x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ვინ რისთვის "იჯდა": ცნობილი ვარსკვლავები, რომლებიც გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ

image


იდეალური ადამიანები არ არსებობენ, და ისინიც კი, ვინც "ცისფერი ეკრანიდან" ალმაცერდ გვიმზერენ უცოდველები ნამდვილად არ არიან. ცხოვრების გზაზე ყველა შეცდა, ზოგი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, განსაკუთრებით "იღბლიანები" რამდენჯერმეც კი. არიან ისეთებიც, ვინც დღემდე ციხეში სხედან და ისეთი მძიმე დანაშაულისთვის როგორიც - მკვლელობაა სასჯელს იხდიან.


image


სკანდალურ ამერიკელ მსახიობს ლინდსი ლოჰანს მოულოდნელად თავს დამტყდარმა წარმატებამ და აღიარებამ თავი საერთოდ დააკარგვინა, ვარსკვლავმა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო, რისთვისაც ის რამდენჯერმე ჯერ დამნაშავის სკამზე, შემდეგ კი უკვე გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ერთხელ სელებრითი სამართალმდაცველებმა ნასვამ მდგომარეობაში და კოკაინის ზემოქმედების ქვეშ დააკავეს, რისთვისაც გოგონას ციხეში 14 დღის გატარება მოუწია.


image


ლეგენდარულ მოკრივეს მაიკ ტაისონს კანონთან პრობლემები ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკიდან შეექმნა. სპორტსმენი პირველად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაუპატიურებისთვის მოხვდა. მეორედ გისოსებს მიღმა ის ორ ადამიანზე თავდასხმისა და მათი ცემისთვის აღმოჩნდა. აი, მესამედ კი, თუმცა მხოლოდ 24 საათით, ცნობილი მოკრივე კოკაინის შენახვისა და არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო იქნა დაკავებული.


image


მსოფლიოში უდიდესი საოჯახო ბიზნესის სასტუმროების ქსელის - "Hilton Hotels"-ის ყოფილ პოტენციურ მემკვიდრეს, მოდელსა და მსახიობს პერის ჰილტონს ამერიკული სასჯელაღსრულების სისტემა ბრწყინვალედ იცნობს. პირველად ის ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავეს, რის გამოც მას ციხეში 45 დღის გატარება მოუწია. მეორედ კი, ის სამართალდამცველებმა უკვე კოკაინის შენახვისთვის აიყვნეს.


image


ცნობილი ამერიკელი მსახიობი ნიკოლას ქეიჯი ციხეში ერთ - ერთ წვეულებაზე, ნასვამ მდგომარეობაში დებოშის მოწყობის გამო მოხვდა. მსახიობმა მოულოდნელად მეუღლეს ყვირილი დაუწყო, შემდეგ კი, თვითმხილველების თქმით, ხელიც კი სტაცა, თუმცა "კეთილისმსურველებმა" პოლიციას დროულად გამოუძახეს. საგულისხმოა, ის ფაქტი რომ ქეიჯი დააპატიმრეს არა იმიტომ რომ ის ცოლს ეჩხუბებოდა, არამედ იმისთვის რომ მან პოლიციელს დაუყვირა, რომელიც მის პირად ცხოვრებაში ჩაერია.


image


ოსკაროსანი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი მელ გიბსონი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო იქნა დაკავებული, თუმცა საზოგადოების გაოცება ყველაზე მეტად იმ ფაქტმა გამოიწვია რომ დაკავებისას პოლიციელები როდესაც მის დამშვიდებას ცდილობდნენ მსახიობმა ერთ - ერთ მათგანს ებრაელი უწოდა და თან განაცხადა, რომ ყველა მსოფლიო ომში დამნაშავეები სწორედ ისინი არიან.


image


მსოფლიოში ცნობილი იტალიელი დიზაინერები დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა გადასახადების გადაუხდელობისა და სხვადასხვა ფინანსური მახინაციების გამო დააპატიმრეს. მათ პატიმრობა 1 წლითა და 6 თვის ვადით მიესაჯა, თუმცა მოგვიანებით მოდის სახლის "Dolce & Gabbana"-ს დამფუძნებლებს ვადა შეუმცირეს.


image


ამერიკელი მომღერალი კრის ბრაუნი თავისი შემოქმედების გარდა ფეთქებადი ხასიათითაც არის ცნობილი, რომლის ძლიერი მხარეც - ოჯახური ძალადობაა. მაგალითად, 2009 წელს რეპერს თავისი გულისწორის ბარბადოსელი ლამაზმანის რიანას ცემისთვის სა­სა­მარ­თლომ ხუ­თწ­ლი­ა­ნი გა­მო­საც­დე­ლი ვადა და 180 - დღი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი შრო­მა მი­უ­სა­ჯა, რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახური ძალადობის გამო ის კვლავ იქნა დაკავებული. ამჯერად, მასთან სახლში სტუმრად მყოფი გოგონას ბეილი კურენის თქმით, მეგობარმა მას პირდაპირ იარაღი დაუმიზნა.

0
331
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
331