x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
ცნობილი ვარსკვლავები, რომლებსაც საკუთარი ფანები შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

image

შოუბიზნესის ვარსკვლავებისთვის, გულშემატკივრები ფაქტობრივად შემოსავლის წყაროა, ამიტომაც მათ ყოველთვის კარგად ექცევიან, თბილად მოიხსენიებენ და ცდილობენ სოციალური ქსელებით ახლოს იყვნენ. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თავიანთ ფანებს თავს ნამდვილად არ ევლებიან:


1. ქანიე უესტი

2016 წელს თაყვანისმცემლებმა სარჩელი შეიტანეს და რეპერი თაღლითობაში დაადანაშაულეს. უესტმა გამოაცხადა, რომ მისი ახალი ალბომის The Life of Pablo ყიდვა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ Tidal- ის ფასიანი გამოწერით, თუმცა მალე ყველა სიმღერა საჯარო გახდა კომპანიამ კი კარგი ფული იშოვა წინასწარი ყიდვებიდან. ფანებს ასევე აღიზიანებთ ისიც, რომ რეპერი საკუთარი კონცერტებზე აგვიანებს, თვითნებურად ამცირებს კონცერტის დროს ან საერთოდაც დაწყებამდე რამდენიმე საატით ადრე აუქმებს მას.

image

2. ლედი გაგა

ლედი გაგა ცნობილია თავისი გულშემატკივრებისადმი გულწრფელი სიყვარულით, მაგრამ ტაივანელმა ფანებმა ვერ დააფასეს მომღერლის საქციელი, 2012 წელს Born This Way-ს ტურის დროს. ტაილანდში გაფრენამდე მომღერალმა თვითერზე დაწერა, რომ კონცერტამდე აუცილებლად იყიდდა ყალბ როლექსს. ტაილანდელებმა ეს ფრაზა შეურაცხმყოფელად ჩათვალეს და განაცხადეს, რომ მათი ქვეყანა უფრო საინტერესო და განვითარებულია, ვიდრე მომრერალს ჰგონია.

image

3. რიანა

რიანა სასტიკად მოექცა ერთ-ერთ ფანს რომელმაც სკოლის გამოსაშვებ საღამოზე მომღერლის ჩაცმულობა გაიმეორა. რიანამ ტვიტერში გამოაქვეყნა შესადარებლად თავისი და ფანის ფოტო კოლაჟით და დააწერა- "მოლოდინი და რეალობა".

2011 წელს გულშემატკივრებმა აღშფთებულები იყვნენ რიანას საათნახევრიანი დაგვიანებით ბელფასტში კონცერტზე. მეტიც, მომღერალი სცენაზე ნასვამი ავიდა. ბოსტონში კი კონცერტზე 3 საათით დააგვიანა და ფანებს ბოდიშიც არ მოუხადა.

image

4. კრისტიან ბეილი

2012 წელს მსახიობის ყოფილმა პუბლიცისტმა ჰარისონ ჩანგმა ისაუბრა მსახიობის უპატივცემულო ქცევებზე თაყვანისმცემლების მიმართ. ბეილის არაერთხელ უყვირია ფანებისთვის, როდესაც ავტოგრაფს სთხოვდნენ, ერთხელ პატარა გოგონებიც აატირა. ფანების წერილებს კი საერთოდ მუქარებით პასუხობს. ჩანგმა თავად აღიარა, რომ ბეილთან მუშაობის შემდეგ მან ინტენსიური თერაპია გაიარა, რადგან თვითონაც ხშირად ხდებოდა მისი ტემპერამენტის მსხვერპლი.

image

5. ბრიტნი სპირსი

ბრიტნი ფანებისგან შორს იჭერს თავს, ყოველთვის დისტანციას იცავს და შეხვედრების დროს აფრთხილებს წინასწარ, რომ არ მიუახლოვდნენ და საჩუქრები არ მიუტანონ. ერთ-ერთ ფასიან შეხვედრაზე, სადაც ფანებმა 2 500 დოლარი გადაიხადეს, მომღერლისგან უბრალო ღიმილიც ვერ მიიღეს.

image

6. ჯასტინ ბიბერი

ბიბერი ხშირად ჩხუბობს თაყვანისმცემლებთან და ერთხელ ფანის ტელეფონიც კი გატეხა იმის გამო, რომ სურათი ნებართვის გარეშე გადაუღო. ტორონტოში მომღერალმა სასტუმროს აივნიდან გადააფურთხა შეკრებილი ფანებისკენ, შემეგ კი დასცინა მას, ვისაც მოხვდა.

2016 წელს ბიბერმა განაცხადა, რომ თავს ზოოპარკის ცხოველად გრძნობდა, როდესაც ავტოგრაფს სთხოვდნენ. იმავე წელს, ნიუ – ჯერსიში კონცერტის დროს, მომღერალი გაუბრაზდა ფანებს, რომლებიც სცენაზე ნივთებს ისროდნენ “ არაფერი ისროლოთ, თქვენი ნაგავი არ მჭირდება!"

image

7. კამერონ დიასი

მსახიობი ფანებს ცივად ექცევა და უარს ამბობს ავტოგრაფების მიცემაზე. ფანმა მასთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, რომ როდესაც მსახიობს ავტოგრაფი სთხოვა, უთხრა “თუკი ხელს მოგიწერ, მაშინ სხვებიც მთხოვენ", ამიტომ ყველას უარი უთხრა.

image







0
292
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0