x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქალისთვის ლიბიდო ზედმეტი ხორცმეტია, სახიფათო და სიმდაბლის გამომხატველი
image


საუკუნეების განმავლობაში მამაკაცები ცდილობდნენ ქალთა სექსუალობის შეზღუდვას, ქალებს არწმუნებდნენ, რომ მათი ლიბიდო ზედმეტი ხორცმეტია, სახიფათო და სიმდაბლის გამომხატველი.


როგორც მედიცინის ისტორიკოსი ლესლი ჰოლი წერს, მე -19 საუკუნეში, "სამედიცინო ლიტერატურაში სავნებოსთვის ნაკლები ყურადღების დათმობის გამო, მხოლოდ რამდენიმე ექიმს შეეძლო მისი პოვნა და უკეთესი იქნება ეს არ ეპოვნათб რადგან ამ დროს დაიწყო ემანსიპირებული ქალების ახალი ფენის გაჩენა, რომლებიც მოწადინებული იყვნენ შეესწავლათ საკუთარი სხეული და მიეღოთ სიამოვნება მისგან, ამიტომ ქალის სექსუალობის გაკონტროლებისათვის უფრო მკაცრი ზომები გახდა საჭირო.


კლიტეროდექტომია.



1860-იანი წლებისთვის მიიჩნევდნენ, რომ კლიტორი ქალთა მორალურ გარყვნას უწობდა ხელს. მიდრეკილება ჰქონდათ ისტერიასა და ფსიქიკური აშლილობაზე და შეიძლება "არაქალური" საქციელიც ჩაედინათ. დიახ, იმ ეპოქაში ექიმებს სჯეროდათ, რომ კლიტორის გამო, ქალები იქცეოდნენ "არაქალურად"ანუ "ცოლქმრულ მოვალეობას თავს არიდებდნენ", " ქმართან გაუცხოვებულები ხდებოდნენ", გამოხატავენ აგრესიას და შეიძლება ქმრების მიმართ სარკასტულებიც კი შეიძლება ყოფილიყვნენ.


ისააკ ბეიკერ ბრაუნი.


ასე ერქვა იმ პიროვნებას, რომლის პუბლიკაციებში პირველად არის ნახსენები კლიტორის ამპუტაცია. იგი ლონდონის სამედიცინო დაწესებულების პატივსაცემი წევრი იყო. დაიბადა 1812 წელს, სწავლობდა ქირურგიის კოლეჯში, ოპერაციებს აკეთებდა საკვერცხის ცისტიტზე და სიმსივნეებზე. 1858 წელს მან დააარსა საკუთარი კლინიკა ნოტინგ ჰილში., რომელსაც მან პოეტურად გრძელი სახელი დაარქვა: "ლონდონის ქირურგიული სახლი ქალბატონებისა და რესპექტაბელური ლედების მისაღებად, რომელთაც აწუხებთ დაავადებები და რომლებიც განკურნებადია ქირურგიით".

image

1861 წელს ერთ-ერთ ნაშრომში ბრაუნი "კლიტორის ჰიპერტროფიასა და გაღიზიანებას" აღწერს( თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ჩვეულებრივ მასტურბაციას). ბრაუნი ამტკიცებდა, რომ ”გარე სასქესო ორგანოების გარე სტიმულაცია” უარყოფითად მოქმედებს ქალის ნერვულ სისტემაზე და შეიძლება უშვილობაც კი გამოიწვიოს. ამასთან, იგი განმარტავდა, რომ ”კლიტორის გაღიზიანება და მისი ამაზრზენი შედეგები ხშირად განკურნებადია”.

image


იმ დროში, როგორც მკურნალობის საშაულებას ექიმები ქალებს სთავაზობდნენ გარე სასქესო ბაგეებზე წურბელას დასმას, ასევე ცივი აბაზანის მიღებას და საგანგებო დიეტის დაცვას.


ბრაუნი უფრო შორს წავიდა: მას სჯეროდა, რომ პრობლემის მოგვარება ”ოპერაციაში” მდგომარეობდა. სხვათა შორის მას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა.


