x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ძველი ეგვიპტე – აკრძალული ქვეყნის საიდუმლოებები

ეგვიპტე ყველა ეპოქაში საიდუმლოებით იყო სავსე. ჯერ კიდევ უძველეს დროში, მისი ქურუმები გულმოდგინედ იცავდნენ უცხოელებისგან მიღებულ ცოდნას, რომელიც ასე აღელვებდათ ყველა დროის და ხალხების მისტიკოსებს. ეს ქვეყანა ყოველთვის იდუმალებით იყო მოცული, რომელშიც საიდუმლოებებს და სიწმინდეებს იცავდნენ, რომელთა შესახებ მხოლოდ ქურუმებმა იცოდნენ და უსაზღვრო ძალაუფლებასაც ფლობდნენ, უფრო დიდსაც კი, ვიდრე ფარაონებს ჰქონდათ.


image


არაბული ზღაპრები?


შუა საუკუნეებში, არაბი ავტორები ბევრ უცნაურობას წერდნენ ძველ ეგვიპტეზე. მაგ., მატიანის ფურცლებზე, ისინი «პირამიდების მაგიურ მცველებს» აღწერენ. გადმოცემით, ერთ-ერთ სამარხს, თითქოს, ქანდაკება იცავდა, რომლის შუბლში «გველი» იმალებოდა, რომელიც ყველას თავს ესხმოდა, ვინც მიუახლოვდებოდა. სხვა პირამიდას შავ-თეთრი ონიქსისგან (კვარცი) გამოკვეთილი კოლოსი იცავდა, რომელსაც ხელში შუბი ეჭირა. როგორც კი, პირამიდის სიახლოვეს დაუპატიჟებელი სტუმარი გამოჩნდა, ქანდაკების წიაღიდან ყრუ ხმა ისმოდა და ყველა, ვინც ახლო–მახლოს იყო, უსულოდ ეცემოდა მიწაზე. მესამე პირამიდას ქვის კერპი იცავდა, რომელსაც ისეთი ძალა გააჩნდა, რომ ადამიანს ძირს აგდებდა და კლავდა.

ქანდაკებების გარდა, პირამიდებს სულებიც იცავდნენ. ძველ ეგვიპტურ წყაროებში, იშვიათად, მაგრამ ნახსენებია ე. წ. «სასაფლაოს მბრძანებელი», რომელიც ერთ შემთხვევაში, პირამიდებთან მისულ მძარცველებს, დიდ კბილებით და გაყვითლებული კანის მქონე ახალგაზრდა მამაკაცის სახით გამოეცხადა. მეორეში კი, — ის შიშველი ქალი იყო, რომელიც თავისი მოჩვენებითი სილამაზით, არაკეთილმოსურნე ვიზიტორებს იზიდავდა, ხოლო შემდეგ, ჯადოქრობით ღუპავდა. არაბებს «პირამიდის სული» მოხუცი მამაკაცის სახითაც ჰყავდათ ნანახი. ის პირამიდებს გარს უვლიდა და ცეცხლმოკიდებულ ჩირაღდანს აქეთ–იქით აქნევდა.
imageსაინტერესოა არაბების აზრი პირამიდების მშენებლობის შესახებაც. მაგ., არაბი მოგზაური იბნ ბატუტა (1304–1377 წწ.) წერდა: «პირამიდები ჰერმესმა ააგო, რომ ხელოვნების ნიმუშები, სამეცნიერო ცოდნა და საზოგადოების სხვა მიღწევები წარღვნისგან დაეცვა». ხოლო, უფრო ადრე, IX საუკუნეში მოღვაწე, არაბი ისტორიკოსის იბნ აბდ ალ-ჰაკამის (802–871) ცნობით: «პირამიდები ეგვიპტის ფარაონმა სორიდ იბნ სოლიუკმა ააშენა, რომელიც ქვეყანას წარღვნამდე მართავდა. მიზეზი კი ის იყო, რომ თითქოს, მან სიზმარში ნახა, რომ დედამიწა ამობრუნდა… ვარსკვლავები კი, ერთმანეთს ეჯახებოდნენ და საშინელ ხმებს გამოსცემდნენ. იმავე დღეს, მან ეგვიპტის ყველა პროვინციის უმაღლესი ქურუმი თავისთან იხმო და სიზმრის შესახებ უამბო. მათ ფარაონს მოუსმინეს, ვარსკვლავებამდე მანძილი გაზომეს, გამოთვლები ჩაატარეს და კატასტროფა იწინასწარმეტყველეს. ამის შემდეგ, ფარაონმა 30 განძსაცავი ააგო, რომელიც ძვირფასი ქვებით, კერამიკის ჭურჭლით, უჟანგავი ფოლადი და დრეკადი მინის ნაკეთობებით აავსო და ეს ყველაფერი პირამიდაში მოათავსა».

