x
მეტი
  • 19.01.2022
  • სტატია:116313
  • ვიდეო:353090
  • სურათი:490165
"მას ერქვა ნიკიტა". ნახეთ, როგორ წარიმართა მსახიობ პეტა უილსონის ცხოვრება
image


ალბათ, უმრავლესობა თქვენგანს კარგად ახსოვს სექსუალური, ავტსრალიელი მსახიობი პეტა უილსონი, კანადურ საკულტო სერიალში - "მას ერქვა ნიკიტა" შესრულებული ნიკიტას როლით. გოგონამ საკმაოდ თავდაჯერებული ქალის სახასიათო სახე შექმნა, რომელსაც არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ქვეყნის დაცვაც არანაკლებ შეეძლო. სერიალი, ცნობილი ფრანგი რეჟისორის, ლიუკ ბესონის მიერ გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის მოტივებზე იქნა შექმნილი, რომელიც მთლიანობში ხუთ სეზონად იყო დაყოფილი.


imageimage


ბავშვობიდან პეტა ნამდვილი ქალაბიჭა გახლდათ. ის მამის გოგოდ ითვლებოდა, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რათა საყვარელი მამისთვის ესიამოვნებინა. მოზარდობის ასაკიდან პეტა ძიუდოთი და ტაეკვონდოთი სერიოზულად იყო გატაცებული, გოგონას ფიზიკური მომზადება მართლაც რომ კოლოსალური იყო, თუმცა პეტას პირველ სამუშაოდ მაინც სამოდელო ბიზნესი იქცა.


imageimage


როდესაც ის ერთხელ დედასთან ერთად ევროპაში გაემგზავრა, აღმოაჩინა რომ გოგონები კუთხოვანი სახის მახასიათებლებითა და ბიჭური აღნაგობით უფრო ფასდებოდნენ. ორიოდე წლის შემდეგ, პეტა ლოს-ანჯელესში გაემგზავრა, სადაც სამსახიობო კარიერა დაიწყო.


imageimage


ნიკიტას როლზე პრეტენზიას აშშ-დან და კანადიდან 200 - მდე მსურველი აცხადებდა, თუმცა თავისი უნიკალური ფიზიკური მომზადების წყალობით ამ როლისთვის სწორედ პეტა აირჩიეს. წარმატება მართლაც რომ თავბრუდამხვევი იყო, მთელი მსოფლიო ნიკიტაზე იყო შეყვარებული და ყოველი ახალი ეპიზოდის გამოსვლას მაყურებელი სულმოუთქმელად ელოდა. სწორედ ამ წლებში ჩაფრინდა პეტა რუსეთშიც, სადაც ის ქალაქგარეთ, მიხალკოვის აგარაკზე სტუმრად იყო მიწვეული. ამბობდნენ, რომ პუტინი იმდენად იყო მსახიობით მოხიბლული, რომ მას სამახსოვროდ ძვირადღირებული ყელსაბამიც კი აჩუქა.


image


ამ პოპულარული სერიალის შემდეგ, პეტამ კიდევ რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი, საკუთარი თეთრეულის ხაზი გამოუშა, რომელიც იმაზე უფრო მომგებიანი აღმოჩნდა, ვიდრე მისი სამსახიობო თამაში. დღესდღეობით, მსახიობი უკვე ფილმებში აღარ თამაშობს, ზრდის ვაჟს მარლოუ ჰარისს, რომელიც მას 2002 წელს შეეძინა.


image











0
1429
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1429