x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მიშა გომიაშვილი: "ჰობი მაქვს ეგეთი, ვიღაცა მარკებს აგროვებდა,მე სახლებს ვაშენებდი და ცოლებს ვუტოვებდი"
image


60 წლის მიშა გომიაშვილი რადიოინტერვიუში პირად ცხოვრებაზე და ყოფილ ცოლებზე ლაპარაკობს, როგორც ცნობილია მსახიობი დღეის მდგომაროებით ცხრაჯერ არის დაქორწინებული, მისი ამჟამინდელი მეუღლე ქეთი კალანდაძეა, როგორც როგორც მსახიობი აღნიშნავს, ამ გადმოსახედიდან ხვდება, რომ მთელი ცხოვრება სწორედ ქეთის ეძებდა და იპოვა კიდეც.


"ჰობი მაქვს ეგეთი, ვიღაცა მარკებს აგროვებდა, მე სახლებს ვაშენებდი და მერე ცოლებს ვუტოვებდი..სხვათა შორის, არცთუ ისე ბევრი ცოლი მყავდა, მე ვიცი ადამიანები, ვისაც ჩემზე მეტი ცოლი ჰყავდა, მაგრამ რატომღაც ჩემი ჩანს. ალბათ იმიტომ, რომ მსახიობი ვარ...ეხლა ეს დღევანდელ დღეს რომ ყოფილიყო, თავისუფლად ვიტყოდი, რომ ეს ჩემი საყვარელია ან რაიმე სხვა..მაგრამ ეს ის პერიოდია, რომ ქალზე მაგას ვერ იტყოდი...ქალს უფრო ვუფრთხილდებოდი.ოფიციალურად, რაც გულისხმობს ჯვრისწერას, ხელის მოწერას, ოთხი ცოლი მყავდა. დანარჩენებს უბრალოდ სტატუსის გამო ვარქმევდი ცოლის სახელს. მაშინ სხვანაირად არ შეიძლებოდა“-ამბობს მიშა გომიაშვილი.


image


ლეგენდარული ქართველი მსახიობის არჩილ გომიაშვილის შვილის, მიშა გომიაშვილის კინოკარიერა1992 წელს ფილმი "ხაფანგით" იწყება, 1994 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამსაიხობო დასში ირიცხება.მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.


განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოუპოვა მსახიობს ქართულმა დეტექტურ -კომედიურმა სერიალმა "ყავა და ლუდი".

0
302
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0