x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
უსამართლო ქორწინებები აზიურად- შოკისმომგვრელი და აღმაშფოთებელი ფაქტები ფოტოსურათებთან ერთად

აზიის ჩამორჩენილ ქვეყნებში დღესაც გოგონების 40-70% ქორწინდება 18 წლამდე, 12 წლამდე - 5-20% (მაქსიმალური - იემენსა და ავღანეთში). ჩვეულებრივ, მათში ქორწინება გარიგებით ხდება: გოგონას ყიდულობს მისი ქმარი, რომელიც 3-5 ჯერ უფროსია მასზე და გოგონას არ აქვს უფლება შეეწინააღმდეგო მას, სასჯელი სხეულის საშინელი დაზიანებები და სიკვდილიც კი შეიძლება იყოს.

image

ინდოეთში ხშირია ბავშვების დაქორეინებები 5-12 წლამდე ასაკის გოგონებს 40-70 წლის მამაკაცებზე ათხოვებენ მშობლები, სასჯელები დაუმორჩილებლობისთვის არის გამართლებული “ტრადიციებით", სიტყვებით “ჩვენი ბაბუები ასე იქცეოდნენ", "სამხრეთელი გოგონები ნაადრევად მწიფდებიან", "14 წლის ასაკში მშობიარობა კარგია ორგანიზმისთვის" და ა.შ.

image

ჟურნალმა Time-მა აღწერა 10 წლის იემენელი გოგონას ცხოვრება, რომელმაც ასეთ პატარა ასაკში მოასწრო დაქორწინებაც და განქორწინებაც. გოგონა სახელად ნუჟუდი ყველაზე ახალგაზრდა განქორწინებული გოგონა გახდა მსოფლიოში. მისი ისტორიით საერთაშორისო ჟურნალებიც დაინტერესდნენ, პარიზში გადასახლების შემდეგ გოგონამ ავტობიოგრაფიული წიგნიც კი გამოსცა. ორივე ფოტოსურათზზე სწორედ ეს გოგონაა.

imageimage

10 წლის ნუჟუდის შემდეგ, მისი მაგალითით, მისმა თანამემამულემ, 9 წლის არვა აბდუმ განქორწინების მოთხოვნა შეიტანა. მალე, მეზობელ საუდის არაბეთში, კიდევ ერთმა გოგონამ, ზრდასრული მამაკაცის 8 წლის ცოლმა განქორწინებას მიაღწია. მათ შემდეგ 11-12 წლის გოგონებმაც დაიწყეს ჩივილი.

მაგრამ, ყველას ისე ვერ უმართლებს როგორც ნუჟუდს გაუმართლა, ჩამორჩენილ ქვეყნებში დაუმორჩილებელი გოგონები დღესაც ისჯებიან, ან კვდებიან, მათ ბედს კი არავინ კითხულობს. ხშირ შემთხვევაში, ქალები თვითონვე წყვეტენ თავის მოკვლას, უმეტესად საკუთარი თავის დაწვას ცდილობენ. უცხოურ მედიაში მრავალი ფოტო გვარცელებულა იმ გოგონების, რომლებმაც თავის დაწვა სცადეს, მაგრამ სასწაულად გადარჩნენ.

imageimageimageimage
ახლა კი ფოტოსურათები, სადაც გარიგებით ქორწინებებია აღწერილი:

ავღანეთი. 55 წლის საიდ მუჰამედი და 8 წლის როშან კასემი ნიშნობის დღეს სოფელ ჩავოშში. პატარძლის 60 წლის მამამ, აბდულ კასემმა თქვა, რომ ის თავს უბედურად გრძნობდა, რადგან ქალიშვილი სხვის სახლში ასე ადრეულ ასაკში მიაბარა, მაგრამ უკიდურესმა საჭიროებამ მას არჩევანი აღარ დაუტოვა.

