x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ არის უცნობი ევროპისთვის და ამერიკისთვის წიწიბურა?
image


თითქმის შეუძლებელია ტურისტმა ყოფილი სსრკ-დან და ახლო აღმოსავლეთიდან უცხოეთის მაღაზიებში იპოვო ჩვენთვის კარგად ნაცნობ ბურღულელი!


სამაგიეროდ თავისუფლად შეგიძლიათ მისი შეძენა რუსეთში და ყოფილი სსრკ-ს ნებისმიერ რესპუბლიკაში .მის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია:არაა ძვირი, სასარგებლოა და მისი მომზადებაც საკმაოდ მარტივია.მაგრამ დასავლეთ ევროპაში და აშშ-ში არაა პოპულარული წიწიბურა, ვერ ხედავენ მასში რაიმე ღირებულს.ეს ბურღულეული პოპულარულია მხოლოდ ყოფილ სსრკ ქვეყნებში. თუ რატომ ქვემოთ შეიტყობთ.


ამერიკაში წიწიბურა სანთლის საძებნია


მაგალითად, შეერთებულ შტატებში გადასახლებული ყოფილი საბჭოთა მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ სუპერმარკეტებში მას ვერ იშოვით, ზოგიერთ მაღაზიაში შეიძლება იშოვოთ, ისიც რუსეთიდან იმპორტირებული, ​​მაგრამ ხანგრძლივი ტრანსპორტირების გამო, ფასი კატასტროფულად მაღალია.



ხშირად იქაურები ემიგრანტები მეგობრებსა და სტუმრებს სთხოვენ წიწიბურა ჩამოუტანონ ან გამოუგზავნონ.


შეერთებულ შტატებში კიდევ ერთი ადგილი, სადაც შეგიძლიათ იშოვოთ წიწიბურა, ესაა ფიტნეს ცენტრები და მაღაზიები, რომლებიც სპეციალიზირებულია ჯანსაღ კვებაზე. თუმცა ისინი მომხმარებლებს ამ მარცვლეულის მომზადების განსხვავებულ რეცეპტს გვთავაზობენ: არ მზადდება ფაფის სახით, როგორც ჩვენში ვიცით, არამედ როგორც ერთგვარი დეტოქური-სასმელი: წიწიბურას ადუღებენ ჩაის სახით, წონის დაკლების მიზნით. სასმელი ოდნავ მწარეა.


ევროპა


რაც შეეხება ევროპას, წიწიბურას ამბავი აქ კიდევ უფრო საინტერესოა. წიწიბურა შეგიძლიათ აფთიაქებში იყიდოთ: იგი იყიდება როგორც სამკურნალო ბურღულეული, რომელიც მკურნალობს კუჭ-ნაწლავის დაავადებებს და ანორექსიას. სხვა მხრივ წიწიბურა, როგორც საკვები ევროპაში Არ მოწონთ! ერთადერთი ქვეყანა, სადაც წიწიბურა შედარებით პოპულარულია, ისრაელია, რადგან მარცვლეულს ამ ქვეყანაში უფრო ხშირად მიირთმევენ, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში.


მაინც მთავარი მიზეზი რა არის?


ბევრს აქაურს უკვირს, როგორც შეიძლება ევროპა და ამერიკაში არ იცნობდნენ წიწიბურას? ის ხომ ძალზე სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის, არ არის ძვირი, არაა მალფუჭებადი და ამასთანავე ადვილად მოსამზადებელია?

იმიტომ, რომ ის უბრალოდ იქ არ ხარობდა და თავისთავად ვერც ექნებოდათ წიწიბურას ჭამის ჩვევა. სამაგიეროდ წიწიბურა კარგად ხარობს ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების ტერიტორიაზე, რამაც თავისთავად ღრმა კვალი დატოვა ამ ქვეყნების ხალხების კვებით რაციონში. მსგავსი პარალელის გავლება შეიძლება ჩინეთზე და ბრინჯზე. საუკუნეების განმავლობაში მოჰყავთ ვერც წარმოუდგენიათ სუფრა ბრინჯის გარეშე.

image



წიწიბურა, როგორც ასეთი



წიწიბურას თესლი შეიცავს: ცილებს, სახამებელს, შაქარს, ცხიმს, უჯრედისს, ლიმონისა და ვაშლის მჟავებს, მინერალურ მარილებსა და მიკროელემენტებს, B1, B2, PP, და P ვიტამინებს. წიწიბურას ბურღული და ფქვილი გამოიყენება დიეტური კვებისთვის, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტისას, კუჭნაწლავის დაავადებისას, ნერვული სისტემის მოშლის დროს.

image

წიწიბურას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება სიმსივნისგან დაცვის უნარია. ფლავონიდების შემცველობის წყალობით ის სიმსივნის ზრდას აბრკოლებს. ეს განსაკუთრებით თანამედროვე ეკოლოგიურ ვითარებაშია მნიშვნელოვანი.

წიწიბურა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. ის თითქმის ერთადერთი მცენარეა, რომლის გენმოდიფიცირება ვერ მოხერხდა. წიწიბურაში არ არის ნიტრატები, პესტიციდები და ჰერბიციდები. ამ მცენარეს ქიმიკატები, უბრალოდ, არ სჭირდება. ის მშვენივრად ვითარდება სასუქის გარეშე და სარეველასაც დახმარების გარეშე უმკლავდება.


0
406
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0