x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
„ალბათ, მიკბინა და თვითონ მოიწამლა...“ - რა გადახდა თავს ირინა სარიშვილს?
image


ცნობილია, რომ პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. ის ყოველდღიურად წერს პოსტებს და მეგობრებს თავს გადამხდარ ამბებს უზიარებს. გულწრფელი, საკმაოდ თამამი სტატუსები მისი სტილია. მისი აზრები ხშირად გამხდარა განხილვის საგანი.


როგორც სარიშვილი დღევანდელ პოსტში წერს, მან შარვლის ქვეშ მკვდარი მორიელი იპოვა.

.


„ქუჩიდან შემოსული, ფართხუნა შარვალი მაცვია და წვივის ზემოთ რაღაც უცხო სხეულმა შემაწუხა. ხელი შევყავი და გამოვიღე მკვდარი მორიელი! კუდაპრეხილი მკვდარი!

.

მე რომ ზოგადად მწერების ფობია მაქვს და ბუზზეც რომ შეიძლება ფანჯრიდან გადავხტე, ეს ყველა ჩემმა ახლობელმა იცის.

.

მორიელთან, ცოცხალთან ადრეც მქონდა შეხება, როცა 2 წლის საბას ვიწრო ჯინსში უძვრებოდა ბაგებში, მარტო აპრეხილი კუდი უჩანდა, მართლა თითებით გამოვიღე კუდით და მოვისროლე ცოცხალი. მერე როცა მომასულიერეს, ვამბობდი, ალბათ შოკი მიიღო ასე უპატივცემულოდ რომ მოვისროლე და ამიტომ ვერ მიკბინათქო.

.

აი, ახლა რა ვიფიქრო, არ ვიცი – ალბათ მიკბინა და თვითონ მოიწამლა და დაიბრიდა...

.

მომიწევს მემუარებში მორიელებთან ურთიერთობის ცალკე თავად შეტანა, როგორც ვატყობ...“- წერს სარიშვილი.

1
415
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
415
  
2021, 18 ივნისი, 19:39
რაღაც დაგინახა უეჭველი და გული გაუსკდა.
0 1 1