imageimage

ავღანეთი. პოლიციელმა მალალაი კარარმა დააკავა 35 წლის ჯანანი მას შემდეგ, რაც მან 15 წლის ცოლის, ჯამილას მოკვლა სცადა. ჯამილა დედასთან გაიქცა ქმრისა და დედამთილის მხრიდან რამდენიმეწლიანი ძალადობის შემდეგ. მამაკაცი გოგონას მოსაკლავად მისდევდა, მაგრამ საბოლოო ჯამში გოგონას ბებიას მიაყენა ჭრილობები, რომელიც შვილიშვილის დაცვას ცდილობდა. ჯამიმა 1 წლის ასაკში დანიშნეს, 10 წლისა კი უკვე ცოლად გააყოლეს მამაკაცს.

image

ავღანეთი. 40 წლის ფეიზ მუჰამედი და 11 წლის გულამ ჰიდერი, მისი მშობლების სახლში, ქორწილის წინა დღეს, სოფელ დამარდაში.

image

ავღანეთი. 13 წლის მაჯაბბინ მოჰამედი (მარცხნივ), ქმრისა და მისი პირველი ცოლის გვერდით.

image

იემენი. ტაჰანი (ვარდისფერში) მხოლოდ 6 წლის იყო, როდესაც ცოლად გააყოლეს 25 წლის მაჯედს (მის გვერდით მდგომი). ფოტოზე კიდევ ერთი გოგონაა - ის დაქორწინდა 8 წლის ასაკში.

image

იემენი, ახალგაზრდა გოგონები ქორწინების წინ

image

იემენი. აზია, 14 წლის დედა, მეორე ქალიშვილს აბანავებს, პირველი შვილი 12 წლის ასაკში გააჩინა.

image

ინდოეთი, მამას 5 წლის გოგონა მიჰყავს საქორწინო ცერემონიაზე 15 წლის ბიჭთან.

imageimage

ინდოეთი, ასამის შტატი. ჰასინა მეუღლესთან, ალისთან ერთად დგას. ის დაქორწინდა 13 წლის ასაკში, ფოტოს გადაღების დროს დროს ის 14, 5 წლისაა და ორსულობის მეხუთე თვეშია.

image

ისევ ინდოეთი, გოგონა 12 წლისაა, ბიჭი კი 14 წლის

image

ინდოეთი, ამჯერათ საქმროც სა საცოლეც თანატოლები, 7 წლისანი არიან.

image

იემენი. 14 წლის დებრიტუ ქმარს გამოექცა. ის წითელი ჯვრის წევრებმა შეიფარეს და დახმარების ცენტრში გადაიყვანეს.

image

პალესტინა, ღაზას სექტორი, მცირეწლოვანი გოგონების მასობრივი ქორწინების ცერემონია.

image























13
942
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
942
  
2021, 30 ივნისი, 14:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 29 ივნისი, 11:07
,,რაც ამ ქვეყნად ცოდვა-ბრალი ტრიალებს, ზეცა რატომ არ შავდება, ნეტავ?" - სხვა არაფერი გამახსენდა, ამ ფოტოების შემხედვარე(((
2021, 23 ივნისი, 23:34
კარგი სამეზობლო მყავს ქალაქშიც და სოფელშიც, მაგრამ მაინც უხერხულად ვგრძნობდი თავს.
მეამაყება ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი ბიჭები, ეროვნების განურჩევლად საქართველოს ვაჟკაცი შვილები არიან.
მთელ "გირჩს" მირჩევნია ნებისმიერი სამხედრო ჩემი შემადგენლობიდან.
2021, 23 ივნისი, 22:47
სინამდვილეში უხერხულად არ უნდა იგრძნოთ თავი,რადგან საქმეს აკეთებს და ამიტომაც გაქვთ საშვი. ჩემს უბანში ბიჭებსაც აქვთ საშვი სამსახურიდან და რეაქცია მხოლოდ კარგი მაქვს. ის,რომ მე და ძალიან ბევრს არ გქვქონდა საშვი,არ ნიშნავს რო სხვას არ ქონდეს ან არ უნდა ქონოდა. ეს არ არის პრივილეგია,ეს არის მოვალეობა და პასუხისმგებლობა. როგორც ჩემს უბნელებს ვუთხარი,თუ ვინმეს არ მოსწონს თქვენი საშვი,მაშინ შემოგიერთდნენ და მათაც ექნებათ. მეც მქონდა იმის შესაძლებლობა რო გამეკეთებია საშვი,თან არა ერთჯერადად,მაგრამ არ ვთვლიდი საჭიროდ ამის გაკეთებას. თუ რამე დამჭირდებოდა,ზარი ბიჭებთან და პრობლემაც არ ყოფილა არასოდეს.

