x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
"შეიკს არაფრით ჩამოუვარდება!": პაპარაცებმა რონალდუ საყვარელ ქალთან ერთად დასვენებისას გამოიჭირეს

image


სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი ცნობილ რუს სუპერმოდელს ირინა შეიკს ხვდებოდა, გახსოვთ ის დრო, როდესაც გლამურული ჟურნალების ყდები გადავსებული იყო ამ ერთ – ერთი ყველაზე ულამაზესი ვარსკვლავური წყვილის ფოტოებით?


image


დღეს კი, ის ახალ ურთიერთობაში ესპანელ მოდელთან, ჯორჯინა როდრიგესთან იმყოფება, რომლის გვერდზეც თავს საკმაოდ ბედნიერადაც გრძნობს.


imageimage


ცოტა ხნის წინ, პაპარაცებმა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი დასვენებისას, ძვირადღირებულ იახტაზე საყვარელ ქალთან ერთად გამოიჭირეს, რასაც სოციალურ ქსელში კრიშტიანუს მეგობარი გოგოს მისამართით მისი თაყვანისმცემლების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა: "ერთად კარგად გამოიყურებიან", "შეიკს არაფრით ჩამოუვარდება", "ირა ბევრად უფრო ლამაზია", "რა მშვენიერი წყვილია", "მსუქანა", "ირინა რონალდუსთან უკეთ გამოიყურებოდა", - ვერ ჩერდებოდნენ სპორტსმენის ფანები.


imageimage


ფაქტია, რომ "იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტინუ რონალდუ თავის რჩეულთან, ჯორჯინა როდრიგესთან და ოთხ შვილთან ერთად თავს ბედნიერად გრძნობს და უახლოეს მომავალში საყვარელ ქალზე დაქორწინებასაც აპირებს.












0
874
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
874