x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ქაოსი, ანტისანიტარია, კანიბალიზმი... მსოფლიოს 5 ციხე საშინელი რეპუტაციით

image


ითვლება, რომ ციხე დამნაშავის გამოსასწორებელი ადგილია, თუმცა, მსოფლიოში იმდენად მკაცრი, სასტიკი და აუტანელი ციხეებია, რომ ძნელი დასაჯერებელია, იქიდან ვინმე “გამოსწორებული" გამოვიდეს:


1. კარანდირუ, ბრაზილია

ბრაზილიის მეგაპოლისის, სან-პაულოს ახლოს მდებარე ციხე ჯერ კიდევ 2002 წელს დაიხურა, თუმცა მასზე დღემდე საუბრობენ. ციხე 1920 წელს აშენდა და მას მერე რეკონსტრუქცია არ გაუკეთებიათ. თავისი არსებობის 80 წლის განმავლობაში და აგურისა და ბეტონის საშინელი კომპლექსი იყო ამაზრზენი პირობებით და საშინელი ანტისანიტარიით.

image
კარანდირუში ცხოვრების ზუსტი აღწერა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც თავად გაიარეს ეს ჯოჯოხეთი. პატიმართა რაოდენობა ერთდროულად 7 500-დან 10 000-მდე იყო, დაწესებულებას კი 1000--მდე თანამშრომელი ჰყავდა. დაცვის წევრები 4 ცვლაში მუშაობდნენ, შესაბამისად, საუკეთესო შემთხვევაში, ციხეში ერთდროულად 250-ზე მეტი მცველი არ იყო. პატიმრებიც თავისუფლად გრძნობდნენ თავს და ხშირი იყო ძალადობა, ნარკომანია და გარყვნილება.

image
ციხეში ყოველი მეხუთე პატიმარი შიდსით იყო დაავადებული, სამედიცინო დაწესებულება პრიმიტიული დანადგარებით იყო აღჭურვილი და მძიმე დაზიანების შემთხვევაში პატიმარს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. ხშირი იყო თვითმკვლელობის შემთხვევებიც.

image
ბრაზილიის საშინელ ციხეს კიდევ ერთი საშინელი რეკორდი აქვს. 1992 წელს აქ მოხდა ბრაზილიის ისტორიაში ციხის ყველაზე სისხლიანი არეულობა. ყველაფერი დაიწყო დაპირისპირებული კრიმინალური დაჯგუფების ორ პატიმარს შორის ჩხუბით და გადაიზარდა ნამდვილ აჯანყებაში, რომელიც ციხის მცველებმა და პოლიციამ იარაღით აღკვეთეს. არეულობების კონტროლის ოპერაციის დროს 111 პატიმარი დახვრიტეს.


2. ტადმორი, სირია

ტადმორის ციხე ISIS- ის ტერორისტებმა გაანადგურეს 2015 წელს. ამის მიუხედავად, იგი მაინც შეიძლება ჩაითვალოს წამების და სიკვდილით დასჯის მსოფლიო რეკორდსმენად. ტადმორის ციხებში ხალხს წამლავდნენ ტოქსიკური ნივთიერებებით, მძიმე ნარკოტიკებით, კიდებდნენ ფეხებით, აშიმ/სილებდნენ, წყალს არ აძლევდნენ... ყველანაირ საშუალებას უქმნიდნენ სწრაფად სიკვდილისთვის.

image

ყველაფერი რაც ციხეში ხდებოდა, ცნობილი იყო ხელისუფლებისთვისდა ზოგჯერ მათი ბრძანებითაც აწამებდნენ პატიმრებს. ტადმორის პატიმრების ყველაზე მეტი ჟლეტა 1980 წლის 27 ივნისს მოხდა. ქვეყნის პრეზიდენტ ჰაფეზ ასადზე მკვლელობის მცდელობის შემდეგ, სირიის პოლიციამ მოკლა, სხვადასხვა შეფასებით, 500-დან 1200 ადამიანი. ხოცვა-ჟლეტის დროს ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებიათ - პატიმრებს სცემდნენ სიკვდილამდე სიკვდილით ფოლადის წნელებით, მილები და და ჯოხებით. მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა, სავარაუდოდ, არასოდეს გახდება ცნობილი, მაგრამ მოწმეები ამტკიცებდნენ, რომ სულ მცირე ორი კვირა დასჭირდა გვამების მოშორებას და ეზოების, დერეფნების სისხლისგან გაწმენდას.

image

საჯარო ორგანიზაციებმა თავისას მიაღწიეს და ციხე 2001 წელს დახურეს. 2011 წელს ციხემ პატიმრებს თავისი კარი ისევ გაუღო. მართალია აღარავის კლავდნენ, თუმცა საშინელი პირობების გამო, საშუალოდ წელიწადში 20 პატიმარი იკლავდა თავს.

