x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
კონორ მაკგრეგორი: როგორ გახდა ირლანდიელი სანტექნიკოსი საბრძოლო ხელოვნების მეფე

image


UFC- ცნობილი ირლანდიელი მოკრივე კონორ მაკგრეგორი - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახლავთ. 32 წლის სპორტის საბრძოლო სახეობების "მეფედ" აღიარებული მოკრივე დღეს უკვე პრინცივით ცხოვრობს. მაკგრეგორს ადამიანების უმრავლესობა აღმერთებს, თუმცა ასე ყოველთვის არ ყოფილა. შერეული ორთაბრძოლების (MMA) ირლანდიელი მებრძოლი დუბლინის გარეუბანში, მუშათა კლასის ოჯახში გაიზარდა და ჭუჭყიანი, სპორტული დარბაზებიდან და სანტექნიკოსის თანაშემწეობიდან მსოფლიო პოპულარობამდე მას საკმაოდ გრძელი და წინააღმდეგობებით აღსავსე გზის გავლა დასჭირდა.


image


კონორ მაკგრეგორი 1988 წლის 14 ივლისს, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დაიბადა. როგორც მისი მშობლები, ტონი და მარგარეტი ამტკიცებენ პატარა შეკრული მუშტებით დაბადებულა.


image


მაკგრეგორმა სიყმაწვილე დუბლინის გარეუბანში, კრამლინში გაატარა. ბავშვობიდან ის სპორტით, კერძოდ კი, ფეხბურთით იყო გატაცებული, შერეული საბრძოლო ხელოვნების მომავალი ვარსკვლავი, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულმხურვალე გულშემატკივარი გახლდათ, თავად კი "ლუდერს სელტიკის" შემადგენლობაში თამაშობდა. მაკგრეგორი ძირითადად, კრამლინის კრივის კლუბში ვარჯიშობდა, სადაც მალევე შერეული საბრძოლო ხელოვნებითაც დაინტერესდა.


image


დუბლინში მან ჯონ კავანა გაიცნო, რომელიც საბოლოოდ, მისი მწვრთნელი გახდა. სავარჯიშო დარბაზი, სადაც მაკგრეგორი დადიოდა კავანას ეკუთვნოდა, სწორედ იქ სცემა მან სპარინგის დროს მის ორ საუკეთესო მებრძოლსაც. კავანამ სწორედ ამ შეხვედრისას ჩამოართვა კონორს პირობა რომ ის დარბაზში ივარჯიშებდა, და მის მიღმა ქუჩურ ბრძოლებს არ მოაწყობდა.


image


სანტექნიკოსად მუშაობა მაკგრეგორს იმის საშუალებას აძლევდა რომ მას გადასახადები გადაეხადა და მშიერი არ ყოფილიყო. ისეც ხდებოდა რომ 12 საათიან ცვლაში მუშაობის შემდეგ ის პირდაპირ დარბაზში მიდიოდა, სადაც საათობით ვარჯიშობდა. სწორედ ამ დროს დაიწყო მან თავის მომავალ მეუღლესთან, დი დევლინთან შეხვედრა.


image


როდესაც მან სამუშაოს თავი დაანება, რათა მთლიანად ვარჯიშზე ყოფილიყო კონცენტრირებული, მშობლები მისი ამ გადაწყვეტილებით იმდენად უკმაყოფილო დარჩნენ რომ მამასთან მას ლამის ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოუვიდა. "შენ კიდევ ინანებ, როდესაც მილიონერი გავხდები, - წამოიძახა მაშინ კონორმა.


image

მიუხედავად ყველაფრისა, მაკგრეგორი თავის ფესვებს არასდროს ივიწყებდა, სანამ ის ლას ვეგასში მეივეზერის ბრძოლისთვის მოსამზადებლად ირლანდიას დატოვებდა, ტრევორ სუინმა მას საჩუქრად მებრძოლის ლოგოიანი ჭადრაკის ნაკრები გადასცა, რომლის შესაქმნელადაც ის ექვსი თვის განმავლობაში შრომობდა.


image


სუინმა განმარტა, რომ ჭადრაკის ნაკრები სიმბოლურად წარმოადგენდა მაკგრეგორის გზას სანტექნიკოსობიდან რინგის მეფობამდე, მისი თქმით, ეს გზა დაიწყო სწორედ იმ მომენტში, როდესაც კონორმა მტკიცედ გადაწყვიტა საქმისთვის ხელი პროფესიონალურად მოეკიდა.


image


2008 წლის მარტში მაკგრეგორმა პირველად იასპარეზა როგორც შერეული საბრძოლო ხელოვნების მოკრივემ, დაამარცხა რა გარი მორისი მეორე ტურში. მან კიდევ ექვსი ბრძოლა გამართა, საიდანაც ორში დამარცხდა, სანამ გამარჯვებების დაუმარცხებელი სერია დაეწყებოდა, რამაც ცნობილ ირლანდიელს მსოფლიო პოპულარობა და აღიარება მოუტანა.


image


კარიერის დასაწყისში, 16 წლის მაკგრეგორი შემთხვევით შეხვდა შერეული საბრძოლო ხელოვნების ოსტატს ჩაკ ლიდელს.