საინტერესო ის არის, რომ ამ ჩამონათვალში ისეთი რაღაცეები არის, რომელიც იბნ აბდ ალ-ჰაკამის გარდაცვალებიდან, მხოლოდ ათასი წლის შემდეგ გაჩნდა. მაგ., უჟანგავი ფოლადი, რომელიც 1821 წელს შექმნეს და 1912 წ. დააპატენტეს, ან პოლიკარბონატის მინა, რომელიც ჩვეულებრივ მინაზე 200–ჯერ უფრო მტკიცეა და მასზე დიდი ზეწოლის შემთხვევაში, მხოლოდ იღუნება. ასეთი მინის წარმოება და გამოყენება XX საუკუნის 50–იანი წლებიდან დაიწყო.

და ამის შემდეგ, როგორ უნდა ვთქვათ, რომ ეს ჩანაწერები ფალსიფიცირებულია?..


წარღვნამდელი ნაგებობა


მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, პირამიდები წარღვნამდელი ნაგებობებია. ხოლო, ამ მოსაზრებას მტკიცებულებად, მათ რომაელი ისტორიკოსის ამიანე მარცელინუსი (330–395 წწ.) სიტყვები მოჰყავთ: «პირამიდის ქვეშ არსებობს ხვეული მიწისქვეშა დერეფნები, გალერეებით და როგორც ჰყვებიან, ეს ყველაფერი ძველი რელიგიის ადეპტებმა (ლათ. Adeptus – «ის, ვინც მიაღწია». ოკულტიზმში, ვინც მიაღწია ინიციაციის სტადიას და მაგისტრი გახდა ეზოთერული ფილოსოფიის მეცნიერებაში. რედ.) ააშენეს, რომლებიც ინფორმაციას ფლობდნენ მოახლოებული წარღვნის შესახებ და ეშინოდათ, რომ ადამიანები ამის შემდეგ, წმინდა რიტუალებს დაივიწყებდნენ». ხოლო, არაბი ისტორიკოსის და მოგზაურის ალ-მასუდის (896–956 წწ.) ცნობით, მიწისქვეშა დერეფნები და ოთახები კლდის ქანებშია გაზის კომპლექსის ქვეშ, დიდ სიღრმეზეა გამოკვეთილი.

imageლეგენდებში და მითებში ასევე ნათქვამია, რომ ვიდრე არაბები, VII ს–ში, ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ, პირამიდებს გარე ფასადს მოხსნიდნენ, საკუთარი სასახლეების და მეჩეთების გასაფორმებლად, მათზე, შუა სიმაღლეზე — დაახლოებით, 80 მეტრზე, წყლის კვალი იყო. ეს ნილოსის დღევანდელი დონიდან, 130 მ–ზეა. ხოლო, შუა საუკუნეების არაბი ისტორიკოსი ალ-ბირუნი (973–1048 წწ.) თავის ნაშრომში — «უძველესი ხალხების ქრონოლოგია» წერდა: «სპარსელები და მაგების უმეტესობა ამბობენ, რომ დასავლეთის ხალხები, რომლებმაც გაფრთხილება საკუთარი ბრძენებისგან მიიღეს, გიზზე მეფის ტაძრები და პირამიდები ააშენეს. წყალდიდობის წყლების და ტალღების კვალი, დაახლოებით, შუა სიმაღლეზე, ჯერ კიდევ ჩანს პირამიდებზე და წყალი ამ ნიშნულების ზევით არ ასულა».

შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ვერსიის სასარგებლოდ, თანამედროვე გეოლოგიის მონაცემებიც მოწმობს. საქმე იმაშია, რომ დიდი პირამიდის ფუძე გარშემორტყმულია დანალექი ქანების ფენით, რომლის სისქე, საშუალოდ, 4-5 მ–ია. ამ ფენაში აღმოჩენილია ზღვის ნიჟარები და ერთ შემთხვევაში, ზღვის ძროხის (ლათ. Hydrodamalis) გაქვავებული ნაშთებიც კი. რადიოკარბონის ანალიზი მიხედვით, ამ აღმოჩენების ასაკი, დაახლოებით, 11600 წელია. მეცნიერები თვლიან, რომ სწორედ ამდენი წლის წინ იყო დიდი წარღვნა დედამიწის ისტორიაში, რომელიც ასტეროიდის ჩამოვარდნის შედეგად წარმოიქმნა და რომელმაც ატლანტიდა იმსხვერპლა. თუმცა, ის ფაქტი, რომ წყალდიდობის ტალღებმა, პირამიდების გვერდების გაპრიალებულ კირქვის ფასადზე, კვალი დატოვა, გვაფიქრებინებს, რომ წყლის დონის აწევა, ყოველ შემთხვევაში, ეგვიპტეში მაინც, წელი თუ არა, რამდენიმე თვე მაინც გრძელდებოდა.


