x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ეს მიკროსკოპული ცხოველი 24,000 წლის შემდეგ გაცოცხლდა

მიკროსკოპული არსება 24000 წლის განმავლობაში არქტიკულ მუდმივ ყინვაში გალღობის შემდეგ აღდგა. ეს არის Bdelloid rotifers. ისინი ჩვეულებრივ ცხოვრობენ წყლიან გარემოში და აქვთ გადარჩენის წარმოუდგენელი უნარი.


imageRotifers–ს აქვს მკაცრი გარემოში გადარჩენის წარმოუდგენელი უნარი

კვლევას რუსი მეცნიერები ატარებდნენ ციმბირის გაყინულ ნიადაგში საბურღი დანადგარის მეშვეობით.



მრავალუჯრედიანმა ცხოველმა გაძლო ათიათასობით წელი კრიპტობიოზის მდგომარეობაში (ორგანიზმის მდგომარეობა ცოცხალსა და მკვდარს შორის). ეს აღმოჩენა ფენტეზი მწერლის ოცნება თუ იქნებოდა.



მეცნიერებს აქამდეც ჩაუტარებიათ მსგავსი კვლევა, და აღმოუჩენიათ, რომ rotifer-ები გაყინვის შემდეგ 10 წლის შემდეგ კვლავ ცოცხლდებოდნენ.


ახალ კვლევაში, კი მკვლევარებმა წარმოუდგენელი რიცხვი დაასახელეს. ციმბირის პერმაფროსტიდან (მრავალწლოვანი მზრალობა, დედამიწის ქერქის გაცივებული ქანები) ამოიღებული ნიადაგი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ის დაახლოებით 24 000 წლის წინანდელია.


კვლევა გუშინ გამოქვეყნდა ჟურნალში Current Biology.

imageეს არის Rotifers-ის გვერდითი ხედი, რომელიც 24000 წლის განმავლობაში გაყინული იყო და გალღობის შემდეგ გაცოცხლდა




მეცნიერების ვარაუდით, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ეს ფაქტი, უფრო დიდი ცხოველების ფორმები ვერ გადარჩება ამ გზით, რადგან რაც უფრო რთულია ორგანიზმი, მით უფრო რთულია მისი შენარჩუნება.



იმის გასაგებად, თუ როგორ გადარჩა არსება ამდენი ხნის განმავლობაში გაყინულ მიწაში, მკვლევარებმა გაყინეს და გაალღვეს პერმის მხარეში არსებული rotifer-ები. მათ აღმოაჩინეს, რომ არსებებს შეუძლიათ გაუძლონ ყინულის კრისტალების წარმოქმნას, სანამ ისინი ნელა გაიყინებიან.


მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვერ გადაურჩა გაყინვის პროცესს, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ არსებებს აქვთ ისეთი მექანიზმი, რომელსაც შეუძლია დაიცვას მათი უჯრედები და ორგანოები ზიანისგან, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე.














2
169
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
169
  
2021, 11 ივნისი, 22:58
ყველაზე მეტი ნახვა სექსს და სისხლს, ანუ კრიმინალს აქვს ხოლმე. მიხარია რომ მოგეწონა სტატია
2021, 9 ივნისი, 0:50
ასეთ საინტერესო სტატიებს რატომ არ ჰყავს ბევრი მნახველი? თუმცა აგერ ვნახე, წავიკითხე დავარეფრეშე და ნახვადობა არტ მომატებია. მიკვირს. სანამ წევრი არ ვიყავი არც მანამდე ითვლეოდა რომ სტატიები წავიკითხე . ნეტა ცოცხალი ვარ? ))) . ოსტატი და მარგარიტა გამახსენდა უჩრდილობა. ვიჩქმიტე))))))
0 1 2