x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გლამურული მტაცებლები: საცურაო კოსტიუმები ცხოველური პრინტით - "ინსტაგრამის" ვარსკვლავების ახალი მოდური ტრენდი

image


"მტაცებლური" პრინტი მოდაში კვლავ ბრუნდება, და "ინსტაგრამის" გლამურული მომხმარებლებიც ეგზოტიკური ბიკინებით გარდერობის განახლებას ერთიმეორეს ასწრებენ. ლამაზმანები სოციალურ ქსელში, მრავალრიცხოვანი გამომწერების წინაშე თავს ახალი შენაძენით იწონებენ, ახდენენ რა საფარის მოტივებზე შექმნილი საცურაო კოსტიუმების თავიანთ იდეალურ სხეულზე დემონსტრირებას.


image


ლეოპარდის პრინტი არა მხოლოდ ლეგინსებში გამოწყობილ ფუმფულებს, არამედ გამხდარ გოგონებსაც არანაკლებ იზიდავს. ახალი ტრენდი "ინსტაგრამის" ვარსკვლავების გულებს დღითიდღე სულ უფრო იპყრობს. იდეალური ფორმების მქონე ლამაზმანები ცხელ ფოტოებს სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად აქვეყნებენ და ერთგული მომხმარებლებისგან აღტაცებულ კომენტარებსა და ლაიქების გულუხვ მოსავალსაც სრულიად დამსახურებულად იღებენ. მტაცებელთა მოტივებზე შექმნილი საცურაო კოსტუმები მისაღები არა მხოლოდ პუერტორიკოელი ლამაზმანის ჯენიფერ ლოპესისთვის, არამედ "ვიქტორია სეკრეტის" "ანგელოზებისთვის" და მსოფლიო - შოუ ბიზნესის სხვა ცნობილი ქალბატონებისთვისაც აღმოჩნდა.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






















0
625
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
625