x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ დავიკლოთ სწრაფად და მარტივად 10 კგ?
ჭარბი წონა – ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნება აქტუალური, ჩვენდა საუბედუროდ. კარგი გენების გავლენით ეს ბევრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა განსაზღვრული ნაწილი იტანჯება გარკვეული საკვებისა თუ სასუსნავის აკრძალვებით, ხოლო ვისაც გააჩნია სახსრები, ის თავს იტვირთავს სპორტდარბაზებში ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ნურც იმას იფიქრებთ, რომ მხოლოდ ჩვენს დროში ექცევა ფიგურას ყურადღება, ე.წ ტრენაჟორები ვიქტორიანულ ეპოქაში გამოიგონეს და მაშინაც აწუხებდა ხალხს ეს პრობლემა.


image



უმეტეს შემთხვევაში ჭარბ წონას ადგილი არასწორი კვებისა და უმოძრაობის - ფიზიკური დაუტვირთაობის გამო ექმნება. ყურებს ნუ ჩამოყრით და ნუ იფიქრებთ, რომ შორს ხართ პრიალა იდეალებისგან, ვინაიდან დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ უნივერსალური დიეტა, რომლის მეშვობითაც შეძლებთ თვეში 10 კგ დაიკლოთ.




შენიშვნა: დიეტა მოიცავს ჯამში 30 დღეს და ყოველი ჩამთავრებული დღე თავიდან მეორდება გარდა "შიმშილის დღეებისა", ამ შემთხვევაში ახტებით შიმშილის დღეებს და შემდეგი თანმიმდევრობით იმეორებთ.



image



როგორ დავიკლოთ სწრაფად და მარტივად 10 კგ?




● ● ● პირველი და მე-2 დღე - " შიმშილი "- საუზმეზე მიირთვით 1 ლიტრი უცხიმო კეფირი, ხოლო საღამოს 1 ფინჯანი ტომატის წვენი 1 ნაჭერ შავ პურთან ერთად. (ორი დღე მიიღეთ მხოლოდ ეს ჩამოთვლილი პროდუქტები)




● ● ● მე-3 და მე-4 დღე - " ცილა" -

საუზმე: უშაქრო ყავა ერთ ნაჭერ შავ პურთან, ნახევარ ჩაის კოვზ კარაქთან და ასევე ნახევარ ჩაის კოვზ თაფლთან ერთად.

სადილი: 1 ჭიქა უცხიმო ბულიონი (ხორცის ან თევზის) და ასევე 50 გრ თევზი ან ხორცი მოხარშული, 1 ნაჭერი შავი პური და 2 სუფრის კოვზი მწვანე ბარდა მოხარშული.

შუა დღე: შუა დღისას შეგიძლიათ მიირთვათ ფინჯანი უშაქრო ჩაი 1 ჩაის კოვზ თაფლთან ერთად.

ვახშამი: 50 გრ მოხარშული თევზი, ნებისმიერი ხორცი ან ლორი -უცხიმო, ერთი ნაჭერი შავი პური. ან 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 50 გრ მყარი, უმარილო ყველი და 1 ფინჯანი კეფირი, ასევე ესეც 1 ნაჭერ სავ პურთან ერთად.



image



● ● ● მე-5 და მე-6 დღე -" ხილი და ბოსტნეული"

საუზმე: 2 ცალი ვაშლი ან ფორთოხალი.

სადილი: ნებისმიერი ბოსტნეულის სუპი ან ბოსტნეულის რაგუ ერთ ნაჭერ შავ პურთან ერთად.

შუა დღე: შუა დღისას შეგიძლიათ ნებისმიერი ბოსტნეულით გაიტანოთ თავი - კიტრი, პომიდორი, ბროკოლი, სტაფილო...

ვახშამი: ნებისმიერი სალათი მხოლოდ ბოსტნეულით და ერთი ნაჭერი შავი პური.




image



დიეტის აუცილებელი პირობები:

1. აუცილებლად უნდა დალიოთ დღეში მინიმუმ 1 ლ წყალი.

2. უმჯობესია თუ ყოველ დღე 10 წუთით იხტუნავებთ ლახტზე.

3. მიიღეთ მულტივიტამინები დღეში ერთხელ.

4. გამოიყენეთ მხოლოდ მცენარეული ზეთი.

5. შიმშილის დღეებს მხოლოდ დიეტის დასაწყისში აკეთებთ, შემდეგ კი თვის მანძილზე იმეორებთ მხოლოდ მე-3 დღიდან მე-6 დღის ჩათვლით და იწყებთ ისევ მე-3 დღიდან.




P.S. წარმატებებს გისურვებთ!




0
133
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0