x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ლენტეხში ცემით მოკლულ მიკროავტობუსის მძღოლს ფულს სისტემატურად სძალავდნენ
image

ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში მელე-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლს, 47 წლის რობიზონ თუთარაშვილს ისე სცემეს, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. დაშავებული 5 ივნისს საავადმყოფოში გვიან ღამით დაიღუპა.


შემთხვევის დღეს, ის ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც დაურეკეს და ოჯახიდან გაიყვანეს. მას სასიკვდილო დაზიანებები თავის არეში მიაყენეს და მიატოვეს.ცოცხალ-მკვდარი რობიზონ თუთარაშვილი ადგილობრივებმა აღმოაჩინეს და და სასწრაფოს გამოუძახეს.



გაირკვა მკველელობის სავარაუდო ვერსიაც, - სამარშრუტო ტაქსის მძღოლს მამაკაცს თანხას ადგილობრივები სისტემატურად სძალავდნენ, ბოლო შემთხვევის დროს მან ფული არ ან ვერ მისცა, სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება.




"ნაცემი მიატოვეს, მერე იპოვა ვიღაცამ და დარეკა სასწრაფოში. ცხედარს სახე არ უვარგა, ძვლები არის შესული ტვინში, მარტო გული მუშაობდა მეტი არაფერი, ოპერაციას ხელი არ მოკიდეს, შანსი არ არის, რომ ეს კაცი გადარჩესო..სისტემატურად "აწერავდნენ" ფულს ადგილობრივები, ყოველ რეისზე ხან 100, ხან 200 დოლარს, ბოლოს ალბათ ვეღარ მისცა და ალბათ ამის გულისთვის"-განაცხადა "მთავართან" საუბარში გარდაცვლილის ნათესავმა გიორგი თუთარაშვილმა.


გარდაცვლილი მძღოლი ზესტაფონიდან იყო, რეისის შესრულების შემდეგ იქვე რჩებოდა ერთ-ერთ ოჯახში და მეორე დილით მოდიოდა, რადგან ვეღარ ასწრებდა უკან დაბრუნებას.


გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეული განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მუხლი, სავარაუდოდ, გადაკვალიფიცირდება.ბოლო ინფორმაციით დაკავებულია ორი პიროვნება.

1
92
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
92
  
2021, 8 ივნისი, 12:36
ღმერთო რა ბოროტი ვხდები მეც, ასეთ ამბავს როცა ვიგებ....წამებით მოვკლავდი ჩემი ხელით იმ ნაძირლებს და ვგრძნობ ამას სიამოვნებით გავაკეთებდი :-(
0 1 1