმა მძღოლის სკამის უკან სივრცე გააჩინა.


...და ჯარში გაწვევამდე ერთი კვირით ადრე 1, 75 სიმაღლის კოსტერი Isetta-ში ჩაეტია!


image


თუმცა, ახალი პრობლემა წარმოიშვა - იაკობმა გამოყვანის ოპერაციაში ჩართვა ვერ შეძლო და მეგობრებს სამი სტუდენტი დაეხმარათ - ერთი საჭესთან, ორი კი უკან გაჰყვათ "ფოლკსვაგენით". თავდაპირველად, სტუდენტი, რომელიც "ისეტას" საჭესთან იჯდა, კედელთან მისვლამდე გამოეთიშა ოპერაციას - შეეშინდა... განაგრძეთ კითხვა <<<



0
1141
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
1141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0