პ.ს. თუ ვინმეს სურდა საშვი,მაშინ გირჩის საბუთით არ უნდა ერბინა კომისარიატში და წასულიყო ჯარებში,რა იციან და იქნებ მოწონებოდათ.
2021, 23 ივნისი, 20:04
მე მესმის თქვენი, შერჩევითი სამართალი ამაზრზენია.
კიდევ კარგი კომენდანტის საათი იხსნება, თორემ უხერხულად ვგრძნობდი თავს.
სამსახურის გამო საშვი მაქვს და ნებისმიერ დროს ვმოძრაობდი საჭიროების მიხედვით, როცა მეზობელი სახლის წინ მდებარე აფთიაქში ვერ გადადის ასთმიანი შვილისთვის პრეპარატის საყიდლად.
2021, 23 ივნისი, 19:11
ცნობისათვის,ქალაქში მოსიარულე ქურთების ბავშვებს ისე მოისვრიან ხოლმე და ამაზე რეაქცია არავის აქვს. ინდოეთში ეძებენ ბავშვებს და აგერ რუსთაველი გადაჭედილია ეგეთი ბავშვებით. ამაზე რეაქცია ხომ არ აქვთ,მერე დაგიჯდებიან და მოგიყვებიან ათასს სიგიჟეს ადამიანის უფლებებზე,ცალკე გაყოფენ ქალებს,ბავშვებს და ლგბტ საზოგადოებას. ეს არის სრული სიგიჟე,რომლისკენაც მიგვაქანებენ ეს ტვინგამორეცხილი ვითომ ადამიანთა უფლებების მცველები და სინამდვილეში გრანტიჭამია ადამიანები. რეალურად,ვერც კი ხვდებიან რას ან რატო უწევენ პრპაგანდას ან რა შედეგები ენება ამას. დადგება დრო,როცა მოთმინება აივსება და ისეთი სიტუაცია იქნება რო მშიერი ძაღლი პურის ასაღებად არ გამოვა გარეთ. ეჭვი მაქვს,რომ ამას მე და თქვენ მოვესწრებით სამწუხაროდ.
2021, 23 ივნისი, 19:02
შესაძლოა,ისე გამოდიოდეს რო რაღაცის მომხრე ვარ და ადამიანების მოდგმა მეზიზღება. უბრალოდ,არ მომწონს,როცა ადამიანებს თავზე ახვევენ თავიანთ შეხედულებებს და ცდილობენ მათზე ზეწოლას. თუ შეცვლა უნდათ,მაშინ შეიცველებიან და არც სჭირდებათ არც ლომჯარია და არც ტვინნაღრძობი ენჯეოშნიკები. რა გგონიათ,რომ ეს ძალადობის ფორმა არ არის? ძალდატანებით ვერაფერს შეცვლით და არც გამოსვლია არავის საუკუნეების მანძილზე. დავუშვათ,რომ ვარ ფეხბურთელი და მოედანზე მუხლის მოდრეკას მთხოვენ,რაც არ გავაკეთე. ამის გამო მსოფლიო მედია და ყველა ვითომ ადამიანის უფლებების დაცველები ჩემს კრიტიკას დაიწყებენ,შესაძლოა სანქციებიც დამიწესონ. არადა,ჩემი ადათი და ჩვეულებას მიყვები,არ არის სწორი ჩემთვის მუხლის მოდრეკა ვინმესთვის. თან არავისთვის არაფერი დამიშავებია არც მე და არც ჩემს ქვეყანას. ეს ძალადობა არ არის? რატომ უნდა შევიცვალო იმის გამო და მივაფურთხო ჩემს ჩვეულებას? ჩემი ბრალი ხომ არ არის პოლიციელმა ამერიკაში ვიღაც რო მოკლა ან მე ხომ არ მყოლია შავები მონებად. იგივე ლგბტ პროპაგანდის შემთხვევაში,უნგრელებმა აკრძალეს პროპაგანდა და ამისათვის აკრიტიკებენ ინგლისში,გერმანიაში ა.