x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო: საფრანგეტში ვიზიტის დროს მამაკაცმა მაკრონის სახეზე დარტმა სცადა
image



დრომის დეპარტამენტში ვიზიტის დროს უცნობმა მამაკაცმა სცადა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისთვის ლოყაზე ხელის დარტყმა.






ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც მაკრონი ტაინ-ლ 'ერმიტაჟის კომუნაში მდებარე ლიცეუმში მივიდა.




სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ რესპუბლიკის მეთაური მიუახლოვდა ქუჩაში მის დასახვედრად მყოფ ხალხთან და ერთ მამაკაცს ხელი მოკიდა. მან კი მეორე ხელით სცადა პრეზიდენტისთვის სახეში დაერტყა.






ამის შემდეგ დაცვამ ჩაერია სიტუაციაში და წვერიანი მამაკაცი სამედიცინო ნიღბით გვერდით შეატრიალა.





BFMTV– ს ცნობით, ელისეის სასახლემ დაადასტურა მომხდარი და აღნიშნა, რომ ეს იყო არა სახეში დარტყმა, არამედ, მცდელობა. პოლიციამ ორი პირი დააკავა.
ფრანგმა პოლიტიკოსებმა დაგმეს და მიუღებლად მიიჩნიეს ფიზიკური აგრესია სახელმწიფოს მეთაურის მიმართ.






პრეზიდენტის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს მემარცხენე პარტიის "დაუმორჩილებელი საფრანგეთის" ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა, "ნაციონალური გაერთიანების" პარტიის ხელმძღვანელმა მარინ ლე პენმა და რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ჟან კასტექსმა.



0
215
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0