x
მეტი
  • 27.11.2021
  • სტატია:115197
  • ვიდეო:352754
  • სურათი:489159
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია
image


როგორ შეიძლება ნორვეგიაში მოხუცი ქალის წყენინება ავტობუსში ადგილის დათმობით? რატომ არ შეიძლება ჩინეთში დიასახლისისთვის ყვავილების ჩუქება? რამდენად ჭკვიანები არიან დათვები და როდის მოკლეს ინგლისში ბოლო მგელი? ეს და კიდევ მრავალი სხვა გემრიელი საზრდო აზროვნებისთვის, აქ თავმოყრილია ყველაზე განსხვავებული და წარმოუდგენელი ფაქტები მთელი მსოფლიოდან და სხვადასხვა ისტორიული ეპოქიდან.


image


ნორვეგიაში ხანდაზმულისთვის ტრანსპორტში ადგილის დათმობა მიღებული არ არის. ითვლება, რომ ამით ხაზს თქვენს ფიზიკურ უპირატესობას უსვამთ.


image


შტატებში რესტორანში ქალის ნაცვლად გადახდა კარგ ტონად არ ითვლება, ვინაიდან ამერიკელი ქალბატონების აზრით, ამით მამაკაცები თავიანთ ფინანსურ უპირატესობას უსვამენ ხაზს.


image


ჩინეთში დიასახლისისთვის სახლში ყვავილების მიტანა მიღებული არ არის. ითვლება, რომ ამით სტუმარი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სახლი იმდენად ულამაზოა, რომ მის მოსართავად სამშვენისი თავად მიაქვს.


image


1937 წლამდე ნიუ – ჯერსის პლაჟებზე მამაკაცის შიშველი ტორსით გამოჩენა აკრძალული იმ მოტივით იყო რომ მოსახლეობას "თავიანთ პლაჟებზე გორილების ხილვა არ სურდა".


image


გერმანიაში პირველი ხელოვნური ნაძვის ხეები ბატის შეღებილი ბუმბულისგან მზადდებოდა.


image


სანტა - კლაუსის ირემთა უმეტესობას მამრობითი სახელი აქვს, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ მამალი ირმები საშობაოდ რქებს იცვლიან, სწორედ ამიტომ სანტები დედალ ან დაკოდილ ირმებთან ერთად მოგზაურობენ.


image


1870 წლამდე აბორტის გაკეთების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა ჯანმრთელი კბილის ამოღება იყო. ითვლებოდა, რომ ტკივილს შეეძლო სპონტანური აბორტისთვის ხელი შეეწყო (სპონტანური აბორტი ვითარდება ქალის ორგანიზმზე ან ნაყოფზე უშუალო ზემოქმედების გარეშე. მისი გამომწვევი მიზეზებია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმები (სიმძიმის აწევა, დაცემა, მუცლის დაშავება, მძიმე განცდა) და თვით ნაყოფის დაავადებანი.


image


ძველ რომში კოსმეტიკური ქირურგიის პრაქტიკას იყენებდნენ. კაცები ზურგზე ნაწიბურებს იშორებდნენ რადგან ის სამარცხვინოდ ითვლებოდა. მსგავსი ნაჭრილობევის შემთხვევაში შეიძლება ვინმეს ეფიქრა რომ ბრძოლის დროს მეომარმა მტერს ზურგი აქცია.


image


არის შემთხვევები, როდესაც დათვები ქვებს ხაფანგში ყრიდნენ, რათა მისი ამოქმედებისას სატყუარას მშვიდად შექცეოდნენ.


image



1927 წლიდან ბრიტანეთის არმიაში შუბი ოფიციალურ იარაღად აღარ ითვლებოდა.


image


ბევრი მეზღვაური ოქროს საყურეებს ატარებდა, რათა მოულოდნელი სიკვდილის შემთხვევაში ისინი ღირსეულად დაეკრძალათ.


image


ინგლისში ბოლო მგელი 1500 წელს მოკლეს, ირლანდიაში - 1770 წელს, დანიაში კი - 1772 -ში.

image


ბრიტანეთის საზღვაო ძალების კანონის თანახმად, ზღვაში დაკრძალვისას, სხეულს ტომარაში ათავსებდნენ. ბოლო ნაკერს მიცვალებულის ტუჩებზე უნდა გაევლო, რათა დარწმუნებულიყვნენ რომ ადამიანი ნამდვილად გარდაცვლილი იყო.













0
1226
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1226