შ. ეს არ არის ძალადობა? არ მსურს,ჩემმა შვილმა უყუროს პოპაგანდას სკოლაში,ქუჩაში ან ავტობუსში. სად არის ჩემი და ჩემი შვილის უფლებები? რატომ ფიქრობენ,რომ მარტო მათ აქვთ უფლებები? თუ ვინმეზე ძალადობენ,მაშინ ეგ არის დასჯადი ქმედება,როგორც ჩემზე რო იძალადოს ვინმემ ან თქვენზე. ჩემი აზრით,ის ხალხი,ვინც პროპაგანდას უწევს მსგავს საკითხებს,არაფრით არ განსხვავდება კომუნისტებისგან თუ ფაშისტებისგან. ისინიც ცდილობდნენ,რომ ერთი რასა გამოეყვანათ და ადამიანები შეეცვალათ. მესმის,რომ ჯერ ვერ ხვდებით ამას,მაგრამ სულ მალე ამის დანახვა ადვილი იქნება. ჰიტლერიც "თანამდეროვე აზროვნების" ხალხმა მოიყვანეს მთავრობაში და სტალინიც დიად მიზანს ემსახურებოდა,მაგრამ რაც გამოვიდა ყველამ ვიცით. 3 დღის წინ გახდა ცნობილი უნგრელების გადაწყვეტილება და მაშინვე ჩაირთო პროპაგანდის მანქანები,დაიხარჯა უამრავი ფული. კი,დაჩაგრულებს გვანან აბა რა,3 დღეში მსოფლიო მაშტაბის პროპაგანდის მოწყობა შეუძლიათ და დაჩაგრულები რანაირად არიან? ცნობისათვის,მილიონობით ბავშვი შიმშილობს მსოფლიოში და ყატარში ინდო
2021, 23 ივნისი, 18:53
არა, მე ვერავის ავუკრძალავ საკუთარ ადათებზე და ტრადიციაზე უარი თქვას, უბრალოდ წმინდა ადამიანური მოსაზრებით ვთვლი ასეთ საქციელს ბარბაროსობად.
პედოფილიაა აშკარად სახეზე.
სამწუხაროდ არის საქართველოში, მათ შორის ჩემს რეგიონშიც როცა ერთი გვარის ადამიანები ქორწინდებიან.
მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ მოგვარეებს შორის ურთიერთობას, ჩემი მოგვარეები გურიაშიც ცხოვრობენ (ჩიჩუებზე მაქვს საუბარი) და მათთანაც იდეალური ურთიერთობა მაქვს, კაცებთან ძმური და ქალებთან და-ძმური, რადგან ჩემებად ვთვლი.
გეთანხმებით, მეფეების ღვთიური წარმომავლობა უბრალოდ მითია და კარგად იყენებდნენ ხალხის სამართავად.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გვარი ერთერთი ყველაზე წარჩინებული იყო ოდიშის სამთავროში, ვთვლი რომ მონარქიის აღდგენა სრული უაზრობა იქნებოდა საქართველოში.
კაცი იყავი და გინდა თავადური წარმომავლობის იყავი და გინდა გლეხი.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10