x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კენდალ ჯენერის მსგავსი "დიზაინერული დვრილები": ახალი ტრენდი პლასტიკურ ქირურგიაში

image


გამჭვირვალე ტოპი მოშიშვლებულ მკერდზე - ასეთმა მოდურმა ტრენდმა, მოდას აყოლილ ახალგაზრდა ამერიკელ გოგონებში მამოპლასტიკაზე მოთხოვნა საგრძნობლად შეამცირა. ახლა მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ისეთ დვრილებზე ოცნებობენ როგორც ეს ცნობილ მოდელს აქვს. ასეთი სიამოვნების მიღება საკმაოდ ხელმისაწვდომ თანხად არის შესაძლებელი: ფასი 700 დოლარიდან იწყება.


image


როგორც ნიუ – იორკელი პლასტიკური ქირურგი, ნორმან როუვი აცხადებს "დიზაინერული დვრილებისთვის" კლინიკაში მას სულ უფრო მეტი მსურველი აკითხავს. ნორმანი ამბობს, რომ ეს ტერმინი სწორედ მან მოიფიქრა. მისი თქმით, დღესდღეობით, გოგონებს შორის ყველაზე პოპულარული სწორედ "კენდალ ჯენერის მსგავსი დვრილებია", ანუ პატარა ზომის, საკმაოდ ღია ფერის, მაგრამ ამავე დროს მუდმივად ერეგირებული ისე, რომ მათი შემჩნევა სამოსის ქვემოდანაც შეიძლებოდეს.


image


2016 წლის დეკემბრიდან, როდესაც სოციალურ ქსელში მოდელმა კენდალ ჯენერმა თანამოაზრეებს მკერდის "გათავისუფლებისკენ" მოუწოდა, "დიზაინერული დვრილების" პროცედურაზე მოთხოვნა 4-ჯერ გაიზარდა. ასეთი პროცედურის ჩატარება, ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე სტანდარტული მამოპლასტიკის. კოდური სახელწოდების "კენდალის მსგავსი" ოპერაციის ჩასატარელად - ექიმები არეოლებს სიმეტრიულს, ანუ ერთი და იმავე ზომისას აკეთებენ, რის შემდეგაც დვრილების ფერის კორექცია ხდება: იმისთვის რომ არეოლები უფრო გაღიავდეს ქირურგები ლაზერს იყენებენ, ხოლო გამუქების შემთხვევაში - ტატუაჟს.


image


და რაც ყველაზე მთავარია - ზომა: ქირურგი დვრილების მოდელირებას აკეთებს და ინექციის საშუალებით მათ უფრო ამოზნექილ ფორმას აძლევს. ექიმი როუვის კლინიკაში ერთი ასეთი ინექციის ღირებულება დაახლოებით 700 ამერიკულ დოლარს შეადგენს, ფილერის ეფექტი კი, პლატისკური ქირურგის თქმით მინიმუმ ორ წელს ნარჩუნდება.





























0
771
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
771