ლაბირინთი


უნდა ითქვას, რომ მეცნიერები არ გამორიცხავენ იმის შესაძლებლობას, რომ შეიძლება, პირამიდები ძველი ეგვიპტელების ყველაზე გრანდიოზული ნაგებობა არც იყოს. ძვ. წ. აღრ. V ს–ში ჰეროდოტე ჰალიკარნასელი, ძვ. წ. აღრ. XVIII საუკუნეში, ფაიუმის ოაზისში შექმნილ ლაბირინთზე წერდა. ამასთან მან, მხოლოდ მიწის ზედა ნაწილი აღწერა, ხოლო ლაბირინთის ქვედა ნაწილი, უბრალოდ ახსენა. მას ეგვიპტელი ქურუმები «უკანასკნელ გზას» ან «ნიანგის ტრანსფორმაციის გზას» ეძახდნენ: «ეს ლაბირინთი შიგნიდან ვნახე და მის აღსაწერად, სიტყვებიც არ მყოფნის. თუ შევაგროვებთ ყველა კედელს, რომელიც ელინების მიერ არის შექმნილი, აღმოჩნდება, რომ მათზე უფრო ნალები შრომა და სახსრებია დახარჯული, ვიდრე ამ ლაბირინთზე.

imageრა თქმა უნდა, პირამიდები — უდიდესი ნაგებობებია… თუმცა, ლაბირინთი, მასშტაბურობით, ამ პირამიდებსაც აჭარბებს. მასში ოცი ეზოა კარიბჭეებით. გარედან კი, გარშემო მხოლოდ ერთი კედელი გადის, რომლის შიგნით, ოთახები 2 რიგად არის განლაგებული: ერთი რიგი მიწის ქვეშ არის, მეორე — მიწის ზევით, ოთახების საერთო რაოდენობა კი, 3000-ია, 1500 ზევით და ამდენივე, ქვევით.

ზედა ოთახები თავად მოვიარე, დავათვალიერე და ვსაუბრობ, როგორც თვითმხილველი. ხოლო, ქვედა ოთახების შესახებ, მხოლოდ გადმოცემით ვიცი. იქ შესვლის უფლება ზედამხედველმა არ მომცა და მხოლოდ ის მითხრა, რომ იქ იმ მეფეების განსასვენებელია, რომლებმაც ეს ლაბირინთი ააგეს და ასევე, წმინდა ნიანგების სამარხებია».


ერთი სიტყვით, წლები გადის და ეგვიპტის საიდუმლოებების რიცხვი არ მცირდება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ჩვეულებრივი ეგვიპტის უღარიბესი მოსახლეობის, პოლიტიკური ვნებების, პლაჟებზე უცხოელი დამსვენებლების სიახლოვეს, არის კიდევ ერთი ეგვიპტე — საკრალური, აკრძალული, რომლის საიდუმლოებები უბრალო მოკვდავთათვის მიუწვდომელია, ისევე, როგორც ათასობით წლის წინ.



image


არხის სხვა სიახლეები:


* უცხოპლანეტური ცივილიზაციები – მითი, თუ რეალობა?

* დაუჯერებელია, რომ ეს სტალინმა თქვა...

* იშვიათი და რეალური კადრები

* სიურრეალიზმი თანამედროვე ფოტო–ხელოვნებაში (30 ყველაზე ეპატაჟური ფოტო)

* როგორ გამოვიყენოთ რიყის ქვა – 55 საოცარი იდეა

* რა გზავნილი დაუტოვა სტივენ ჰოკინგმა მათ, ვისაც ცხოვრებაში რთული პერიოდი უდგას

* ქარიზმატული ლიდერი – რით იზიდავდა სტალინი ადამიანებს?

* სამოსის და ფეხსაცმლის შერჩევა – 6 ძირითადი წესი დაბალი გოგონებისთვის





0
477
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
477
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0