image


პირველი ექვსი საცდელი ორთაბრძოლის შემდეგ, კონორმა მომდევნო რვა პირველ და მეორე რაუნდებში მოიგო და "Cage Warriors"- ის ჩემპიონი ორ წონით კატეგორიაში გახდა. მალე ის UFC -ის პირველ ბრძოლაშიც მიიწვიეს.


image


2013 წლის 6 აპრილს UFCისთვის მაკგრეგორის დებიუტი მარკუს ბრიმეჯთან შედგა, რომელიც მან პირველივე ტურში ნოკაუტში ჩააგდო. სწორედ იმ ჩხუბის ფოტო იქცა პირველ პუბლიკაციად კონორის ახლა უკვე ცნობილ ინსტაგრამ ექაუნთზე.


image


მაკგრეგორმა საკუთარ იახტას, რომელიც მან 3 მილიონ დოლარად შეიძინა "188" დაარქვა - ეს იყო შემწეობის ის თანხა, რასაც მომავალი ვარსკვლავი სახელმწიფოსგან ყოველკვირეულად იღებდა.


image


UFC- ის პრეზიდენტი დენი უაითი ახალბედა მოკრივის ორთაბრძოლით აღფრთოვანებული იყო. "ეს მისი პირველი ბრძოლაა UFC- ში. ის ოქტაგონზე შევიდა და ისე დაიწყო ცემა, თითქოს მისი მეასე ყოფილიყოს".


image


2015 წლის 12 დეკემბერს მაკგრეგორმა მე -13 წამზე ბრაზილიელი ჟოზე ალდუ ნოკაუტში ჩააგდო. ეს იყო UFC - ის ტიტულის ბრძოლების ისტორიაში ყველაზე სწრაფი მოგება.


image


კონორი მსუბუქ წონით კატეგორიაში ჩემპიონობისთვის სერიოზულად იყო განწყობილი, რაფაელ დუს ანჟუსთან ბრძოლა ჯერ კიდევ მარტში დაიგეგმა, თუმცა ბრაზილიელი იძულებული გახდა ტრავმის გამო ამ შეხვედრაზე უარი ეთქვა. მის ნაცვლად UFC 196 -ის ტურნირზე ნეიტ დიასი გავიდა.


image


დიასი საშუალო წონით კატეგორიაში ვარჯიშობდა, ხოლო მაკგრეგორმა წონის მომატება გადაწყვიტა, ფიქრობდა რა რომ 2 კვირაში მასთან შესახვედრად სრულ მზადყოფნაში იქნებოდა.


image


თუმცა, დიასმა ბრძოლა მეორე რაუნდში მოიგო. ეს გახლდათ მაკგრეგორის ერთადერთი მარცხი UFC- ის კარიერაში.


image


მიუხედავად ასეთი მტკივნეული წაგებისა, 2016 წელს კონორი გახდა პირველი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი რომელიც "Forbes"- ის 100 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის სიაში მოხვდა.


image

2016 წელს მაკგრეგორი ჟურნალმა "ESPN Body Issue"-იმ საკუთარი გამოცემის ფოტოსესიისთვის მიიწვია.


image


რევანში მართლაც რომ დაუნდობელი იყო, დანებება არცერთ მათგანს არ სურდა.


image


დიასმა ირლანდიელთან განმეორებითი მატჩი - რევანში ამჯერად, მწარედ წააგო.


image


სამი თვის შემდეგ მაკგრეგორმა UFC- ის მსუბუქი წონის ტიტულისთვის რინგზე ედი ალვარესი გამოიწვია. ბრძოლის დაწყებამდე კონორი, ჩვეული თავდაჯერებლობით საკმაოდ გამომწვევად იქცეოდა.


image


მაკგრეგორმა ბრძოლა (ტექნიკური ნოკაუტით) მოიგო და ორ წონით კატეგორიაში ჩემპიონიც გახდა. გამარჯვების შემდეგ მან განაცხადა, რომ ცოტა ხნით სპორტისგან დასვენება სურდა, რადგან მამობისთვის ემზადებოდა.


image



2017 წლის 5 მაისს მაკგრეგორს ვაჟი შეეძინა.


image


ერთი თვის შემდეგ, ლას – ვეგასში კონორ მაკგრეგორსა და დაუმარცხებელ ფლოიდ მეივეზერს შორის სპორტის ისტორიაში ყველაზე გახმაურებული ბრძოლა ოფიციალურად გამოცხადდა, რაც 2017 წლის 26 აგვისტოს წლის ყველაზე მთავარ მოვლენად იქცა.


image


ირლანდიელი ჟურნალისტებს მისთვის დამახასიათებელი ჩვეული მანერით ყოველ შეხვედრაზე არწმუნებდა რომ 40 წლის მეივეზერს მეორე რაუნდში დაამარცხებდა, მაგრამ როგორც ორთაბრძოლამ აჩვენა კონორი როგორც შოუმენი უფრო ნიჭიერი აღმოჩნდა, ვიდრე მოკრივე.


image


მეივეზერმა მე-10 რაუნდში მაკგრეგორი ნოკაუტით დაამარცხა და საუკუნის ორთაბრძოლაც მოიგო.


image


როგორც არ უნდა იყოს, UFC -ის ისტორიაში ყველაზე ცნობილმა მებრძოლმა სულ მთლიანობაში თითქმის 100 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ოდესღაც მამისთვის მიცემული პირობაც პირნათლად შეასრულა.


















0
442
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
442