x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
საქართველოს დიდი მეგობარი არტურ ლაისტი ქართველი ქალების შესახებ

image


მე ვილაპარაკე ქართველი ქალების სილამაზეზე, ყველა ლამაზი ქალი აქ თითქოს ერთმანეთს ჰგავს: თვალები ყველას შავი, დიდრონი და მიბნედილი აქვს, მიხრა-მოხრა მძიმე, სიცოხლე აკლიათ თითქოს;

მათი შავი თვალები ძალიან იშვიათად ბრწყინავენ იმ ცეცხლით, რომელიც ასეთ ეშხსა და სიტურფეს მატებს ყოველ ლამაზ სახეს! მაგრამ, როცა ქართველი ქალი გამოცოხლდება ცეკვა-თამაშის დროს, მაშინ იგი მშვენიერია.


ქართველი ქალის სილამაზე ძალიან ხანმოკლეა, იმათთვის მხოლოდ ცხოვრების გაზაფხული არსებობს, ზაფხული კი მაშინვე შემოდგომად გადაექცევათ - 25_26 წელს რომ მიაღწევს, ქართველი ქალი ჭკნობას იწყებს, ჭკნება სწრაფად, როგორც ყველა ლამაზი ყვავილი საქართველოს ცხარე მზის ქვეშ...

0
397
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0