x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
იმ 20 წლის გოგონას საქორწინო ფოტოები გამოქვეყნდა,რომლის მკვლელობაც თავიდან საქართველოს მოქალაქეს ბრალდებოდა
image

ბაბისი ნამდვილი ტირანი აღმოჩნდა: იგი აკონტროლებდა კეროლაინის ყოველ ნაბიჯს და იყო უმიზეზოდ ეჭვიანი. ქორწინებიდან ორი წლის თავზე, გოგონა მის მიტოვებას აპირებდა, მაგრამ ქმარი თავს დაესხა ბავშვის ოთახში და გაგუდა, სანამ მათი ქალიშვილი საწოლში ტიროდა.


კეროლაინ კრაუჩიმ 15 წლის ასაკში გაიცნო ბერძენი მფრინავი ხარალამბოს ანაგნოსტოპოლი, რომელსაც მისი მეგობრები "ბაბისს" უწოდებენ. ის მასზე 13 წლით უფროსი იყო, მაგრამ წყვილმა სწრაფად გამონახა საერთო ენა.


საბოლოოდ სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ბაბისმა და კეროლაინმა დაქორწინება გადაწყვიტეს.ცერემონია ალგარვეში, (პორტუგალია) გაიმართა.



image

ფოტოგრაფ მარია ეიეროს კარგად ახსოვს პატარძალი და საქმრო, რადგან ისინი მისი ერთ-ერთი პირველი კლიენტები გახდნენ და ძალიან საყვარლად იქცეოდნენ.


- თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს, მუდმივად ხელი -ხელს ჰქონდათ ჩაჭიდებული და ერთმანეთს კოცნიდნენ. საქმრო თვალს ვერ აცილებდა პატარძალს. იგი ძალიან კეთილი და მშვიდი იყო მის მიმართ და კაროლინი ბედნიერებისგან ანათებდა.

მარია ეიერო



მარიამ ფოტოებზე დააფიქსირა როგორც საქორწილო სამზადისი, ასევე თავად ცერემონიალი. სტილისტი კეროლაინს თმას და მაკიაჟს უკეთებდა, ის კი მუდმივად ღიმილს ვერ იკავებდა და ხელს უშლიდა. ფოტოგრაფმა განმარტა, რომ გადაღებები ძალიან ინტიმური გამოდგა, რადგან ამ დღეს მხოლოდ ის და სტილისტი იყვნენ ახალდაქორწინებულებთან. არც ნათესავები და არც მეგობრები არ იყვნენ იმ დღეს.

image

image

-ახალი ამბები რომ ვუყურე, შოკში ჩავვარდი. ვერ დავიჯერე. ყოველივე ამის შემდეგ, რაც მათ ქორწილში ვნახე, ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. ეს ნამდვილი ტრაგედიაა. მაგრამ ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ არ ვიცით რა ხდება დახურულ კარს მიღმა.

მარია ეიერო

image

image

ბაბისმა პოლიცია მოატყუა, ცოლის მოკლა და ძარცვის ინსცენირება მოაწყო. თუმცა, მტკიცებულებები ურთერთწინააღმდეგობაში მოდიოდა: კეროლაინის ფიტნეს სამაჯურში დაფიქირებული იყო სიკვდილის დრო, რომელიც გაცხადებულზე გაცილებით ადრე იყო. ხოლო პილოტის ტელეფონის GPS სისტემისგან გაირკვა, რომ კეროლაინის სიკვდილის დროს ის მშვიდად მოძრაობდა სახლის გარშემო, თუმცა თავდაპირველად მან დაარწმუნა პოლიციელები, რომ ის მისაღებ ოთახის იატაკზე იყო მიბმული და უსმენდა ცოლის ყვირილს.

image

ბაბისის ჩვენების საფუძველზე თავიდანვე გამოძიება მცდარ გზაზე დადგა,

გამოძიების ვარაუდით, ძარცვაში კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი მონაწილეობდა. სახლში შეპარვამდე მათ შენობასთან დაყენებული სათვალთვალო კამერები დააზიანეს და ძაღლი მოკლეს, რომელიც პატრონის დაცვას ცდილობდა.


ცოტა ხანში ქალაქ ეროსში 30 წლის საქართველოს მოქალაქე იმ დროს დააკავეს, როდესაც

საბერძნეთის დატოვებას და ბულგარეთში გადასვლას ცდილობდა.

პასპორტი ყალბი აღმოაჩნდა, მონაცემები ბაზაში გადაამოწმეს. დაკავებულის გარეგნული აღწერილობა იმ ეჭვმიტანილის მონაცემებს დაემთხვა, რომელიც რამდენიმე მძიმე დანაშაულის, მათ შორის 20 წლის კეროლაინ კრაუჩის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი.


საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე რამდენიმე დღეში გაათავისუფლა.

0
317
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0