x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტატუ სალონში იპოვეს ორი გარდაცვლილი, გამოძიება იკვლევს ტატუს შედეგად გარდაიცვალნენ ადამიანები თუ სხვა რამე გახდა სიკვდილის მიზეზი

image მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ტატუს ბუმია, ტატუს იკეთებენ მოზარდები, საშუალო ასაკის თუ უკვე ასაკოვანი ადამიანები.
ტატუ გაკეთება ხდება სხვადასხვა საშუალებით, კეთდება როგორც დროებითი ასევე მუდმივი ტატუები.
ნებისმიერი ტატუს გაკეთება ასე თუ ისე მტკივნეულია, აქ მნიშვნელოვანია თუ სად კეთდება ტატუ.
გარდა ამისა არიან ადამიანები, რომლებსაც ტატუს გამკეთებელი აპარატის ნაჩხვლეტებზე ასევე ტატუს მასალაზე აქვთ ალერგია და ტატუ ასეთ ადამიანებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ჯანმრთელობის მხრივ.
პეტერბურგში ტატუ-სალონში ოპოვეს ორი გარდაცვლილი რომლებსაც ძალადობის ნიშნები არ აღმოაჩნდა.
ორივე გარდაცვლილის ვინაობა დადგენილია-ერთერთი 23 წლის სოჭელი ახალგაზრდა მამაკაცია და მეორე კი დონის როსტოვის ოლქის ქალაქ ვოლგოდონსკის მცხოვრები 21 წლის გოგოა. პოლიციამ დასაკითხად პოლიციის უახლოეს სამმართველოში გადაიყვანა ტატუ-სალონის მფლობელი და მასთან ერთად 4 თანამშრომელი. ხუთივე პირი დაიკითხა, შედგა დაკითხვის ოქმი და დაკითხული პირები პოლიციიდან გაუშვეს.
ორივე გვამი გაიგზავნა პათოლოგანატომიური გამოკვლევებისათვის, სალონში ნაპოვნი იქნა მოსაწევი მოწყობილობა, მიმდინარეობს მოკვლევა ტატუ-სალონში განვითარებულ მოვლენებზე.
+16





0
258
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
258