x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რაზე ოცნებობდა ფილმის – «სამი კაკალი კონკიასათვის» ვარსკვლავი და ვინ გახდა მისი ცხოვრების ნამდვილი პრინცი
image


ფილმში – «სამი კაკალი კონკიასათვის» მთავარი როლის შესრულების შემდეგ, ლიბუშე შაფრანკოვა მილიონობით გოგონას მიბაძვის ობიექტი გახდა, ხოლო თანატოლი ბიჭები მას სიყვარულს წერილებით უხსნიდნენ. ზღაპრის ეკრანებზე გამოსვლიდან, 3 წლის შემდეგ, მის ცხოვრებაშიც მართლაც გაჩნდა ნამდვილი პრინცი. თავად მსახიობი კი, ყველანაირად ცდილობდა, რომ თავი და საკუთარი ოჯახი, საზოგადოების მეტისმეტად მოჭარბებული ყურადღებისგან დაეცვა. ბოლო წლებში მას მეტად რთული პერიოდი დაუდგა – ის მამაცურად იტანდა ტკივილს და სასოწარკვეთას ებრძვოდა. მაგრამ, ამა წლის 9 ივნისს ლიბუშეს ზრაპარი დასრულდა...


ოცნების კვალდაკვალ


image


ლიბუშე 1953 წლის 7 ივნისს ბრნიში (ჩეხეთი) დაიბადა და თეატრისადმი სიყვარული, მემკვიდრეობით, მამისგან ერგო, რომელიც სამოყვარულო წარმოდგენებში მონაწილეობას, ყოველთვის სიამოვნებით ღებულობდა. ხოლო დედა, სამკერვალო ტექნიკუმში დიზაინის მასწავლებელი იყო და ქალიშვილს კარგი გემოვნება და ლამაზი ნივთების სიყვარული გადასცა.

პატარა ლიბუშე ადრეული ბავშვობიდან მსახიობობაზე ოცნებობდა. თუმცა, მშობლები მისი არჩევანით კმაყოფილები არ იყვნენ და გოგონას უფრო «სერიოზულ» უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების აზრს უნერგავდნენ. ისინი ვერც კი ხვდებოდნენ, თუ რისი გაკეთება შეეძლო, მათ პატარა და სუსტ გოგონას, მიზნის მისაღწევად.


image


უკვე მეხუთე კლასში, ლიბუშმა გადაწყვიტა, რომ ოცნების ასრულების დრო დადგა და მშობლიური შლაპანიციდან (ქალაქი ბრნოს მახლობლად) პრაღაში გაემგზავრა. დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ, გოგონამ გეზი პირდაპირ კინოსტუდია «ბარანდოვისკენ» აიღო. მან კინოსტუდიის არც მისამართი იცოდა და არც ტელეფონის ნომერი ჰქონდა... და საერთოდაც, იქამდე ვერც კი მივიდა. სამაგიეროდ, მშობლებს დაუმტკიცა, რომ თავისი მიზნის მისაღწევად, ყველაფრისთვის მზად იყო. ამის შემდეგ, მათ პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით, შვილზე ზეწოლის მოხდენა აღარ უცდიათ.



image


სკოლის შემდეგ, ლიბუშმა ბრნოს სახელმწიფო კონსერვატორიის დრამის ფაკულტეტზე ჩააბარა. სწავლის დასრულების შემდეგ კი, ის მახენოვეს თეატრის დასის წევრი გახდა, სადაც მისი ერთ–ერთი პირველი როლი, შექსპირის ჯულიეტა იყო.
ამის შემდეგ, ახალგაზრდა მსახიობი საცხოვრებლად პრაღაში გადავიდა, ხოლო 1971 წ. ოცნება შეუსრულდა – ის ფილმში, «ბებია» გადაიღეს. მაგრამ, ნამდვილი წარმატება მას ფილმმა – «სამი კაკალი კონკიასთვის» (1973 წ.) მოუტანა.


ნამდვილი პრინცესა


image


ზღაპრის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, მის და პაველ ტრავნიჩეკის რომანზე ალაპარაკდნენ, რომელიც ფილმში პრინცის როლს ასრულებდა. პაველმა მოგვიანებით აღიარა, რომ მას მართლაც უყვარდა ლიბუში და თითქოს მასაც ჰქონდა მისადმი სიმპათია... თუმცა, მათი სიყვარულის ისტორია არ შედგა. ხოლო, «მესამე პრინცის» (1982 წ.) შემდეგ, რომელიც მათი კიდევ ერთი ერთობლივი ნამუშევარი იყო, ისინი ერთმანეთს გადასაღებ მოედანზეც კა არ შეხვედრიან.


