x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
"იმ ტუპოი პორტუგალიელ ს**ს"-რას წერს მიშა მშვილდაძე რონალდუზე
image

ართველი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე სოციალური ქსეით ეხმაურება კრიშტიანუ რონალდუს ჟესტს, რა დროსაც პრეს-კონფერნციის დროს დემონსტრაციულად გვერდზე გადადო "კოკა-კოლა":


"იმ ტუპოი პორტუგალიელ ს**ს კიდე, დიდი იმედი მაქვს, მთელი სიბერე ვერონებში და პიაჩენცებში არბენინებენ ბურთის გახეთქვამდე რომ კოკა კოლას დაკისრებული ჯარიმები იხადოს"-წერს მიშა მშვილდაძე და იქვე კომენტარში განმარტებას აკეთებს, რომ არ უყვარს პოპულისტი ადამიანები და იმედი აქვს, რომ კოკა-კოლა მალე დიდ ჯარიმას დააკისრებს პოტრუგალიელ ფეხბურთელს.

image


შეგახსენებთ, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ევროპის ჩემპიონატზე გამართულ პრესკონფერენციაზე "კოკა-კოლას" ორი ბოთლი გვერდზე გადადგა.ხელში აიღო წყლის ბოთლი, დაანახა საზოგადოებას და წამოიძახა:"წყალი დალიეთ" .


როგორც ცნობილია, "კოკა-კოლა"ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სპონსორია, კრისტიანუ რონალდუს ამ განცხადების შემდეგ, "კოკა-კოლას" აქციების ფასი 4 მილიარდით გაუფასურდა და $242 მილიარდიდან $238 მილიარდამდე დაიწია.

თუმცა მალე გაირკვა, რომ რონალდუს განცხადებას "კოკა -კოლას" აქციების ვარდნასთან არავითარი კავშირი არა აქვს და ეს არის მითი, რომელიც პრესამ აიტაცა, სიმართლე ისაა, რომ ზუსტად ორშაბათს, 14 ივნისს, კოკა-კოლას აქციების ექს დივიდენდის დღე იყო.

• ყოველ კვარტალში - წელიწადში 4-ჯერ - კოკა-კოლა აქციონერებს უხდის დივიდენდებს - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი უნაწილებს მოგებას.

• ივნისის დივიდენდის მისაღებად (0, 42 აშშ დოლარი), 11 ივნისამდე უნდა გქონდეთ კოკა-კოლას წილი და 14 ივნისი პირველი დღეა, კომპანიის აქციების მისაღებად - ამ დროს აქციის ფასები ეცემა პლუს-მინუს დივიდენდის ზომის მიხედვით.




15
600
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
600
  
2021, 22 ივლისი, 0:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 23 ივნისი, 16:46
კი ბატონი ეგრეა,მაგრამ იმას რა ვუყოთ,თვითონ რონალდუ რო უკეთებდა რეკლამას? ეს არის პრობლემა,თორე რაც უნდა ის თქვან და ვისაც უნდათ იმას გაუპარტახონ ბიზნესი. 10 წლის წინ რეკლამას რო უკეთებ ამ კოკა-კოლას და მილიონებს იღებ,ხოლო 10 წლის მერე ამბობ,რომს საწამლავია,ამას ერთი ადგილის თამაში ქვია.
2021, 23 ივნისი, 16:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 18 ივნისი, 23:49
დღეს ყიფიანის დაბადების დღეა და ასეთი ინტელიგენტი მოთამაშეები მოკლა დიდმა ფულმა
2021, 18 ივნისი, 23:48
თავისთავად,დიდმა კორპორაციებმა მოიტანეს ფული და ამ ფულმა დაღუპა ფეხბურთი.
2021, 18 ივნისი, 22:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 18 ივნისი, 21:22
მე თუ ვყიდი ღვინოს და თქვენ პურს,მაშინ მე უნდა მოგემსახუროთ კარგად და მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია ამ პროდუქტზე. ამას იმიტომ კი არ გავაკეთებ,რომ თქვენზე ვფიქრობ,ჩემს თავზე უნდა ვიფიქრო,რადგან როცა პურზე მოვალ თქვენთან უმი პური ან დაბინძურებული პროდუქტი არ მომყიდოთ. ყველა ადამიანი გამყიდველია და ყველა მყიდველია,დღეს თუ მე ვყიდი რაღაცას,ხვალ თქვენ გაყიდით და ერთმანეთი უნდა გავითვალისწინოთ. ესაა სწორი მიდგომა მარკეტინგშიც და ცხოვრებაშიც. აქ ერთი პრობლემაა,ერთი თუ ცდილობს იყოს პატიოსანი მარკეტოლოგი 99 ცდილობს მოტყუების გზით ადამიანების დაზომბებას,რაც იმ ერთს ცუდ დღეში აგდებს და შიმშილისთვის წირავს ჩემსავით(უსამსახუროობას ვგულისხმობ,თორე არ მშია). სადამდე გაძლებს ის "უკანასკნელი მოჰიკანი" ეგ არის საქმე,თორე მერე წავა ბარდაგი თუ წავა. ასერომ ადამიანების,ჩვეულებრივი მოკვდავთა ბრალიც არის აქ და ესეც უნდა ითქვას.

