x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
როგორ გამოიყურება ანჯელინა ჯოლის 24,5 მილიონ დოლარად შეძენილი სახლის ინტერიერი (+ფოტოები)
image

ანჯელინა ჯოლი, თითქმის ოთხი ათწლეულია, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კინოვარსკვლავია. ამხნის განმავლობაში, მსახიობს ისეთი ჰონორარი აქვს აღებული, ბუნებრივია, მის უძრავ ქონებას არაერთი მდიდრული საცხოვრებელი შეადგენს.

ამჯერად, წარმოგიდგენთ ანჯელინას ფეშენებელურ სასახლეს, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს.


imageimageimageimage

ლოს ფელიზში, გრიფიტის ობსერვატორიამდე არსებულ ულამაზეს პეიზაჟებს შორის აგებული შენობა, შეძენილია 2017 წელს, 24.5 მილიონ დოლარად. ქონება, 1913 წელს, ეკუთვნოდა კინორეჟისორ სესილ ბ. დემილს. 2.1 ჰექტარზე გაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსს აქვს 6 საძინებელი და 10 აბაზანა, რომლებიც განლაგებულია სამ სართულზე. ასევე, სახლს აქვს სპორტული დარბაზი, ღვინის მარანი, გარე აუზი და "ჩაის სახლი". ანჯელინამ Vogue - თან ინტერვიუში ამ სახლის ყიდვის მიზეზი განმარტა: მას სურდა, შვილების მამასთან, ბრედ პიტთან ახლოს ყოფილიყო. მსახიობმა ასევე ახსნა ის, რაც განსაკუთრებით მიმზიდველად მიიჩნია სახლთან დაკავშირებით: ”გასართობი ოთახი არ არის, მაგრამ უამრავი სასეირნო ბილიკი და ფიქრის ადგილებია”.


imageimageimage
დახვეწილი და ელეგანტურად მოწყობილი სახლის ჰოლში მოთავსებულია ხვეული კიბე, მისაღებ ოთახში მყუდრო გარემოს ქმნის მარმარილოს ბუხარი. ნაკლებად ოფიციალური საოჯახო სივრცეები მოიცავს ფართო და მაღალჭერიან ბიბლიოთეკას, რომელიც იატაკიდან ჭერამდე წიგნების კარადებითაა მოპირკეთებული. სახლში ნახავთ, აგრეთვე, მაჰაგონის პანელურ ოფიციალურ სასადილოს, საოჯახო ოთახს, მის გვერდით მდებარე კაბინეტს და თანამედროვე სამზარეულოს, ასევე არაფორმალურ სასადილო ოთახს. საცხოვრებელს ამშვენებს მაღალი და თაღოვანი შუშის ფანჯრები, ულამაზესი გალავანი, კარიბჭე და სხვადასხვა ინტერიერით მოწყობილი მიწის ნაკვეთი. განცალკევებით დგას ავტოფარეხი. გარშემო მშვენიერია ყველაფერი: მოძრავი გაზონების უზარმაზარი ფართობი, თუ მზესავით კაშკაშა საცურაო აუზი, რომელსაც ჩაის სახლი უყურებს.


imageimage






ასევე დაგაინტერესებთ:



15 წლის ანჯელინა ჯოლის საოცარი ფოტოსესია (19 ფოტო)

image





0
269
1-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0