image


საკუთარ პრინცს ლიბუშე შაფრანკოვა პრაღაში, «დრამატული კლუბის» თეატრში შეხვდა, – იმ დასშიც, რომელშიც ირიცხებოდა და კინოგადაღებებს შორის, თავისუფალ დროს მუშაობდა. თეატრის წამყვანი მსახიობი იოზეფ აბრაჰამი მასზე 13 წლით უფროსი იყო და ლიბუშისთვის დიდ და ნათელ სიყვარულზე ოცნების განხორციელება გახდა...
გაცნობიდან სამი წლის შემდეგ, 1976 წელს შეყვარებულები დაქორწინდნენ და ინმავე წელს, ვაჟი შეეძიანათ, რომელიც მშობლების კვალს გაჰყვა და მსახიობი გახდა.


image


ჩეხი მაყურებლისთვის ეს წყვილი ნამდვილი, სუფთა სიყვარულის, გაგების და სრულყოფილი ჰარმონიის სიმბოლო გახდა. მათ ერთად 45 წელი იცხოვრეს და ერთმანეთის გარეშე ერთი დღის გატარებაც არ შეეძლოთ. ბოლო წლებში, ისინი ფილმში გადაღებაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებოდნენ, თუ ორივეს ერთად იწვევდნენ.

თანამშრომლები და მეგობრები ყოველთვის ამბობდნენ, რომ მათზე ჰარმონიულ წყვილს არ იცნობდნენ. ისინი მთლიანად ერთმანეთს ეკუთვნოდნენ და ყოველთვის ერთი მიმართულებით იყურებოდნენ. 45 წლის ერთობლივი ცხოვრების შემდეგაც კი, ლიბუშეს და იოზეფს ერთმანეთისადმი სიყვარულის გრძნობა არ განელებიათ. მეუღლეები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ პირად ცხოვრებაში არავინ შემოეშვათ, საჯაროობას ერიდებოდნენ. ხოლო, ინტერვიუებში, რომსლსაც არც ისე ხშირად იძლეოდნენ, მხოლოდ შემოქმედებაზე საუბრობდნენ.


ვერაგი მტერი


image

2009 წელს მსახიობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები დაეწყო. მაგრამ მან ავადმყოფობასთან გამკლავება და პროფესიაში დაბრუნება შეძლო. 2014 წელს კი, ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მაშინ ლიბუშმა, ექიმების ძალისხმევით და ოჯახის თანადგომით, კიბოს დამარცხება შეძლო.


image


მაგრამ, დაავადება რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა... ბოლო წლებში, მსახიობი მეტად კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ის სახლიდან თითქმის არ გადიოდა და თითქოს, გარე სამყაროსთან კავშირი გაწყვიტა. ცოტა ხნის წინ კი, ერთ–ერთ გამოცემაში მსახიობის ფოტო გამოჩნდა, მეუღლესთან და შვილთან ერთად, ონკოლოგიური საავადმყოფოს ფონზე და თაყვანისმცემლებმა სოციალურ ქსელებში განგაში ატეხეს.

ლიბუშემ შეწუხებისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და თაყვანისმცემლების დამშვიდებას შეეცადა – გამოაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობდა და რომ საავადმყოფოში კი არა, სახლში იყო. ის ტკივილს და დამქანცველ პროცედურებს მამაცურად იტანდა, არასდროს დანებებულა... მან ნემსის გაკეთებაც კი ისწავლა და საჭიროების შემთხვევაში, ყველა პროცედურას თავად იტარებდა. ის თავგანწირვით იბრძვოდა და იმედი ჰქონდა, რომ ავადმყოფობას ამჯერადაც აჯობებდა, მაგრამ ის მასზე ძლიერი აღმოჩნდა.


image


2021 წლის 7 ივნისს მსახიობს 68 წელი შეუსრულდა, ხოლო 2 დღის შემდეგ, ყველაზე ლამაზმა კონკიამ თვალები სამუდამოდ დახუჭა…



ფილმი «სამი კაკალი კონკიასთვის» ჩეხეთში ХХ საუკუნის საუკეთესო ზღაპრად აღიარეს. ხოლო, მსახიობები, რომლებმაც ფილმში მთავარი როლები შეასრულეს, მხოლოდ ბავშვებისთვის კი არა, სრულიად ჩეხეთის მოსახლეობის კერპები გახდნენ.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. «შავი კონტინენტის» თეთრი ცივილიზაცია, რომელმაც სახელი ჯერ კიდევ 2500 წლის წინ გაითქვა
2. ჰიტლერის უკანასკნელი ინტერვიუ — რას ფიქრობდა ის სტალინის შესახებ

3. ვისთვის და რატომ არ შეიძლება გარგარი. მისი დღიური ნორმა ჯანმრთელი ადამიანისთვის

4. როგორ ცხოვრობს დღეს სსრ კავშირიდან გაქცეული «გოგონა წითელ ბიკინში»

5. ჩვენი წინაპრების საიდუმლო ცოდნა — ხელოვნური ინტელექტი შუა საუკუნეებში
6. 3 მითი ჯანსაღი კვების შესახებ, რომელიც წონის დაკლებაში ხელს გვიშლის

0
555
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
555
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0