x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ქორწინების 6 უჩვეულო ისტორია, რომელიც ამტკიცებს, რომ სიყვარული ბრმაა

image

ხშირად გვესმის ფრაზა “სიყვარული ბრმაა", ამ გრძნობას არც საზღვრები აქვს და არც რაიმე ნორმა. საზოგადოება ასე თუ ისე გაგებით ეკიდება ქორწინებებს, როდესაც ერთ-ერთი მათგანი საგრძნობლად უფროსია, თუმცა თუკი სხვა რაიმე სპეციფიურ განსხვავებას ხედავენ, წყვილი მასინვე განხილვის საგანი ხდება:


1. 31 წლის კაილ ჯონსი დაქორწინდა 91 წლის მარჯორი მაკკულზე

წყვილი 3 წლის წინ დაქორწინდა. ჯონსის თქმით მას ყოველთვის იზიდავდნენ ასაკიანი ქალები, თუმცა ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ცოლად ბებიის ტოლ ქალს მოიყვანდა.

image

2. ვერნ ტროიერი და ჯენის გალენი

2004 წელს მსახიობი ვერნ ტროიერი დაქორწინდა Playboy-ს მოდელ ჟენევივ გალენზე. მსახიობის სიმაღლე 82 სანტიმეტრია, მოდელის კი 188 სანტიმეტრი. ქორწინებიდან მეორე დღეს წყვილი დაშორდა, მამაკაცმა ჩათვალა, რომ ქალი მასზე მხოლოდ ფულის გამო დაქორწინდა.

image

3. ინდოელი მანგლი მუნდა მაწანწალა ძაღლზე დაქორწინდა

ქორწილი სოფლის საბჭოს გადაწყვეტილებით შედგა. რატომღაც მათ ჩათვალეს, რომ ქალის ძაღლზე დაქორწინებით სოფელი ბოროტებას განდევნიდა. რმდენიმე თვის შემდეგ გოგონამ უკვე მამაკაცზე იქორწინა.

image

4. 28 წლის ჩინელი მამაკაცი თოჯინაზე დაქორწინდა

ქორწინება მას შემდეგ შედგა, რაც მამაკაცს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ვინაიდან მას ქორწილი სურდა, მაგრამ არ უნდოდა, რომ გოგონას გული სტკენოდა მისი მოსალოდნელი სიკვდილის გამო, თოჯინაზე დაქორწინება არჩია.

image

5. ჭარბთმიანი მამაკაცი და მისი ცოლი

მიუხედავად იმისა, რომ 32 წლის ჩინელ იუი ჩენხუანს სხეულის 96% მუქი და ხშირი თმით ჰქონდა დაფარული, ამ ფაქტმა მამაკაცს დაქორწინებაში ხელი ვერ შეუშალა.

image

6. გრეის გედლერმა საკუთარ თავზე იქორწინა

6 წლიანი მარტოსულობის შემდეგ, ბრიტანელმა გრეის გედლერმა გადაწყვიტა, რომ მამაკაცი საერთოდ არ სჭირდებოდა და საკუთარ თავს 50 კაციანი ქორწილი მოუწყო.

image








0
504
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
504
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0