x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134372
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ასტროლოგიური პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით - რას უმზადებენ ვარსკვლავები ზოდიაქოს ნიშნებს 10 ივლისამდე
image


24 ივნისს სავსემთვარეობა გვქონდა თხის რქის ნიშნაში. მის გავლენას იგრძნობთ 10 ივლისამდე. ამ პერიოდამდე უნდა მოაგვაროთ თქვენი მზისა და ასცენდენტისთვის გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები. წაიკითხეთ პროგნოზი, რათა იცოდეთ, ამ ორი კვირის განმავლობაში რა მისია გეკისრებათ.


ვერძი


კარიერას და სოციალურ სტატუსს უნდა მიაქციოთ ყურადღება. თუ დაწინაურება გსურდათ, მიიღებთ შედეგს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური და პროფესიული სფერო. განსაკუთრებით, თუ სამსახურის მაძიებელი ხართ ან მუშაობდით, მაგრამ რაღაც გბოჭავდათ. გამორიცხული არაა, რომ მოინდომოთ პროფესიის შეცვლა. სტატუსის შეცვლა მოსალოდნელია ქორწინებით ან განქორწინებით. გახდეთ მშობელი, ან შეგეძინოთ შვილიშვილი. სულაც, შეიძლება ძვირად ღირებული აპარტამენტის მფლობელი გახდეთ ძვირად ღირებულ უბანში.



კურო


გაირკვევა საზღვარგარეთ მოგზაურობასთან, სწავლასთან ან ემიგრაციასთან დაკავშირებული თემა. გადაწყვეტთ უმაღლესი განათლების მიღებას, თუნდაც საზღვარგარეთ. ან თუ სწავლობდით, მიიღებთ დიპლომს. შეიძლება უცხოეთში მცხოვრებმა მეგობრებმა შვებულების გატარება დაიფინანსონ ან თქვენ გესტუმრონ. გადაწყვიტოთ პირადი ხელნაწერების შეგროვება და წიგნის დაწერა. თუ სასამართლო პროცესი გქონდათ დაწყებული, მიიღებთ შედეგს. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა მეუღლის ნათესავებთან.



ტყუპი


მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ მატერიალურ თემებს. ზოგმა შეიძლება კრედიტი აიღოთ, ზოგმაც დახუროთ. გამორიცხული არაა, რომ გამოჩნდეს ადამიანი, ვინც დაგიფინანსებთ იდეებს. ან მიიღებთ ფულს ადრე შესრულებული საქმისგან. მატერიალური მდგომარეობა შეიძლება გაიუმჯობესოთ სახელმწიფოს დახმარებით, ალიმენტით, სადაზღვევო თანხით. გარდა ამისა, თუ ფორსმაჟორულ სიტუაციებში იყავით, სავსემთვარეობა დაგანახებთ მარტივ, უმტკივნეულო გამოსავალს. ნუ შეუშინდებით შინაგან ცვლილებებს, ტრანსფორმაცია უკეთესობისკენ შეგცვლით.


კირჩხიბი


გააქტიურდება პარტნიორული (პირადიც და საქმიანიც) თემები. შეიძლება გააფორმოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები. გაიჩინოთ ახალი პარტნიორი (თუნდაც საზღვარგარეთ), რომელთან ერთადაც მიზნების (ბიზნესის გაფართოება) განხორციელებას შეძლებთ. შეიძლება გაარკვიოთ, დამოკიდებულება თქვენს პარტნიორებთან, ზოგიერთს დაემშვიდობოთ. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, დაგიბარებენ გასაუბრებაზე, დაიკავებთ ვაკანსიას. მარტოხელებს გაქვთ რომანტიკული ნაცნობობის შანსი - ინტერნეტით ან მოგზაურობისას. დაქორწინებულები კი შვებულების ერთად გატარებას გადაწყვეტენ.


ლომი


მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ყოველდღიურ საქმიანობას (საქმიანსაც და ოჯახურსაც). შეიძლება დაასრულოთ პროექტზე მუშაობა, მიიღოთ შედეგი ადრე შესრულებული საქმისთვის. ზოგი მიიღებთ ახალ სამსახურს, საინტერესო შემოთავაზებას, პროექტს. გამორიცხული არაა, რომ შეგეცვალოთ სამუშაო გარემო, კოლექტივი. თუ შინ რემონტი გქონდათ, დაასრულებთ, ან შეიძენთ სახლისთვის ახალ ნივთებს. ჩაიტარეთ სამედიცინო კვლევა; ზოგიერთი გადაწყვეტს მავნე ჩვევებთან დამშვიდობებას, დიეტის დაწყებას.


ქალწული


აქტუალური გახდება შემოქმედებითი იდეების განხორციელება, რომანტიკული კავშირები და დამოკიდებულება ბავშვებთან. შეიძლება ბავშვებმა ახალი მიღწევებით გაგახარონ ან ახალი პერსპექტივები გამოუჩნდეთ. შეიძლება განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები, გაიხსენოთ ძველი ჰობი და ამით გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. გაიუმჯობესეთ პირადი ურთიერთობა. აქამდე მსუბუქი რომანტიკული კავშირი შეიძლება სერიოზულ კავშირში გადაიზარდოს. ნუ გამოაკლდებით მხიარულებას, წვეულებებს.