3. გიტარამა, რუანდა

რუანდაში მდებარე ციხე საკმაოდ პატარაა, თუმცა მასზე ბევრს საუბრობენ. ციხე იმ გათვლებით ააგეს, რომ მასში ერთდროულად 500 პატიმარი იქნებოდა, მიუხედავად ამისა ციხეში საშუალოდ 6000 ადამიანი იხდიდა სასჯელს.

image
ციხეში პატიმრებს ფაქტობრივად ერთმანეთზე სძინავთ მცირე კამერებში. ციხეში კანალიზაციის სისტემაც კი არ არის და პატიმრები ექსკრემენტებზე დადიან, გამკლავება უწევთ უამრავ მწერთანაც.

image

ციხის მცველები არც კი ინტერესდებიან რა ხდება შენობის შიგნით, მეტიც, ნამდვილი ძალაუფლება აქ კრიმინალურ დაჯგუფებებს აქვთ, რომლებიც ერთმანეთსაც ებრძვიან. ამას შეიძლება დაემატოს მუდმივი შიმშილი, რაც ხშირად იწვევს პატიმრებში კანიბალიზმს. გიტარამში სამედიცინო მომსახურება არ არის და ადამიანები მის კედლებში თითქმის ყოველდღე იღუპებიან დაავადებებისგან. ქვეყნის ხელისუფლება ციხის გამოსასწორებლად არაფერს არ აკეთებს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ კი სიტუაცია უფრო გაუარესდა.

image

4. ბანგკვანგი, ტაილანდი

ეს ციხე ყველამ კარგად იცის ფილმიდან "Bangkok Hilton", რომელშიც მთავარ როლს ასრულებს ნიკოლ კიდმანი. მოდურ სასტუმროსთან შედარება მწარე დაცინვაა იმ პირობებისა, რომელშიც ამ ციხის პატიმრები იძულებულნი არიან იცხოვრონ. საკნების უმეტესობა 6 – დან 4 მეტრის ზომაა, რაც ხელს არ უშლის ადმინისტრაციას თითოეულში 25 ადამიანის განთავსონ.

image

საცხოვრებელ ოთახებში სააბაზანოები არანაირად არ არის გამოყოფილი, პატიმრები დღეში ერთხელ იკვებებიან და რაციონი არასოდეს იცვლება - ეს არის მოხარშული ბრინჯი და მოხარშული ბოსტნეული.

image
შხაპზე საუბარიც რ არის, პატიმრები მადლიერები არიან, თუკი თვეში ერთხელ დაბანას მოახერხებენ. სასმელი წყალიც ძალიან ცუდი ხარისხის აქვთ, რაც მათ დაავადებას იწვევს პარაზიტებით.

image
ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ ციხე გარედან საკმაოდ პრესტიჟულად გამოიყურება, სუფთა ეზოთი და გაშენებული ყვავილებით ეზოში.

5. დიარბაქირი, თურქეთი

დიარბაქირის ციხე მდებარეობს ამავე სახელწოდების ქალაქში, რომელიც საკურორტო და ტურისტულ ცენტრად ითვლება. მაგრამ ამ გამასწორებელ დაწესებულებაში დაკავების პირობებსა და რეჟიმს არ შეიძლება ეწოდოს არა მხოლოდ საკურორტო, არამედ უბრალოდ ადამიანური. ეს ერთ-ერთია იმ მოზრდილთა ციხეებიდან, სადაც არასრულწლოვან დამნაშავეებს, მათ შორის უვადო თავისუფლების აღკვეთილებს, შეუძლიათ სასჯელის მოხდა.

image

ციხის ადმინისტრაციას ძალაუფლება აქვს, ისინი არ ერიდებიან პატიმართა უმიზეზო ცემას, წამებაც ჩვეულებრივი მოვლენაა ამ ციხის კედლებში. 1996 წელს აჯანყების შეკავების მიზნით დაცვის წევრებმა 10 ადამიანი მოკლეს, 23 კი დააზიანეს.

image
ციხე რა თქმა უნდა გადავსებულია, აქ საწიროზე გაცილებით მეტი პატიმარია ერთად. არ არსებობს მოზრდილებისთვის რეაბილიტაციის პროგრამები ან სამედიცინო პირობები, რომ აღარაფერი ვქვათ უხარისხო წყალსა თუ საკვებზე.








0
313
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0