x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სკანდალი დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის მინისტრის გარშემო არ ცხრება
image

ყველაფერში დამნაშავე სათვალთვალო კამერებია. დღევანდელ ცხოვრებაში უკვე შეუძლებელია დაემალო! მეორეც როგორ შეიძლება რომანის გაჩაღება სამსახურში, მით უმეტეს ასეთი მაღალი თანამდებობის პირისთვის?


ჯანდაცვის სამინისტროს 42 წლის ხელმძღვანელი მეთ ჰენკოკი უსიამოვნო ამბავში გაეხვა. დაოჯახებული მამაკაცი, სამი შვილის მამა, სამსახურში მრუშობდა. უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ კოცნიდა იგი თავის თანაშემწეს, მილიონერ ოლივერ ტრესის ყოფილ მეუღლეს, ჯინა კოლადანჯელოსს.

image


აღსანიშნავია, რომ ინციდენტი გაზაფხულზე მოხდა, თუმცა მხოლოდ ახლა გაცხდა ეს ამბავი საჯარო.


აშკარა ღალატის გარდა, ინგლისელები უკმაყოფილოები არიან იმ ფაქტით, რომ მინისტრმა კოლადანჯელო საზოგადოებრივი საწყისების საფუძველზე აიყვანა პირადი ასისტენტად, მოგვიანებით მან თავად დანიშნა იგი ჯანდაცვის სამინისტროს საბჭოში.

image

ნისლიანი ალბიონის მაცხოვრბელები აღშფოთებულები იყვნენ იმითაც, რომ ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც მუდმივად მოუწოდებს სოციალური დისტანციის დაცვას, სამსახურშიც კი არ იცავს დისციპლინას და თავად არღვევს ეპიდემიოლოგიურ მოთხოვნებს.

კომპრომატი, სადაც მინისტრი ჩუმად გამოდის ოფისიდან, თინეიჯერივით მალულად აქეთ-იქეთ იყურება და შემდეგ თანამშრომელს ვნებიანად კოცნის ბრიტანულმა მედიამ მასიურად გაავრცელა ამ ჩანაწერის სკრინშოტები.

image

მალევე თავად ჰენკოკმა, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მიმართა განცხადებით გადადგომის მოთხოვნით, თქვა, რომ მისი პირადი ცხოვრება ახლა ბრიტანეთში მთავარი განსახილველი საკითხია . ყოფილი მინისტრი პირველ ამოცანად მიიჩნევს COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლას. "ბოდიშს ვიხდი წესების დარღვევისთვის, ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახს და ახლობლებს, რომ ასეთი გამოცდა მოვუწყე. ასეთ დროს შვილებთან უნდა ვიყო", - წერს ის.

image

სკანდალის შემდეგ, ისევ ახმაურდნენ ისინი, ვისაც ჯანდაცვის მინისტრი გულზე არ ეხატებოდა, როგორც პიროვნება და როგორც სპეციალისტიც, მაგალითად პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის ყოფილმა მრჩეველმა, დომინიკ კამინგსმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჰენკოკი.

მისი თქმით, იგი ცრუობდა, როცა ამბობდა, რომ ყველა ხანშიშესულ ადამიანს, საავადმყოფოებიდან გაწერის წინ, თითქოსდა ხელახლა უღებდნენ ტესტებს კორონავირუსზე.

არა და ხანდაზმულებში და სოციალურად დაუცველ მოსახლეობაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი სწორედ არჩატარებული ტესტიტება იყო.


0
250
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0