x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121637
  • ვიდეო:354862
  • სურათი:493771
წითელი ფანრების კვარტალი- როგორი იყო პროსტიტუცია ირანში ისლამურ რევოლუციამდე ( +ფოტოსურათები)

ახლა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ისლამური რევოლუციის დაწყებამდე თეირანში არსებობდა ღია და აყვავებული “წითელი ფანრების კვარტალი". მას ციტადელს უწოდებდნენ და 1920-იანი წლებიდან ეს იყო ადგილი, სადაც ყოველთვის შეეძლოთ ფულის სანაცვლოდ სასურველის მიღება. არსებობდა პატარა კუთხეც, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი მეძავები მუშაობდნენ.

image

1953 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელმაც აღადგინა შაჰის ძალაუფლება, მთავრობამ ტერიტორია შეზღუდა, გადააქცია “გეტოდ", რომელშიც მხოლოდ ქალი მეძავები და მათი შვილები ცხოვრობდნენ. მამაკაცებს, რომლებსაც სურდათ ამ ადგილის მონახულება, დაცვას მეთვალყურეობის ქვეშ უწევდათ მასიური რკინის კარიბჭეების გავლა.

imageimageimageimage

1970-იან წლებში 1500 მეძავი მუშაობდა თეირანში და მათი უმეტესობა ციტადელში ცხოვრობდა. მათმა ქალიშვილებმა, “პროფესია" მემკვიდრეობით მიიღეს, ხოლო მათი ვაჟები შეუერთდნენ თეირანის დაჯგუფებებს. უნდა ითქვას, რომ მამაკაცები ციტადელს ყოველთვის სექსის გამო არ სტუმრობდნენ. ზოგჯერ მათ აინტერესებდათ სასმელი, ნარკოტიკები, ამ გეტოს გარეთ აკრძალული ფილმები ან უბრალო ცნობისმოყვარეობა.

ციტადელს ჰქონდა საკუთარი კლინიკა, პოლიციის განყოფილება, სოციალური მუშაობის სამსახური და სკოლაც კი, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას. მეძავების ცხოვრება საკმაოდ მძიმე იყო: ისინი განიცდიდნენ ძალადობას, ჰეროინზე დამოკიდებულებას, სიფილისს და სიღარიბეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მუშაობისთვის ზედმეტად ასაკოვნები იყვნენ.

1975-1977 წლებში ირანელმა ფოტოჟურნალისტმა კავე გოლესტანმა ციტადელი მოინახულა და მასში მცხოვრები ხალხის ფოტოები გადაიღო:

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage













0
940
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
940
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0