პ.ს. არავის ეგონოს რო კოკა-კოლის დიდი მოყვარული ვარ,წელიწადში ორჯერ ან სამჯრ თუ დავლევ,ისიც სვა ზა თუ არ არის. უბრალოდ,არ მომწონს ადამიანები,რომლებიც ფულის გამო იცვლიან შეხედულებებს და მორალს,რაც რონალდუმ და მისნაირმა ბევრმა გააკეთა.
2021, 18 ივნისი, 21:14
გეთანხმებით,კარგ სპექტაკლს არაფერი სჯობია,მარა ამ ფეხბურთის ყურებაც რო მიყვარს...

ყველა ბიზნესი ცდილობს თანხების დაზოგვას და ბიზნესის ეფექტურობის გაზრდას. არც რეკლამირებაშია ცუდი არაფერი. ადამიანებმა უნდა ცადონ და მეტი განათლება უნდა მიიღონ,ასევე მეტი ინფორმაცია მიიღონს პროდუქტზე. მესის ან რონალდუს გამო რო ყიდულობენ რამეს ან არ ყიდულობენ,ეს მათ დაბალ თვითშეფასებაზე მეტყველბს და კომპანია არაფერ შუაშია. გარკვეული კურსები გავიარე და გავდიოდი მარკეტინგში და როცა ლექტორმა მკითხა,რა არის მარკეტინგიო ძალიან მარტივი პასუხი გავეცი:) მძ... კარგად შეფუთვის ხელოვნებაათქო და კურსიდან მომხსნა :) ჩემგან არ დადგებოდა მარკეტოლოგი ეს თავიდანვე ვიცოდი,მარა ცოდნა მაინც შევიძინე. პრინციპში შეიძლება კარგი მარკეტოლოგი ვუწოდო თავს,მარა ჩემნაირებს იმ კურსის არ იყოს,არსად აჩერებენ. "ოქროს წესის" მიმდევარი გამოვდექი და დამსაქმებელმა ეგრე არ გამოვაო,თუ სიმართლე უთხარი მომხმარებელს არავინ მოვა შემდეგშიო და დამემშვიდობა. ასერომ კარგად მესმის რასაც გულისხმობთ ცდუნებაზე,მარა აქაც ადამიანების მორალამდე დავდივართ. ჩვენვე ვუჩალიჩებთ ერთმანეთს ამ სიგიჟეებს და მერე გვიკვირს დიდი კორპორაციები,რატო გვიყენებენ.
2021, 18 ივნისი, 20:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 18 ივნისი, 20:10
კოკა-კოლა 1950 წლიდან თანამშრომლობს ფიფასთან და ფეხბურთის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ყოველ 5 წელიწადში ნახევარმილიარდს ხარჯავს ფეხბურთში. ასეთმა კომპანიებმა გახადეს ფეხბურთი მასობრივი და ეხლა იმის ძახილი რო მავნეა არის უადგილო. ვისაც არ უნდა არ დალიოს და არ შევიდეს იმ ტოტალიზატორში. თუ ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას,რომ დალიოს ბევრი კოლა და თავისი ქონება წააგოს ტოტალიზატორში,მაშინ ეს მისი პასუხისმგებლობაა. თუ მე ვიცი,რომ მავნებელია ეს კოლა და მაინც ვსვავ,ხოლო ტოტალიზატორი ცუდია და მაინც ვარ მომხმარებელი,მაშინ თქვენ რა შუაში ხართ ან კოკა-კოლა? მე მაგალითად მიყვარს ლუდი,ჩიფსი და კარგი პრემიერლიგის თამაში ან სანაკრებო ტურნირები. ვიცი,რომ მავნეა,მაგრამ ეგრე ბევრი რამეა მავნე.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ,რომ აქ სადაო არაა რაღაცის მავნებლობა და არც ვცდილობ ამას. ჩემთვის გაუგებარია,რანაირად იყო კარგი კოლა 10 წლის წინ და რატო არის ეხლა ცუდი. როგორც ამბობს ეგ რონალდუ,თავის ბავშვს უშლის კოლას მოხმარებას,მაგრამ რეკლამით სხვის შვილებს ატენიდა მაგ პროდუქტს. მესის ლეისის რეკლამა ავიღოთ და პეპსიზე გითხარით უკვე. თუ ფულს უხდის,მაშინ მაგარია კოლა და თუ არა წყალი ჯობია. მაგ სპონსორებს უნდა უთხრას მადლობა,რადგან საყვარელ საქმეს აკეთებს და დიდ ფულს შოულობს. არამარტო მაგან,ბევრმა კიდევ.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10