x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ჩვენი პლანეტის მიწისქვეშა ცივილიზაციები

ხელისუფლების და ოფიციალური წყაროების სრული დუმილის მიუხედავად, დამოუკიდებელი მკვლევარები, დასახლების ბევრი პუნქტის ქვეშ, მხოლოდ მიწისქვეშა გვირაბების ქსელის და გალერიების სისტემის არსებობაზე კი არა, მთელი მიწისქვეშა ქალაქების არსებობაზე საუბრობს. როგორც ისინი ამბობენ, პლანეტის ზედაპირის ქვეშ, ჩვენთვის უცნობი ცივილიზაციების მიერ, გიგანტური, მრავალკილომეტრიანი გვირაბებია გათხრილი. და ეს ყველაფერი არ არის! მკვლევართა ინფორმაციით, ეს გვირაბები, ჩვენთვის ასევე უცნობი, მაღალტექნოლოგიური აპარატებით არის გაკეთებული. ხოლო გვირაბები, სხვადასხვა დონეზე მდებარე ქალაქებს, ერთმანეთთან აკავშირებენ.


image


ხმები მიწისქვეშა ცივილიზაციების არსებობის შესახებ, მას შემდეგ გაჩნდა, რაც გასული საუკუნის შუა წლებში, მოყვარულმა არქეოლოგებმა, მიწისქვეშ, პლანეტარული მასშტაბის, ქალაქები და გვირაბები აღმოაჩინეს, რომლებიც აშკარად ხელოვნური წარმოშობის არის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამო–ს საიდუმლოსაც, უფოლოგები მიწისქვეშა სამყაროს უკავშირებენ, რადგან არაერთი თვითმხილველი, ამო–ს მიწისქვეშეთიდან ან წყლის სიღრმეებიდან ამოსვლის ფაქტს ადასტურებს.

imageმიწისქვეშეთში, უმაღლესი ტექნოლოგიებით შექმნილ, იდუმალი სამყაროს არსებობის ფაქტს, ადრე ყურადღებას არ აქცევდნენ. თუმცა, ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ მსგავსი სამუშაოების ჩასატარებლად, ჩვენს ცივილიზაციას, არც გამოცდილება აქვს და არც ტექნიკური საშუალებები გააჩნია. NASA–ს მკვლევარებმა, ფრანგ მეცნიერებთან ერთად, გიგანტური გვირაბების ქსელი მთელს მსოფლიოში აღმოაჩინეს: ევროპაში, ციმბირში, ტიან–შანის მთებში, ჩინეთში, საჰარის უდაბნოში და სამხ. ამერიკაში. ამასთან, აქ საუბარი ძველი ქალაქის ნანგრევების აღმოჩენაზე კი არ არის, რომელიც ერთ დროს დედამიწის ზედაპირზე არსებობდა, არამედ, სწორედ მიწისქვეშა გვირაბებზე და ნაგებობებზეა. ცხადია, რომ ეს ყველაფერი, ჩვენთვის უცნობი ტექნოლოგიებით არის შექმნილი.

არსებობენ ექსპერტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მიწისქვეშა ქალაქების გარდა, უზარმაზარ მიწისქვეშა არეებში, რომლებიც დედამიწის ზედაპირიდან 16 კმ-ს სიღრმეზე მდებარეობს, უცხო ცივილიზაციები დღესაც ცხოვრობენ. ისინი ადამიანებისადმი, უფრო ხშირად, ნეიტრალურად არიან განწყობილნი.

imageმსოფლიოს გავლენიანი ქვეყნების ხელისუფლება და მეცნიერები, ამის შესახებ, ყოველთვის დუმილს ამჯობინებენ, რადგან ამ ფაქტის აღიარების შემთხვევაში, ადამიანის კოსმოსური წარმოშობის და დედამიწაზე, ჩვენზე ბევრად განვითარებული ცივილიზაციების არსებობის ფაქტის აღიარებაც მოუწევთ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიწისქვეშა ცივილიზაციების შესახებ, გასაიდუმლოებული ინფორმაციის ნაწილი CIA და NSA ყოფილმა თანამშრომელმა ედ. სნოუდენმა (Edward Joseph Snowden) გაასაჯაროვა. მან 2013 წ. საიდუმლო ფაილები The Guardian და The Washington Post გადასცა და ქვეყნიდან გაიცა. თუმცა, ოფიციალურმა მედია საშუალებებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საზოგადოებას ამ ინფორმაციისთვის ყურადღება არ მიექცია (სნოუდენს დაუსწრებლად წარედგინა სამშობლოს ღალატის და ჯაშუშობის ბრალდება და დღემდე იძებნება ინტერპოლის მიერ).

ყოველივე ეს, იმის სასარგებლოდ მეტყველებს, რომ მიწისქვეშა ქალაქები და მიწისქვეშა სამყაროები მართლაც არსებობს.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. კართაგენელი მეზღვაურები – ვინ აღმოაჩინა სინამდვილეში ამერიკა?
2. ხელოვნური ინტელექტი ადამიანივით იაზროვნებს
3. მითიური არსებები, რომლებიც რეალურად არსებობდნენ

4. «უთავმოყვარეო» ხილი, თუ შეუცვლელი პროდუქტი ჩვენს რაციონში — ექსპერტები ისევ ვაშლზე ალაპარაკდნენ

5. «დუმილის ზონა» — ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი გამოცანა

6. შეიძლება სიგიჟედ ჩათვალოთ, მაგრამ მეცნიერთა ნაწილი ამ თეორიას მხარს უჭერს

0
722
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
722
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0