x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
ფრედი მერკურის 11 იშვიათი ფოტო, რომელიც პაპარაცებმა მისი სიკვდილის წინ გადაიღეს
image

ბრიტანული როკ - ჯგუფის "Queen"- ის თაყვანისმცემლები სიხარულს ვერ მალავდნენ როდესაც მსოფლიო ეკრანებზე "ბოჰემური რაფსოდია" გამოვიდა, 2018 წელს რეჟისორ ბრაიან სინგერის მიერ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი, ცნობილი როკ-ჯგუფის "Queen"-ის სოლისტისა და ლეგენდარული მუსიკოსის ფრედი მერკურის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობდა.


image


ფილმის გარშემო არსებული დაპირისპირების მიუხედავად, მისმა საერთო მოგებამ მთელ მსოფლიოში 900 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რამაც ის ყველაზე მაღალშემოსავლიან მუსიკალურ ბიოგრაფიულ ფილმად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ "ბოჰემური რაფსოდია" სავსე იყო გრანდიოზული მუსიკალური კომპოზიციებითა და საოცარი კოსტიუმებით, ფილმში არც მერკურის ორიენტაციისა და არც მისი დაავადების შესახებ საუბარი არ ყოფილა, თუმცა მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე პაპარაცების მიერ გადაღებულმა ფოტოებმა მის პირად ცხოვრებას ნათელი მოჰფინა, რაზეც ყველა კმაყოფილი ნამდვილად არ დარჩენილა.


image


ფრედი მერკური, რომელსაც დაბადებისას ფაროჰ ბულსარა დაარქვეს, პაკისტანელ მშობლებს ტანზანიაში შეეძინათ. მისი პიროვნება სცენაზე იყო კაშკაშა და ექსპრესიული, სცენის მიღმა კი, ის თავის პარტნიორთან ჯიმ ჰატონთან ერთად საკმაოდ მშვიდ ცხოვრებას ეწეოდა.


image


ფრედი თავის პირად მცველთან ტერი გიდინგთან და საკუთარ შეფ - მზარეულთან ჯო ფანელთან ერთად



ამიტომ, როდესაც მომღერალს შიდსის დიაგნოზი დაუსვეს, მისმა კოლეგამ, გიტარისტმა ბრაიან მეიმ განაცხადა, რომ ფრთხილად უნდა ემოქმედა.


image


"ის თანაგრძნობას არასდროს ითხოვდა. ის იყო ძალიან ძლიერი პიროვნება და ყოველთვის უყვარდა თავისი ბედის თავად კონტროლი", - განაცხადა ბრაიანმა მერკურის შესახებ.


imageimage


კონცერტის შემდეგ ფრედი მანქანაში ჯდება, ღელავს რადგან გარშემო ბევრი ადამიანი ირევა.


image

"მას შემდეგ რაც თავისი დაავადების შესახებ შეიტყო მას თვალებში ვერანაირ დრამას და ვერც ცრემლებს ვერ შეამჩნევდით. ის წარმოუდგენლად ჩაკეტილი იყო", - დაამატა მეიმ.


image


მტკიცდება რომ "Daily Mirror"– ში გამოქვეყნებული ეს ფოტოები ფრედი მერკურის უკანასკნელი კადრებია, მუსიკოსი 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა.


image



კადრებში ფრედის უკვე ისედაც დაპატარავებული სხეული კიდევ უფრო მყიფედ გამოიყურება.


image



ის ბრონქოპნევმონიით გარდაიცვალა, რომელიც მომღერალს აივ - ინფექციისა და შიდსის ფონზე განუვითარდა.


image


სიცოცხლის ბოლო დღეებში ლეგენდარული მომღერალი მარტო არ ყოფილა. ის უახლოესი მეგობრების გარემოცვაში იყო, და რაც მთავარია, მის გვერდით მისი პარტნიორი ჯიმ ჰატონი გახლდათ.


image


წყვილმა ერთმანეთი 1984 წელს ერთ - ერთ კლუბში გაიცნო, სადაც ფრედიმ მას სასმელის ყიდვა შესთავზა. იმ პერიოდისთვის ჰატონი ურთიერთობაში იმყოფებოდა და შეთავაზებაზე უცნობ მამაკაცს უარი უთხრა. ერთი წლის შემდეგ ისინი კლუბში კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, და მას შემდეგ აღარც დაშორებულან. მათმა სიყვრულმა 6 წელს გასტანა.


image


ჰატონი და მერკური თავიანთ ურთიერთობას საიდუმლოდ ინახავდნენ, მაგრამ 1994 წელს მომღერლის პარტნიორმა გადაწყვიტა საზოგადოებისთვის პირადი მომენტები მემუარების მეშვეობით გაეზიარებინა, რომელსაც "მერკური და მე" უწოდა.


image


ეს ფოტოები ჰატონმა 1991 წელს ლონდონის გარდენ ლოჟში, მათი სახლის უკანა ეზოში გადაიღო.


imageimage










0
236
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
236