x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ღორები ალბათ უფრო სუფთად ცხოვრობენ საღორეში, ვიდრე ამ ბინების მფლობელი ადამიანები საკუთარ ბინებში

image ფრაზა-"მხოლოდ ბრიყვს სჭირდება წესრიგი, ჭკვიანი კი მეფობს ქაოსზე" გამოჩენილ მეცნიერს ალბერტ აინშტაინს ეკუთვნის.
ბევრმა ეს ფრაზა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო და საკუთარი საცხოვრისი ნაგავსაყრელად აქცია ამ სიტყვის სრული გაგებით.
მესმის ისეთი დროა ყველაფერი გათვლილი უნდა გქონდეს რათა დრო გეყოს ყველაფრისათვის, მაგრამ ისიც მესმის ყველაფერს ერთბაშად ვერ მოასწრებ.
მე არ მესმის ადამიანების რომლებიც ელემენტარულ ჰიგიენას არ იცავენ, არც ის მესმის ახალგაზრდა გოგო ან ბიჭი რატომ უნდა ყარდეს ოფლის სუნით, წლებია უკვე პირადად არც სამარშრუტო მიკროავტობუსებით და არც მატარებლით არ მისარგებლია. განა იმიტომ, რომ მე სხვაზე უკეთესი ან სხვაზე გამორჩეული ვარ. არა და არა, უბრალოდ ვერ ვიტან დაუბანელი ადამიანის სუნს, საშინელებაა როცა ადამიანი ფეხზე იხდის და ისეთი "სურნელოვანი არომატი" მოდის შენი ყნოსვის აპარატისკენ.
მინდა შემოგთავაზოთ თანამედროვე რეალობა, რომელიც არც ისე ლამაზი და მისაღებია ნორმალური ადამიანებისათვის.
არ მესმის აქ ან ოჯახმა ან თუნდაც მარტოხელა ადამიანმა როგორ უნდა იცხოვროს, ან ანტისანიტარიის გამო მუნი არ უჩნდებათ, ან მღრღნელები ან უსიამოვნო სუნი არ აწუხებთ?
თითქოს დაუჯერებელიც კია, ასე ცხოვრობდეს საკუთარ ბინაში ადამიანი, მაგრამ გვინდა არ გვინდა ესაა რეალობა.
როგორც სათაურში ავღნიშნე, ღორი საღორეში ალბათ უფრო სუფთად ცხოვრობს ვიდრე ეს ადამიანები საკუთარ ბინებში.
არავის განვსჯი, უბრალოდ ეს მიუღებელია!!!
image
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

















0
354
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
354