x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნაგვის ბუნკერთან ნაპოვნი გოგონას ისტორია,რომელიც"დისკოს მოცეკვავეს" ვარსკვლავმა იშვილა
image

მაშინაც კი, თუ ვერ მოესწარით ინდური ფილმის "დისკო მოცეკვავის" ტრიუმფს, რომელიც 80-იანი წლების მეორე ნახევარში გადიოდა ეკრანებზე, ამ ამბავის წაკითხვის შემდეგ თქვენ მაინც პატივისცემით განიმსჭვალებით იმ მსახიობის მიმართ, რომელმაც ამ ფილმში მთავარი როლი შეასრულა .

image

90-იანი წლების ბოლოს მითხუნ ჩაკრაბორტიმ იშვილა გოგონა, რომელიც მისმა მშობლებმა ... ნაგვის ბუნკერში ჩააგდეს. ეს ამბავი ისეთივე დრამატულია, როგორც ბოლივუდის ფილმების უმეტესობა, მაგრამ ასევე ტრადიციულად ბედნიერად მთავრდება.




ერთი შეხედვით თითქოსდა რა არის ამაში განსაკუთრებული, რადგან ვარსკვლავები ობოლ ბავშვებს ხშირდ იყვანენ და მერე დაუღალავად საუბრობენ ამაზე ინტერვიუებსა და თოქ-შოუებში. ინდოელი მაჩოს მიტხუნ ჩაკრაბორტის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.



კინოვარსკვლავს არავითარი პიარი არ აუგორებია და ამის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცოდა. 90-იანი წლების დასასრულია, ჩაკრაბორტი საღამოს ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ერთმა ამბავმა მიიპყრო მისი ყურადღება. ნაგავსაყრელში გამვლელმა იპოვა პატარა გოგონა, რომელიც მისმა მშობლებმა ნაგავივით მოისროლეს იქ. მან ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის პირას იყო.


სიუჟეტის გასვლიდან მეორე დღეს, დილით ადრე, კლინიკის კართან უკვე იდგა ჩაკრაბორტის ძვირადღირებული მანქანა.


image

ინდოეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი და ყველაზე საყვარელი მსახიობი მეუღლესთან, იოგიტა ბალისთან ერთად საავადმყოფოში მივიდა და განაცხადა, რომ მზად იყო ნაგავში ნაპოვნი გოგონა შვილად აეყვანა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი დონის ადამიანისთვისაც კი არ იყო ადვილი ამ საკითხის მოგვარება. სანამ მსახიობი და მისი მეუღლე შვილად აყვანის საკითხს მოაგვარებდნენ, მათ მრავალი ბიუროკრატიული ინსტანციის გავლა მოუწიათ და ზღვა საბუთების შევსება. საბოლოოდ, როგორც იქნა რამდენიმე კვირის შემდეგ მითხუნ და იოგიტამ შეძლეს ბავშვის თავის სახლში მიყვანა. გოგონას დიშანი დაარქვეს და ის გახდა ერთადერთი ქალიშვილი ოჯახში, რადგან სამი ვაჟი უკვე იზრდებოდა.

image

მართალია, დიშანმა იცოდა, რომ ის მსახიობის ღვიძლი ქალიშვილი არ იყო, მაგრამ ოჯახში მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებას ყოველთვის გრძნობდა - იგი საკუთარივით უყვარდათ და ბიჭებზე მეტად განებივრებულიც კი იყო. მას ჰქონდა ყველაფერი, რაც მოესურვებოდა და საბოლოოდ გოგონა ნამდვილი პრინცესავით გაიზარდა.

image


არავინ იცის ვინ იყვნენ დიშანის ნამდვილი მშობლები, ვინ დატოვა იგი ნაგვის ურნასთან. რა ელოდა საზრდოს გარეშე დარჩენილ ბავშვს, ინდოეთში მილიონ ობოლიდან კიდევ ერთს? უპატრონოთა თავშესაფარი, სიღარიბე, შიმშილი და იქნებ სიკვდილიც?


მაგრამ გოგონამ რამდენჯერმე შეხვდა იღბლიანი ბილეთი - როდესაც იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იპოვეს, როდესაც ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა და როდესაც იგი გახდა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახის წევრი.

image

თავად ჩაკრაბორტი ღარიბ ოჯახში დაიბადა. მამამისი სატელეფონო კომპანიის რიგითი თანამშრომელი იყო, დედა კი დიასახლისი. მის გარდა, ოჯახში სამი და იზრდებოდა და მუდმივად ფულის ნაკლებობას განიცდიდნენ. მსახიობმა ბევრი პროფესია შეცვალა და ... ტერორისტიც კი იყო და სამართალდამცავებსაც ემალებოდა. ასეთი ბედისწერის მქონე ადამიანისთვის გაცილებით ადვილია გააცნობიეროს ღარიბი ხალხის ცხოვრება, ვიდრე მათთვის, ვინც ფუფუნებაში და კეთილდღეობაში გაიზარდა.

image

უნდა ითქვას, რომ დეშანი არ არცხვენს დედობილ-მამობილს. იგი გაიზარდა, კეთილი, მშრომელი, ინტელექტუალური და ძალიან ლამაზი გოგონა. მითხუნ ჩაკრაბორტის ნაშვილები ქალიშვილი ახლა 24 წლისაა და ნიუ იორკის სამსახიობო სკოლის სტუდენტია.

image

image

image

0
492
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
492
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0