x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
მამა ბასილის მიმართვა ქართველ ერს

image
" ჩემო სულიერნო შვილნო, ძმანო და დანო, ჩვენი სარწმუნოება დიდი საფრთხის წინაშე დგას. მეტად გააქტიურდა სოროსი და მის მიერ მართული ლეკვები, რომლებიც მისგან აურაცხელ გრანტებს იღებენ სამშობლოს ღალატის საპირწონედ.
ძნელი მისახვედრი არ არის ვინაობა მათი: ე. წ. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ქვასროლია ბოკერია და მის მიერ მართული თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც მკაცრი დავალება აქვთ - დასცენ ის უკანასკნელი ბასტიონი მართლმადიდებლობა, რომელიც ჩადუღაბებულია ერის იდენტობაში, თვით უფლის ნაბოძებ, ყოვლად ღვთისმშობლის წილხვედრ მიწიერ სამოთხეში - საქართველოს სახით.
ესენი, საზღვარგარეთიდან შემოგზავნილი მოღალატე დივერსანტები ყოველ ხერხს მიმართავენ ამოძირკონ ყოველგვარი ქართული. ამჟამად მათი სამიზნე ნინოწმინდის პანსიონია. ეს ის ბავშვები არიან, რომელნიც მეუფე სპირიდონმა ქუჩიდან პანსიონში შეიყვანა თავისი მზრუნველობის ქვეშ, ისინი ხომ მიუსაფარნი, მშიერ-მწყურვალები უსახლკაროდ ატარებდნენ დღე და ღამეს. ისმის კითხვა, ლიბერალმა არასამთავრობოებმა ახლა მოინდომეს მათზე ზრუნვა?!
პირადად საკმაოდ კარგად ვიცნობ მეუფე სპირიდონს (გოჩა აბულაძე), 1990-91-იანი წლებიდან მოყოლებული ეროვნულ მოძრაობაში ბ-ნ ზვიად გამსახურდიას თანამოაზრენი ვიყავით. მიზანმიმართულად არის ჩადებული უდიდესი ნაღმი, რამეთუ ქრისტესმოძულე ლომჯარიას შავბნელი გეგმის ნაწილია დაიხუროს მიუსაფარ ბავშვთა პანსიონები, სადაც ბავშვები იზრდებიან ქართულ- ქრისტიანულ ტრადიციებზე.
უტიფარი ლომჯარია იწონებს იუნისეფის განცხადებას, სადაც დადგენილია, რომ მსგავსი დაწესებულების არსებობა ეწინააღმდეგება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს. იმ სტანდარტებზეა საუბარი, რომლითაც ბავშვობიდანვე ამორალობას, ურწმუნოებას უნერგავენ მოზარდებს. ეს არის ლომჯარიას ლოგიკა. სწორედ ეს იმ მანკიერ ნუსხათა ერთერთი ნაწილია, 2014 წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის სახით რომ მიიღეს. ყოველივე უმსგავსოების სულის ჩამდგმელნი ნაცმოძრაობის წევრები არიან, რომლებიც თავდადებით იცავენ ლგბტ-თა უფლებებს. ისინი წინასწარ ამზადებენ ნიადაგს, რათა 4-5 ივლისს თავისუფლად ჩაატარონ გეი-აღლუმი.
თანამემამულენო, პირწავარდნილი ლომჯარია, რომელიც დიდი შავი სამარცხვინო ლაქა არს ჩვენ ერში, ყველას უფლებებს იცავს გარდა მართლმადიდებლებისა. წყალი აქ იმღვრევა, ე.წ. „სახალხო დამცველთა“ ბუნაგში.
სწორედ სოდომიის წინააღმდეგ მკაცრად ილაშქრებოდა მეუფე სპირიდონი, რისთვისაც იერიში მასზედ მიიტანეს. მე რისთვის გამოვეყავი საპატრიარქოს?! მაშინ რომ ჩემთვის მოესმინათ და ერთად გვებრძოლა, დროზე აგველაგმა სოროსის ბოროტი ზრახვები, ამ მწარე რეალობის პირისპისრ არ აღვმოჩნდებოდით. საპატრიარქოს მაშინ ვუთხარი, ბოლოს თქვენ კარებზეც დააკაკუნებენ. აი, შედეგიც.
ჩემო თანამემამულენო, ქრისტიანენო. ახლა მაინც გამოვფხიზლდეთ ქვეყნის, სარწმუნოების ბედი გასაჭირშია. ჩვენი ბედკრული ქვეყანა, წინაპართა საძვალეები გვიხმობს. მართლმადიდებლობას ღიად ებრძვიან. მოუწოდებ მთავრობას, ნურვის მონები გავხდებით, გაკვეთილები უფალს ჩავაბაროთ, როგორც ამას ჩვენი წინაპრები იქმოდნენ და არა ოკეანესგაღმელთ და დასავლეთს.
დიდი ილია ბრძანებს:“ ქრისტეს რჯული ქართველთათვის მარტო სარწმუნოებითი აღსარება კი არ იყო, იგი ამასათან ერთად პოლიტიკური ქვითკირიც იყო, საქართველოს მრავალი ნაწილის გასაერთიანებლად... და თუ ვინმეს სამართლიანად ეთქმის, რომ თვით დაიწვნენ და სხვას კი გზა გაუნათო, ეს ჩევნ მამა-პაპას ეთქმის“...რომელთა სისხლით იწერებოდა ჩვენი ისტორია. მე მარტო ერთი მღვდელი მრევლთან და ბ-ნ გურამ შარაძესთან ერთად ვებრძოდი მსოფლიო ანტიქრისტიანულ ბნელ ძალებს უფლის შემწეობით. მაშინ დუმდა ერი, დუმდა ბერი, დუმდა ეკლესია.
თითოეული ჩუენთაგანის ვალია, სანამ კიდე გვაქვს დრო ვიხსნათ ჩვენი ქვეყანა შინაური მტარვალებისაგან, დაწყებული ლომჯარიადან, ბოკერიასგან, არასამთავროებისაგან, სოროსის ხელის მონებისაგან. სხვა გზა ხსნისა არა ჩანს, მხოლოდ უფლის გეშინოდეთ. მოღალატეთაგან დავიცვათ ენა, მამული, სარწმუნოება. ეს ჩვენ შეგვიძლია, რამეთუ ერში თუ ბერში კვლავ იღვწის ჭეშმარიტთა არმია.
ღმერთმა დაგლოცოთ!
გლდანის ივერიის ყოვალდწმიდა ღმრთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი მამა ბასილი მკალავიშვილი
0
178
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0