x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
თალიბებმა ავღანეთში საკვანძო და სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი აიღეს, სახელისუფლო დანაყოფები ტყვედ ბარდებიან

image მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა ავღანეთიდან, შემოდგომამდე ამერიკული ჯარების და მისი მოკავშირეების ჯარების გამოყვანაზე ავღანეთიდან, ძალიან დაიძაბა ვითარება ავღანეთში.
თალიბებმა დაარღვიეს ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და დაიწყეს ავღანეთის სახელისუფლებო ჯარების წინააღმდეგ ბრძოლა.
მართალია ავღანეთის სახელისუფლებო არმია უკვე კარგადაა მომზადებული და კარგადაცაა შეიარაღებული, ძლიერ წინააღმდეგობას ვერ უწევს თალიბების შეტევებს.
მიზეზი კი ერთია-მოტივაციის ნაკლებობა, სამხედროები რომლებიც ახლო წარსულში თავად იყვნენ მოჯაჰედები ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე იბრძვის თალიბების წინააღმდეგ.მეტიც სულ უფრო და უფრო მეტი სამხედრო ბარდება ტექნიკასთან ერთად თალიბ მებრძოლებს.
ავღანეთის არმია დაესმგავსა ყოჩის გარეშე დარჩენილ ცხვრის ფარას, რომელიც უმისამართოდ მიდის გაურკვეველი მიმართულებით.
ამჟამად თალიბებმა ავღანეთში იერიშით აიღეს იმამ საჰიბის რაიონი, რომელიც ტაჯიკეთის საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს. თალიბებმა პრაქტიკულად შესძლეს გასვლა ტაჯიკეთის საზღვართან, რაც უახლოეს პერიოდში ავღანეთის რესპუბლიკას დიდ პრობლემებს შეუქმნის, აუცილებლად დაიწყება შუა აზიიდან თალიბების რიგების შევსება ცოცხალი ძალით.
ტერორისტული ორგანიზაცია "თალიბანის" ერთერთმა საველე მეთაურმა ზაბიჰულა მუდჯახედმა დაადასტურა ინფორმაცია მისი დაჯგუფების მიერ იმამ საჰიბის რაიონზე კონტროლის დამყარების შესახებ.
გამოქვეყნებულ ვიდეოში გარკვევით ჩანს თუ როგორ ბარდებიან ავღანეთის სახელისუფლებო ჯარების სამხედროები, ასევე კარგად ჩანს სახელისუფლებო ძალების მიერ ჩაბარებული ამერიკული შეჯავშნული მანქანების კოლონა, გარდა ამისა ასევე ჩანს თუ როგორ აბარებენ თალიბებს შეიარაღებას ავღანეთის ოფიციალური შეიარაღებული ძალების მებრძოლები.
ამ ეტაპზე თალიბები ავღანეთის 34 პოვინციიდან 26 პროვინციაში ატარებენ შეტევით ოპერაციებს სამთავრობო ძალების წინააღმდეგ.
9 ივნისს გახდა ცნობილი, რომ თალიბებმა დახოცეს ბრიტანულ-ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია "Halo Trust"-ის 10 მოსამსახურე, ეს უმსხვილესი სპეციალიზირებული ორგანიზაციაა რომელიც ეწევა განაღმვით სამუშაოებს ავღანეთში (თქვენს მონა-მორჩილს 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის ავიაციის მიერ ჩამოყრილი და აუფეთქებელი კასეტური ბომბების გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობამ მოუწია აღნიშნულ ორგანიზაციასთან ერთად), ავღანური პოლიციის ოფიციალური განცხადებით თალიბები თავს დაესხნენ ორგანიზაციის ბანაკს ბაგლანის პროვინციაში, თალიბების მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა 10 და დაიჭრა 14 ადამიანი.
ავღანეთიდან აშშ-ს, "ნატოს" და მათი მოკავშირეების სამხედრო შენაერთების ოფიციალური გამოყვანა ავღანეთიდან დაიწყო 1 მაისს და დასრულდება წელს შემოდგომაზე, 11 სექტემბერს, თუმცა ფაქტიურად ჯარების გამოყვანა ავღანეთიდან უკვე აპრილის თვიდან დაიწყო.
imageimageimageimageimageimageimage








0
325
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
325