სასწორი


დაინტერესდებით ოჯახური თემებით. ნათესავებთან ურთიერთობის დარეგულირებით ან ბინაში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებით. შეიძენთ დეკორს, განაახლებთ ინტერიერს. მარტივად მოაგვარებთ ადრე რთულად მიჩნეულ საკითხებს. შეიძლება შეგეცვალოთ ოჯახის წევრების რაოდენობა. ზოგი გადაწყვეტს შეიცავლოს მისამართ. ან თუ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა გსურდათ, თქვენთვის სასურველ შედეგს მიიღებთ.


მორიელი


სიახლეები გელით მეგობრებთან, და-ძმებთან, მეზობლებთნ. განახლდება მათთან შეხვედრები. საქმიანი და მეგობრული მიმოსვლები. გააფორმებთ ხელშეკრულებას, დოკუმენტებს. ზოგი გადაწყვეტს ან შეიძინოს ავტომობილი, ან გაარემონტოს. დაასრულებთ სასწავლო კურსს და მიიღებთ სერტიფიკატს ან ახლა გადაწყვეტთ, რომ ახალი ცოდნის მიღება გჭირდებათ (თუნდაც, მანქანის ტარების). გაგიჩნდებათ სურვილი, რომ უქმეებზე იაროთ ექსკურსიებზე. გახშირდება შეხვედრები, მათ შორის რომანტიკულიც.


მშვილდოსანი


მატერიალური საკითხები გექნებათ მოსაგვარებელი - პირადი შემოსავალ-გასავალი უნდა აღრიცხოთ. ზოგმა შეიძლება ფულის დაბანდება გადაწყვიტოთ ძვირად ღირებულ ნივთებში (ანტიკვარიატი, სამკაულები), შეიძინოთ უძრავი ქონება. დაიბრუნებთ ვალს. ან შეიძლება თავად დაფაროთ კრედიტი. გამორიცხული არაა, რომ მიიღოთ შემოსავლის დამატებითი წყარო ან გააძვიროთ თქვენი ხელობა, მომსახურება.


თხის რქა


სავსემთავრეობა თქვენს ნიშანში ხდება და ახლა თქვენ ხართ მთავარი მოქმედი გმირი. ყურადღება უნდა მიაქციოთ პირად მიზნებს, გარეგნობას (შეიცვალოთ იმიჯი, სტილი, ჩაიტაროთ სამედიცინო პროცედურები), ჯანმრთელობას. თუ აქამდე თავს შეუძლოდ გრძნობდით, გაგიუმჯობესდებათ მდგომარეობა. ზოგიერთმა შეიძლება განაახლოთ გარდერობი. მიიღებთ შედეგს იმ საქმისგან, რასაც აკეთებდით. მიიღებთ პასუხს, თუ რატომ არ გამოგდიოდათ აქამდე რაღაცის გაკეთება და ახლა მოგეცემათ შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა.


მერწყული


გაიგებთ იმას, რაც აქამდე თქვენთვის ფარული იყო. შეიძლება ვიღაცამ გული გადაგიშალოთ და გაიგოთ გამაოგნებელი საიდუმლო. ზოგი კი თავად გამოააშკარავებთ იმას, რასაც აქამდე მალავდით. თუნდაც ფარულ რომანს ან საქმიანობას. ისწავლით საკუთარი აზრების, შეხედულებების თამამად გადმოცემას. მოგინდებათ ზოგიერთი თემის გაოფიციალურება, რეგალიზება. გათავისუფლდებით მარტოობისგან ან თუ ჩაკეტილი იყავით, ახლა მოგეცემათ გამოსვლის შესაძლებლობა.


თევზები


მეგობრებთან ან თანამოაზრეებთან ერთად მოგეცემათ მიზნების განხორციელების შესაძლებლობა. ზოგმა კი შეიძლება გაწყვიტოთ ურთიერთობა ადამიანთან, ვისთან ერთადაც საერთო საქმიანობა გაკავშირებდათ. ან გამოხვიდეთ ჯგუფიდან, ორგანიზაციიდან. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ მიიღოთ შედეგი ინტერნეტსაქმიანობიდან, სოციალური აქტიურობიდან. თუ კონკურსში იღებდით მონაწილეობას, მიიღებთ შედეგს. აგისრულდებათ დიდი ხნის ნატვრა. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, ან მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებას, რაც ფულს მოგიტანთ.



ასევე დაგაინტერესებთ:



კარმის პლანეტა "უკანმავალი" გახდა - რა უნდა მოასწროთ 2021 წლის ოქტომბრამდე და რა "საჩუქრებს" გიმზადებთ სატურნი ზოდიაქოს ნიშნებს


ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით

რას მოგიტანთ ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 2022 წლის დეკემბრამდე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს..."


ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ზაფხულში დიდ სიყვარულს იპოვიან - ვის პირად ცხოვრებას შეცვლის სამუდამოდ მომდევნო სამი თვე?

"იწყება ცხოვრების ახალი ციკლი, ჩამოწერეთ სურვილები და თარიღები, როდის გსურთ, რომ აგისრულდეთ..." - რა გველის 10 ივნისის მზის დაბნელების შემდეგ


6-თვიანი პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის მზის დაბნელების მიხედვით - ვინ მიიღებს ახალ სამსახურს, ვინ გაიცნობს მნიშვნელოვან ადამიანს და რა მოვლენები გელით შემოდგომის ბოლომდე


დადგა 5-თვიანი კარმული პერიოდი - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელმაც ახალი საქმეების წამოწყება უმჯობესია, შემოდგომამდე გადადოს


0
1162
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0