x
რა არის ფსიტაკოზი ანუ იგივე თუთიყუშის ცხელება?

image

ფსიტაკოზი არის ინფექცია გამოწვეული ბაქტერია Chlamydia psittaci-ით, ასევე უწოდებენ თუთიყუშის დააავდებასაც.როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს, ინფექციის წყაროს წარმოადგენს თუთიყუში, თუმცა მატარებელი შესაძლოა იყოს სხვა ფრინველიც, ისინი ინფექციას გადასცემენ ადამიანს.
ფსიტაკოზის შემთხვევები აღწერილია არგენტინაში, ავსტრალიასა და ინგლისში, უფრო მეტად გავრცელებულია ტროპიკულ გარემოში, თუმცა შესაძლოა გამოვლინდეს ყველგან, სადაც თავს იყრიან ფრინველები.
უმეტეს შემთხვევებში თუთიყუშის ცხელება/სპიტაკოზი ადამიანს გადაეცემა სხვადასხვა ფრინველის გზით, ამ სიას მიეკუთვნება:
თუთიყუში
ქათამი
ინდაური
მტრედი
გრძელკუდა თუთიყუში
ავსტრალიური თუთიყუში
იხვი

ფსიტაკოზი ფრინველიდან ადამიანს გადაეცემა ინფიცირებული ფრინველის ხელში დაჭერის ან მისი სხეულის სხვადასხვა სეკრეტთან ურთიერთქმედების შედეგად, ასევე კბენის ან ''კოცნის’’ დროს, როდესაც ხდება ნისკარტთან შეხება.
იშვიათად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, თუმცა არის ასეთი შემთხვევებიც, ძირითადად ინფიცირებული ადამიანის ხველება-ცემინების შედეგად გამოფრქვეულ ნაწილაკებთან კავშირის შედეგად.

როგორ ხდება ინფიცირებული ფრინველის შეცნობა?
ინფიცირებულ ფრინველებს ყოველთვის არ აქვთ სიმპტომები.ისინი შეიძლება თვეობით იყვნენ ბაქტერიის მატარებელი მანამ, სანამ პირველი სიმპტომი გამოვლინდება.
ფრინველის მხრივ ძირითადი სიმპტომები არის ცახცახი და სუნთქვის გაძნელება, სხვა სიმპტომებს მიეკუთვნება:
გამონადენი ცხვირიდან და თვალებიდან
დიარეა
განავლისა და შარდის ფერის ცვლილება
წონის კლება
ლეთარგია და ძილიანობა
დაავადებული ჩიტი ჭამს უფრო ცოტას ან საერთოდ წყვეტს ჭამას.


ადამიანების შემთხვევაში სიმპტომები მოგვაგონებს გაციებას ან პნევმონიას.ინკუბაციური პერიოდი 10-დან 19 დღემდე მერყეობს.

ფსიტაკოზს აქვს სხვა ბევრი ისეთი სიმპტომი, რომელიც შეიძლება დააკავშიროთ გაციებასთან, ესენია:
ტემპერატურის მომატება
გულისრევა და ღებინება
კუნთებისა და სახსრების ტკივილი
დიარეა
სისუსტე
დაღლილობა
ხველება (უმეტესად მშრალი)

სხვა სიმპტომებს მიეკუთვნება:ტკივილი გულ-მკერდის მიდამოში, ქოშინი და მგრძნობელობა მომატება სინათლის მიმართ.
იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი ორგანოების ანთება:ტვინი, ღვიძლი, გული.
ასევე, შესაძლოა შეამციროს ფილტვების ნორმალური ფუნქციონირება და გამოიწვიოს პნევმონია.

არსებობს მთელი რიგი დაავადებებისა, რომლებსაც აქვთ საერთო სიმპტომები ფსიტაკოზთან, შესაბამისად დიფერენციუალური დიაგნოზი უნდა გატარდეს შემდეგ დაავადებებთან:
ბრუცელოზი
ტულარემია
ინფექციური ენდოკარდიტი
გრიპი
ტუბერკულოზი
პნევმონია

დიაგნოსტირება ხდება ანამნეზის შეკრებით, ტარდება სისხლის ანალიზი, მიკრობიოლოგიური კვლევა, გულმკერდის რენტგენოგრაფია და ანტისხეულების ტიტრის დადგენა.

მკურნალობისთვის მიმართავენ ანტიბიოტიკოთერაპიას, ტეტრაციკლინი და დოქსიციკლინი არის ის ორი ანტიბიოტიკი, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია დაავადების საწინააღმდეგოდ.ადრეული ასაკის ბავშვებში გამოიყენება აზითრომიცინი.
ანტიბიოტიკოთერაპია წყდება ტემპერატურის დაწევიდან 10-14დღის შემდეგ.
პაციენტების უმეტესი ნაწილი გამოჯანმრთელდება სრულად, რაც შეეხება მოხუცებულებსა და ადრეული ასაკის ბავშვებს აქ პროცესი უფრო ხანგრძლივდება.
პაციენტის სიკვდილი კი სწორი მკურნალობის შემთხვევაში ძალზედ იშვიათია.

პრევენციისთვის მნიშვნელოვანია:
რეგულარულად და გულდასმით დაიბანოთ ხელები ფრინველის ან მისი საკვების ხელში ჭერის შემდეგ
თავი აარიდეთ ნისკარტის შეხებას ცხვირთან ან ტუჩებთან
ხშირად მიმართეთ ვეტერინარს
ფრინველებს შეუქმენით კარგად ვენტილირებული პირობები
იმ შემთხვევაში თუ აიყვანთ ახალ ფრინველს, სხვა ფრინველებთან განთავსებამდე მოახდინეთ მისი იზოლირება და დაკვირვება სულ მცირე 30დღით.

0
94
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0