x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
8 მარტივი გზა კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეულ სტრესთან გასამკლავებლად
პანდემია დღითიდღე იჭრება ჩვენს ცხოვრებაში და, სამწუხაროდ, ამას ახლავს უდიდესი სტრესი. მიუხედავად იმ გარემოებებისა, რაც ჩვენ არ გვექვემდებარება, მნიშვნელოვანია, რომ ვფოკუსირდეთ იმაზე, რისი შეცვლაც შეგვიძლია. სტატიაში ვეცდები წარმოგიდგინოთ 8 მარტივი გზა იმისთვის, რომ შევამციროთ ან სულაც თავიდან ავიცილოთ უხილავი მტრის მიერ გამოწვეული სტრესი.

1. გაიგე როგორ გრძნობ თავს

პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ამ პროცესსში არის ჩვენი გრძნობებისა და განცდების შესწავლა. რას გრძნობ - სტრესს, დაღლილობას, აშლილობებს თუ უიმედობას. ეს ყველაფერი ამ რთულ სიტუაციაში სრულიად ნორმალურია. მიეცი შენს თავს დრო, რომ ამოიცნოს ეს გრძნობები და იმუშაოს მასზე. ამაში დაგეხმარება შენი ემოციების ფურცელზე გადმოტანა, სხვებთან საუბრები, შენი ემოციების სხვადასხვა აქტივობაში გამოვლენა. გონების მედიტაცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზაა ამ ემოციების და გრძნობების გასაცნობად და დასაბალანსებლად.

2. შეინარჩუნე შენი რუტინა


არაერთხელ დამტკიცდა, რომ ჯანსაღ რუტინას პოზიტიური გავლენა აქვს მენტალურ მდგომარეობაზე. დღევანდელ პირობებში მნიშვნელოვანია, რომ შევიმუშავოთ ეფექტური რუტინა და მივყვეთ მას. დაიწყე სწორი კვება, ეცადე ნახევარი საათით ივარჯიშო დღეში, დაიძინე და გაიღვიძე ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, მეტი დრო დაუთმე შენს ჰობს და ისიამოვნე. ეცადე შენი დღის თავისუფალი მონაკვეთებიც შეავსო რაიმე სასარგებლოთი.

3. მიჰყევი ჯანდაცვის წესებს

არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში იმყოფები, ყველა ქვეყანაში დაწესებულია მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციები ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ამ წესების გათვალისწინებით, შეგვიძლია, შევამციროთ სტრესი და შფოთვა. დაიბანე ხშირად ხელები და გაიხადე ეს ჩვევად, დაიცავი დისტანცია და არ დაგავიწყდეს პირბადის ტარება დახურულ სივცეებში.

4. იკონტაქტე ოჯახთან და მეგობრებთან

ერთ-ერთი მთავარი სტრესის გამომწვევი კოვიდის პირობებში ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობის სიმცირეა. თუმცა, საბედნიეროდ, 21-ე საუკუნეში ინტერნეტის წყალობით ესეც აღარ წარმოადგენს დიდ პრობლემას. მნიშვნელოვანია, რეგულარულად ვესაუბროთ მათ ჩვენს გრძნობებზე, განცდებზე და წუხილზე. შენს საყვარელ ხალხთან საუბარი დაგეხმარება პოზიტივის შენარჩუნებაში და გაპოვნინებს ახალ გზებს სტრესთან გასამკლავებლად.

5. ფოკუსირდი იმაზე, რისი კონტროლიც შეგიძლია

სანამ სტრესის და შფოთვის ფაზაში ვიმყოფებით, რთულია გავუმკლავდეთ "რა იქნებოდა, რომ.." ფიქრებს და სიტუაციებს. და ხშირად ზუსტად მსგავსი ფიქრებია მთავარი სტრესორი. იმისთვის, რომ შევამციროთ ეს ფიქრები, უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რისი კონტროლიც შეგვიძლია. რა არის ის პოზიტიური ნაბიჯი, რისი გადადგმაც შემიძლია? არსებობს გზა იმისთვის, რომ დავრჩეთ პოზიტიურები? მსგავსი კითხვების დასმა და მათზე პასუხის გაცემა გამოგვიყვანს ნეგატიური და სტრესული მდგომარეობიდან.

6. შეამცირე ახალ ამბებზე და სოციალურ ქსელებზე წვდომა

ამგვარი დიდი, გლობალური მოვლენების დროს, ნორმალურია, გვინდოდეს ინფორმაციის უწყვეტად მიღება. თუმცა ახალი ამბების რეგულარულად კითხვა და ყურება უფრო ზრდის სტრესს. ამის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა, ლიმიტი მივცეთ ჩვენს წვდომას ახალ ამბებზე. შემდეგ ჯერზე, როდესაც ეცდები რაიმე ახლის კითხვას და ყურებას, ეცადე შეაჩერო შენი თავი, შეამჩნო შენი განცდები და გაუშვა ეს ნეგატიური აზრები.

7. ითხოვე დახმარება

უამრავი ადამიანისთვის ეს ძნელია, თუმცა დახმარების თხოვნა მთავარი გასაღებია პანდემიის პერიოდში. მეგობრების, ოჯახის, ფსიქოლოგის დახმარება ყველაზე მეტად შეამცირებს სტრესს, შფოთვას და ყველა ნეგატიურ განცდას.

8. აჩვენე, რომ ზრუნავ

იმის დანახვა, რომ შენ შენს საყვარელ ადამიანებზე ზრუნავ, უდიდეს პოზიტივს დაგანახებს შენც და შენს გარშემომყოფებსაც. image



0
18
შეფასება არ არის
ავტორი:ანამარია კალმახელიძე
ანამარია კალმახელიძე
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0