"ცუდი ცოლის განკურნება"


ბეიკერ ბრაუნი ამბიციური ადამიანი იყო. ის ირწმუნებოდა, რომ თავისი მეთოდით კურნავს დაავადებებს, რომლებიც ადრე განუკურნებელი იყო. ქირურგმა თავის მეთოდს "ჰუმანური და ეფექტური" უწოდა, დაარწმუნა ყველა, რომ კლიტეროდექტომია არის კატალეფსიისგან, კრუნჩხვებისგან, ისტერიისგან, დემენციისგან და მანიისგან ხსნა. თავის ნაშრომებში მას მოჰყავს ქალის მაგალითი, რომელიც მანამდე, ქმრის თქმით, "თავს ესხმოდა და ვეფხვივით სხეულს უკაწრავდა". კლიტორის მოჭრის შემდეგ კი იგი "ყველა თვალსაზრისით კარგი ცოლი გახდა".

image

ბეიკერ ბრაუნის თანახმად, კატელეფსიით დაავადებული 17 წლის გოგონა-

(შენიშვნა:კატელეფსია-სრული ან ნაწილობრივი გაშეშება, რაც აღინიშნება დიდი მღელვარების, ზოგი ნერვული ან ფსიქიკური დაავადების, აგრეთვე ჰიპნოზის მოქმედების დროს.) ასევე "განიკურნა". კიდევ ერთი "იღბლიანი ქალი" დემენციისგან განიკურნა და კლიტორის მოცილების შემდეგ ისწავლა კითხვა, დაეუფლა ბიბლიას და წირვაზე დასწრებაც კი დაიწყო.



უარი პანაცეაზე


რა თქმა უნდა, თავად ბეიკერ ბრაუნს არ მიაჩნდა, რომ მისი ქმედებები "ბარბაროსული" იყო, მას გულწრფელად სწამდა, რომ მის ძალისხმევას სიკეთე მოჰქონდა. მაგრამ სამედიცინო წრეებში ამ პროცედურის ეფექტურობას და ეთიკურ მხარეს ეჭვის თვალით უყურებდნენ, გარდა ამისა, გარკვეული იურიდიული უფლებებიც ირღვეოდა.


1866 წლიდან ბეიკერ ბრაუნს მეთოდს ნეგატიური გამოხმაურებები მოჰყვა . სხვა პროფესიონალები სვამდნენ ლოგიკურ კითხვებს . Times- ის ერთ-ერთ სტატიაში ნათქვამია, რომ ბეიკერ ბრაუნი მკურნალობს ისეთ ქალებს, რომლებსაც ფსიქიკური აშლილობა აქვთ. ხოლო ქირურგის კლინიკას არ ჰქონდა შესაბამისი ლიცენზია, ანუ ოფიციალურად მას არ შეეძლო ფსიქიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა. გარდა ამისა, ბევრი ამტკიცებდა, რომ ბეიკერ ბრაუნის მეთოდები არაეთიკურია, რადგან ის ყოველთვის არ იღებდა თანხმობას თავად პაციენტებისგან, არამედ მათი ქმრების ან მამების მხრიდან.


თავად ბეიკერ ბრაუნმა აღიარა, რომ ზოგჯერ პაციენტები ქმრებისგან და ოჯახისგან უჩუმრად იკეთებდნენ ოპერაციას. ამ არგუმენტმა ვერ დაარწმუნა ექსპერტები. ბეიკერ ბრაუნი გააძევეს სამედიცინო საზოგადოებიდან, დაიხურა მისი კლინიკა და თვითონ დარჩა გროშის გარეშე. გარდაიცვალა 1873 წელს იშემიური ინსულტისგან". მიუხედავად იმისა, რომ მისი "ოპერაცია" ეფექტურად აღარ ითვლებოდა, შეერთებულ შტატებში მისი პრაქტიკა ისევ გრძელდებოდა. ინგლისში ქალთა წინადაცვეთა ოფიციალურად 1985 წელს აიკრძალა.



ქალის სექსუალობა



მაგრამ ბეიკერ ბრაუნის გარდაცვალების შემდეგაც, ბევრ ექიმს ქალის მასტურბაციაზე დამოკიდებულება არ შეუცვლია. გინეკოლოგი უილიამ ჰექტორი თავის 1875 წლის ტრაქტატში წერდა, რომ "მასტურბაცია შეიძლება დახასიათდეს, როგორც ჩვეულებრივი თავაშვებულობა, რომელიც იწვევს დაავადებას. მას სჯეროდა, რომ „ზოგადად, თავმდაბალ ქალს იშვიათად სურს საკუთარი თავის სექსუალურად დაკმაყოფილება. მისთვის საკამარისია ქმართან ჩახუტება, მაგრამ ძირითადად იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ის ... გათხოვილ ქალს არ სურს გაიგივებული იყოს საყვარელთან. ”



კიდევ მრავალი წელი გავა, სანამ ქალის სექსუალობა იპოვის საკუთარ "ხმას" და ქალები დაიწყებენ იმის სწავლას, რომ არ შერცხვეთ საკუთარი სხეულის და სექსუალობის.

0
486
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
486
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0